ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალესიო : ” მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ”

ვუჩინიჩი და ბენდტნერი თავს კარგად გრძნობენ , თუმცა საბოლოო სქემის ჩამოყალიბებამდე აუცილებელია სხვა ფეხბურთელების შეფასებაც . 3-5-2 გაშიფრული სქემაა ? გავაგრძელებთ საკუთარი თამაშის დემონსტრირებას და მეტოქეზე ზეწოლის განხორციელებას ” – საუბრობს წინასამატჩი პრესსკონფერენციაზე ანჟელო ალესიო : ” ბუნებრივია რთული მატჩი გველოდება , რადგან სიცილიელების წინააღმდეგ უკანასკნელ პერიოდს თუ გავიხსენებთ იოლი გასეირნება არცერთი არ ყოფილა . გასულ სეზონში მაგალითად , სტუმრადაც და შინაც ურთულესი მატჩები გამოგვივიდა . მოგვიწევს ყურადღებით ყოფნა და ამასთანავე სწრაფი ტემპის შენარჩუნება . უკლებლივ ყველა მოთამაშე მწყობრშია . ტაქტიკური განლაგება ? ამაზე ვარჯიშის შემდეგ ვისაუბრებთ . პეპე ? ის ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებით არის დაკავებული და მიმდინარე კვირაში პარტნიორებთან ერთად დაიწყო წვრთნები . სიმონე გაემგზავრება გუნდთთან ერთად სიცილიაზე , თუმცა ფორმის პიკზე ნამდვილად არ არის . 47 მატჩია მარცხი არ გვიგემია ? მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ თითოეულ შეხვედრაში ” .

წყარო : Tuttosport

17 thoughts on “ალესიო : ” მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ”

  1. კარგით რა! 47 მატჩი! 47 მატჩი! ჩვენ იუვეს ფანებს არ გვაკმაყოფილებს ეგ 47 მატჩი მარტო! ჩვენ ხო არა ვართ გუშინ გამოჩეკილი გუნდი, რომლებიც მომრავდნენ დღეს ფულიანი შეიხების ხელში. ჩვენი მიზანი ეგაა რო სერია A-ში მოვხსნათ ვინმეს რეკორდი წუგებელ სერიაში? ჩვენ ვგულშემატკივრობთ ისეთ გუნდს რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს მსოლიოში საუკეთესო. მართალია და უნდა აღინიშნოს კიდევაც რასაც მიაღწიეს ამ გუნდით,მაგრამ ეგ არ კმარა. ხო ვხედავთ რომ გარეთ (ლიგაზე, უეფაზე) დიდ წარმატებებს ვერ ვაღწევთ. ამ დონის გუნდმა მოიგო სკუდეტო და თასსთანაც ახლოს ვიყავით,მაგრამ იუვე? ჩვენ ხო დიდი გუნდი ვართ! რა გახდა ერთი ფორვარდი?! დაცვა საუკეთესო გვყავს, ფლანგები ხო საერთოდ ( ასამოა, დე ჩელიე, ლიხტშტაინერი, კასერესი) ყველა გუნს დაამშვენებდა. ცენტრი მარტო პირლო და ვიდალი ყოფნის. აი გამტანი კიდე არ გვყავს. ჯოვინკო? რაც იყო პარმაში მაგაზე სამჯერ უკეთესი თუ არ გახდა არ გამოგვადგება, რადგან ილუზიებს ნუ შევიქმნით და ეგეთი თავდამსხმელი არ წაგვწევს წინ. ვუჩინიჩი? სტაბილურია სხვებტან შედარებით. მატრი? სკამს გაგვიმაგრებს. ქვალიარელა? მე მაგას მივანიჭებდი უპირატესობას, ვიცი ბევრი არ დაეთანხმება. ბენდტნერი? მივცეთ შანსი.ელიასაც მსგავსად მოვექეცით და გავაფუჭეთ. მოკლეთ,ლიგაზე გვინდა ღირსეულად თამაში და სკუდეტოკიდე ასეთ ხელში ისედაც ჩვენი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.