ან ახლა, ან არასდროს – ნიკლას, შენი დროა !
ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდებს განსაკუთრებული პასიურობით გააქვთ გოლები, დროა ანტონიო კონტემ ფსონი ნიკლას ბენდტნერზე დადოს.თითოეული თქვენთაგანი დამეთანხმება, ზაფხულში საუბარი ტოპ-ფორვარდზე რომ მიდიოდა, დანიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე არცერთი ჩვენთაგანი არ ფიქრობდა, არცაა გასაკვირი, “სანდერლენდის” ყოფილ გოლეადორს კარიერულ 235 შეხვედრაში მხოლოდ 68 გოლი აქვს გატანილი – მოკრძალებული სტატისტიკაა.
10 – ეს ის ციფრია, რა რაოდენობის გოლებიც მირკო ვუჩინიჩს, სებასტიან ჯიოვინკოს, ფაბიო კვალიარელასა და ალესანდრო მატრის სერია A & ჩემპიონთა ლიგაზე მოუგროვდათ.ევროპის სხვა გრანდებთან შედარებით “სამარცხვინო” ციფრია, მხოლოდ ლევანდოვსკიმ და როისმა ერთად 12-ჯერ აიღეს მეტოქეთა კარი, კასანომ, მილიტომ, პალაციომ და კოუტინიომ კი იგივეს გაკეთება 15 – ჯერ მოახერხეს.
დასკვნა თქვენთვის მომინდია, რატომ არ ანდობს კონტე ნიკლას ბენდტნერს ძირითად შემადგენლობას კი, ჯერჯერობით გამოცანად რჩება.ეს სკანდინავიელი გიგანტია, მართალია, არა ჩემპიონი, მაგრამ პერსპექტიული წინახაზელი, რომელსაც შეუძლია “იუვენტუსს” დიდი სარგებელი მოუტანოს.
და რაც არ უნდა იყოს, დანიელი არ არის ის ფორვარდი, რომელიც ერთ შეხვედრაში ათიდან ათ მომენტს გაატანს ქარს, განსაკუთრებით სწორედ გოლის ალღოთი გამოირჩევა ნიკლასი.რა თქმა უნდა, მისგან ვერც დევიდ ტრეზეგეს მივიღებთ, რომელიც საოცარ დუეტს ქმნიდა ალესანდრო დელ პიეროსთან ერთად, მაგრამ ვინ თქვა, რომ დანიელს მირკო ვუჩინიჩთან შეწყვილება გაუჭირდება ? – შესანიშნავად თამაშობს მეორე სართულზე, ძლიერია ფიზიკურად და მშვენივრად ხმარობს ფეხს, ფორვარდის პლიუსებია.
პარადოქსია, მაგრამ სწორედ ეხლაა დრო, ანტონიო კონტე რისკზე წავიდეს ( თუ შეიძლება ამას რისკი ეწოდოს ) და გახსნას კარტი, რომელსაც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს განხორციელებული ტრანსფერი ჰქვია.ნიკლასი ახლა ყველაზე მეტად მოტივირებული და მონდომებულია, რამდენიმე დღის წინანდელი ინტერვიუ გაიხსენეთ : არენდით მოსული მოთამაშე მზადაა იბრძოლოს და ბიანკონერების ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი.ეს მონდომება შანსს იმსახურებს, შანსს, რომელიც აუცილებელია.
მოდით, “იუვენტუსის” წინახაზელები განვიხილოთ კონკრეტულად და ალესანდრო მატრი, ამ შემთხვევაში იდეალურ ფორვარდად მივიჩნიოთ.ალემ დაკარგა გზა, რომელიც თუნდაც გასულ სეზონში ფორმას ანარჩუნებინებდა და ძირითადისთვის ბრძოლის შანსს უბრუნებდა.რაც შეეხება ატომურ ჭიანჭველას, საუბარია ჯიოვინკოზე, მონდომება არც მას დაეწუნება.სება დამაჯერებლად თამაშობს, თუმცა გოლები ნამდვილად აკლია, არც ფიზიკურობით გამოირჩევა, რასაც თან სდევს გიგანტ მცველებთან თამაშის სირთულე.კვალიარელა არასტაბილურია, “ჩელსისთან” და “კიევოსთან” იგი საუცხოო იყო, “ნაპოლისთან” და “ფიორენტინასთან” არაფერი გამოუვიდა.
ჩვენ ფსონს, ნიკლას ბენდტნერზე ვდებთ.იმედია, კონტე ყველას დაანახებს, რომ ამ ბიჭისგან ნადვილი ფორვარდი შექმნა.მის პერსპექტიულობაში ეჭვის შეტანა არ ღირს, მას აქვს შანსი, დახმარების ხელი გაუწოდოს “იუვენტუსს” და ოდნავ მაინც გამოასწოროს ის შეცდომები, რომლებიც ბიანკონერების წინახაზში აშკარად არსებობს.
ვინჩენცო კურო
შენ მითხარი ტრეინერი რომელიც იუვეს ნაირ გუნდში მივა 70% შემადგენლობას შეცვლის და წვალაბის გარეშე მოიგებს თუნდაც სერია ა_ს
კაი რა ღმერთი კი არაა კონტე იმ კონტიგენტით მაქსიმუმი გააკეთა
იუვეს თავდამსხმელს კი უნდა გაქონდეს 20 გოლი მარა, 10 რო გაიტანოს და 10 ნახევარმცველმა მაგაზეც არ ვიტყვი უვარს
თქვენ გუნდის გატანილი გოლები არ მოგწონთ თუ ვინც გაიტანა ისინი არ მოგწონთ?
შარშან ორ თამაშში ვერ გავიტანეთ გოლი მხოლოდ, მითუმეტეს კონტე არაა ის მწვრთვნელი რომელიც თვლის რო თუ გაგვიტანენ ჩვენ უფრო მეტს გავიტანთ
გუნდი ფაქტიურად არ უშვებს, მაქსიმუმ 1 გოლს ვუშვებთ ყოველ მეორე თამაშში (საშუალოდ) და ვიტანთ იმდენს რამდენიც საჭიროა
იუვენტუსის დონის გუნდში ფორვარდს 18-20 გოლი უნდა გაჰქონდეს, მატრის ათი გოლით ხართ კმაყოფილი იმიტო რო სკუდეტო მოვიგეთ ? კარგით რაა
ტრეზეგე და დელ პიერო მაინც არ გახსოვთ, 20 გოლი ქონდა ფორვარდს საშუალოს..მატრის ფორვარდობა შევარცხვინე მე
კაი ძმა რა იყო ზომაზე მეტი? შარშან რომ ვწვალობდით ჩვენც და მატრიც ისი იყო ზომაზე მეტიმთლად ნახევარდაცვას გაქონდა გოლები არა ეგ კაია მარა თავდამსხმელი რო გყავს და ის რო 18-25 გოლს შეაგდებს უფრო სხვა ეშხია და ეს ფორვარდი გამოსადეგია,,მე კი არ ვამბობ დარწმუნებით რო ნიკლასი არის ასეთი ფორვარდი ურალოდ არაფერი ცუდ არ გაუკეთებია და ნეგატიურად ნუ ხართ განწყობილნი მეთქი
ეხა შემოვედი ვინმემ რამე ხო არ მომწერა არ მინახია
irakla1001
დღეს რაცაა ის ვთქვი
ერთი მაღალი ფორვარდი რომელიც ვერ გამოირჩევა მრავალფეროვანი შეტევებით, მარა რაც იცის, შეუძლია იმაში იყოს ერთერთი საუკეთესო
დანარჩენები ხო ალაგებენ :D
irakla1001
არა
ბენტნერის ლანძღვა სად ნახე, ვიღაცამ სება კვალი და მირკო გამილანძღა და მეორე მხარე მესი რო იყოს იმასაც მოვუძებნი რაღაცას
ბენტნერი რო ვიყიდეთ მე ვთქვი რო ზუსტად ამ ტიპის ფეხბურთელი გვყირდებოდა და იუვეში ვარსკვლავი გახდებოდა, მარა დღეს არაა ვარსკვლავი და დროდადრო გახდება
ყოველ წელს წაუგებლად მოვიგოტ სკუდეტო და თუ გინდა საერთოდ არ გავიტანოთ გოლი
თლა მასაეც არმინდა მარა, ის გოლები რაც შევაგდეთ შედეგიდან გამომდინარე ზომაზე მეტიც იყო
ერთი აყლაყუდა ფორვარდიო ეს თავზე ხელის გადასმას არამგონია ნიშშნვდესმ,ირკო და სება არა მარა კვალი კი გალანძღა ამ კაცმა, ნუ გეთანხმები რო კვალი არ იყო მთლად გასალანძღი
მატრის შეწირა ორი ქულა, მარა ღირდა ახლა საბოლოოდ დარწმუნდა ყველა რო მატრი არაა დასაყრდნობი
მაგი ზუსტად იმ დროს მოვიდა გუნდსი რა დროსაც შეუძლია თამაში
არავინ არაფერს არ თხოვდა უბრალოდ ქონდა ნდობა ( იმიტორო კონკურენტი არ ყავდა) და ესეც მშვიდად თამაშობდა
ახლა კონკურენტიც ყავს ნდობაც არააქ და ამ დროს გამოჩნდა რო იუვეს დონის არაა
1juve
არა, არც ასამოა უნდა დაჯდეს უფორმო პეპეს გამო და არც კიელინი უნდა გადავიდეს მარცხნივ..ეხლა იდეალურად გვაქვს საქმე, უბრალოდ შეტევა უნდა გამოფხიზლდეს..
ეჰ ნორდშელანდთან მირკო გვყოლოდა ძირითადში სებასთან ერთად, რა ორი ქულა..
არა პეპესგამო ყველაზე ნაკლებად, უბრალოდ რაღაცა სიახლე მინდა გუნდში
თუ ამ ტაქტიკითაც ისე გავაგრძელეთ როგორც აქამდე პრობლემა არაა
ლიგაზე ფრეებმა შეგვაშინა თუარა ისე შარშანდელზე უკეთესი სტარტი გვაქ
——————————ჯიჯი————————-
ლიხშტაინერი———ბარძალი———ბონუჩი———-კიელინი
(კასერესი)———————–(კიელინი)———(დეჩელიე)
—————-პირლო——ვიდალი——მარკიზო————-
–პეპე———————–ბენტნერი—————-სება
(სება)———————-(კვალი)—————-(მირკო)
ვიღაცა შეეწირება ტაქტიკას მარა თუ სხვა გზა არ იქნა მაინც 4-3-3 ჯობია
ვიღაც შეეწირება მაგრამ საჭიროა ხანდახან ტაქტიკის შეცვლა
გამბედაობა არ ყოფნით თუ რა ხდება ვერ გავიგე ტო სუ 3-5-2 ან კიდე ზამენებს როდის აკეთებენ.
ასე რატო ეკრეტიკებ ბენდტნეერს სად ნახე ერთი მაგის თამაში იუვეში, რამ მოგცა იმის საფუძველი რო გაგეკრეტიკებინა ჩვენი თავდასხმის ფონზზე? ან ეს რა მესმის შარშან გოლები არ გვაკ;ლდა? თუ გაგახსენო ჯენოა ბოლონია სიენა პარმა ფრეები? რამდენ მომენტს მაზავდა ჩვენი მატრი? ამ კაცმა რაც არუნდა იყოს თქვა რო ჩვენი ბოლო იმედია ცენტრ ფორვარდადო და იმედია შანსს გამოიყენებსო..ტყუილად თავის მართლება არ დაიწყო ვიციტ ახლა ყველამ ამ ფორუმზე რა ჩიტიც ბრძანდები.. (რამე ცუდად არ გაიგო)

1juve
ამ შემთხვევაში ან ბონუჩი უნდა დაჯდეს, ან მარკიზიო, ან ვიდალი ან ასამოა )) პეპე დაშლილია მარტივ მამრავლებად არაა ფორმაში, მინიმუმ 1 თვე უნდა ფორმაში ჩადგეს
4-3-3 ტაქკიტა რო ითამაშონ და ბენტო თავზე დაბომბავს მეტოქეს მჯერა !!!!!
და უკნიდან კვალი – სება, ან მირკო – პეპე რო მიეხმარბა
ოღონდ მატრი არ დავინახო სასტავში და ვინც უნდათ ის დააყენონ სასტავში და რა ტაქტიკითაც უნდათ იმ ტაქტიკით ითამაშონ
კარგი სტატიაა და კარგი მომზადებულია
დამრტყმელი პურისმჭამელი კაცია. წესიერი წინა ხაზის პირობებში სკამზე შეილება შეგეცოდოს კიდეც
თუ გაიხსნა და გაიფურჩქნა ახალგაზრდაა მაინც იქნება სანდერლენდზე მეტსაც მიაღწიოს კარიერაში 
Darja
ხო წესით სამივე მეორე ფორვარდია მარა ამ სამიდან ყველაზე კარგად კვალიარელას შეუძლია ცენტრფორვარდობა
4-3-3 კაი იქნება და მარჯვენა ფლანგს პეპე კვალიარელა მიხედავდა, შატშან კი თქვა კონტემ ფლანგზე თამაში შემომთავაზაო და თუ გაიხსენებს კაი იქნება
juventino 1897
უჩინიჩი კიდე ხო რატო?
ვაჯობეთ მარა თამაში ისე მიდიოდა იქ ფრე იყო, სტანდარტი საერთოდ გამართლებას ნიშნავს და მერე პოგბასაც გაუვარდა, კარგად მარა მაინც გაუვარდა
1juve აეხა შენ რასაც წერ ეგ პირად პერსონების მოწონება ქვია და არა საფეხბურთო შეფასება , ვინ დგას ბენტნერზე ერთი თავით მაღლა მატრი? კვალიარელა? ჯოვინკო? ვუჩინიჩი კიდე ხო
ნაპოლის მოვუგეთ გამართლებით? :DDDD რომელ თამაშს უყურე? იმენა მთელმა გუნდმა აჯობა ნაპოლს და მთელმა გუნდმა ითამაშა თავდასხმის გარდა და გოლებიც ვინ გაიტანა რა პოზიციებმა უკვე მერამდენედ ჩანს ,
1juve
კვალიარელა და ვუჩინიჩი მეორე ფორვარდები არიან, ისევე როგორც ჯიოვინკო..ასე რომ ფაქტიურად ჩაწოდების გარეშე გვიწევს თამაში, მატრი ნულია )) ასეთ ფორმაში მყოფ მატრის ნაღდად ჯობია მონდომებული ბენდტნერი, ეს ჟურნალისტი ცენტრ-ფორვარდის აუცილებლობაზე საუბრობს და არა იმაზე, რომ ვუჩინიჩი ან კვალიარელა საშინელებები არიან..
ფაქტია, ჩვენ წინახაზს ძალიან ცოტა გააქვს..
ესენი კი გამოგვილანძღა მარა ბენტნერი რითი ჯობია ის არ უთქვია
თქვენ რას ფიქრობთ ბენტნერი რა კომპონენტებში ჯობია ვთქვათ კვალიარელას ან უჩინიჩს?
4-3-3 ტაქტიკაში ბენტო ჩაჯდება მშვენივრად თავზე მაგრად თამაშობს!
შეაკვდნენ რა ამ 3-5-2 ტაქტიკას ხანდახან ტაქტიკა შეცვალოს რა მოხდება :-| !
ვინჩენცო, არ გვყავდა ბენტნერი შარშან მარა არ დაგვკლებია გოლი, არც წელს არ დაგვაკლდება

არ გამოლანძღა მთელი იუვე ვინცხაა
ერთი აყლაყუდა ცენტრფორვარდია რომელიც ერთფეროვნად უტევს, სიმართლე თუ გაინტერესებთ ესაა
ნაპოლისტან და კიევოსთან გუნდს არ გამუვიდა არაფერი, ფიორეს ნახევარდაცვამ გადაგვახია ბურთი თავზე
ნაპოლის კიდე გამართლებით მოვუგეთ
2 კარგად ითამაშა ორი ცუდად, რატო ასკვნით რო ცუდია
ბენტნერსაც თავისი ადგილი აქ მარა იმიტო არა რო ვინმე ცუდია გუნდში
ჩემი აზრით ბენტნერი მატრის თუ გაუწევს კონკურენციას დანარჩენები ერთი თავით მაღლა დგას
არც ხვალ ათამაშებს დარწმუნებული ვარ ისევ მატრი ან ჯოვინკო გაიჩითება
იმიტორო არუნდა უფრო ნაკლები რო გვქონდეს გატანილი
ხვალ ათამაშებს უეჭველი და შეაგდებს, მჯერა ))