“იუვენტუსი” დრექსლერით დაინტერესდა
იტალიური პრესის ცნობით, ტურინის “იუვენტუსი” დაინტერესებულია გერმანული “შალკე 04-ის” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის იულიან დრექსლერის შეძენით. 19 წლის ფეხბურთელი “შალკეს” შემადგენლობაში ნელ-ნელა შეუცვლელ ფიგურად ყალიბდება. მან ჩემპიონატის 7 მატჩიდან 6-ში მონაწილეობა მიიღო. გერმანელი პლეიმეიკერით “იუვენტუსის” გარდა მიუნხენის “ბაიერნიც” ინტერესდება. დრექსლერი 2011 წლის იანვარში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც ეროვნულ ნაკრებში იასპარეზა. “შალკეს” ხელმძღვანელობას ალბათ ძალიან გაუჭირდება დრექსლერის შენარჩუნება, მაგრამ ეცდება მისი ტრანსფერით რაც შეიძლება მეტი თანხა გამოიმუშავოს. ფეხბურთელის მინიმალური ფასი კი 12 მილიონ ევროს შეადგენს.
არ იფიქროთ ამაზე მაროტა ამის მყიდველი არააა ვერ იყიდის გამოვა მერე იტყვის ჭორიაო და უარყოფს , უეჭველი დააახევენ
დრექსლერი კი არა იმ ხორვატ ტალანტზე იჩალიჩონ.. გვარი არ მახსოვს, მესის სტილში რო თამაშობს.. 16 წლისაა და ეტყობა უკვე რა მხეცი გაიზრდება
მაგის გვარია კოვაჩიჩ, აი დრაქსლერი კი 3-5-2 წყობაში მეორე ფორვარდად ძალიან კარგი იქნებოდა , ძალიაან ძლიერი მოთამაშეა
რავიცი რავიცი…
ამის ერთადერთი თამაში მაქ ნანახი წელს მონპელიესთან და მაგრად ითამაშა,გოლი გაიტანა,პენალი მოიპოვა,და კიდე უამრავი მომენტი შეიქმნა მარა მერე ხელი მოიტეხა და შეცვალეს…
თუ სულ მაგ დონეზე თამაშობს მაშინ კაი ბიჭია გამოგვადგება,მარა გერმანელია მაინც
ერთადერთი გერმანელი რომელსაც იუვეში ვისურვებდი ჰუმელსი იყო მარა დაცვა დალაგებული გვაქ და აღარ გვჭირდება
არ გვინდა დრექსლერი მაროტა სულ ნუ გამოქლიავდი
კატანია-იუვენტუსი
—————ბუფონი
კასერესი—-ბარძალი—ბონუჩი—-ასამოა
ვიდალი—–პოგბა—-პირლო—-მარკიზიო
———-ვუჩინიჩი—-ჯოვინკო
მე პირადად ესე მინდა მაგრამ ვიცი ისევ 3-5-2 იქნება…
აგდებულად ნუ შეხედავთ ამ მატჩს… არანაირი დასვენებები და ასე შემდეგ დასვანება შეიძლება მომდევნო ტურში ბოლონიასთან სადაც ნახევარდაცვაში პოგბა-მარონე უნდა დადგეს და 90წუთი ნიკლას ბენდტნერს მიეცეს… ასევე კასერესი-დეჩელიე შიძლება…
ჩემი პროგნოზი კატანია-იუვე 1-1