ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვილა “იუვენტუსს” უხმობს

საინტერესო ხმები ისმის ესპანეთიდან. დავიდ ვილია “იუვენტუსის” წინა ხაზში არსებული პრობლემების მოგვარებას ზამთარში აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ზაფხულს “ბებერმა ქალბატონმა” უკვე სცადა ესპანელის გადმობირება, მაგრამ მაშინ ვილიამ “ბარსელონაში” დარჩენა არჩია. “ნოუ კამპზე” ნდობის ნაკლებობის გამო თავდამსხმელი ნანობს რამდენიმე თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას. ფეხბურთელს 31 წელი დეკემბერში უსრულდება და “ბარსელონაში” სათადარიგოთა სკამზე ჯდომას აღარ აპირებს.

წყარო: football italia

25 thoughts on “ვილა “იუვენტუსს” უხმობს

  1. ვაააააააა… ეს რა ფეხბურთელიიიიი… დიდი სიამოვნებით მივიღებთ დავხვდებით მოვეფერებით.. ძალიან ძლიერი და დონე ფეხბურთელია.. იმენა მომენტი შეუქმენი და დედის მინდორს უხნავს მოწინააღმდეგის კარებს :lool: :vashaa:

  2. ვილა კარგია.. ოღონდ თუ უფასოდ გამოვა ან 10 მილიონი და უფფრო ნაკლებ ფასში ისე.. 31 წლისაა და ტრავმაც მაგრამ დაეტყო და ვეღააა ისეთი , მაგრამ ჩვენს მატრის და კუალია კი ჯობს :D

  3. მოდის ზამთრის ტრანსფერები და დაიწყებენ ეხლა ვილია მოგვყავსო, ბენზემას ვეჩალიჩებითო, ლორენტე ან ჯეკო ხო საერთოდ, თითქმის გაფორმებულიაო. ბოლოს კიდე შეგვრჩება ბენდტნერივით “ტოპი” ზამენის ფეხბურთელი და მაგასაც სკამზე დავალპობთ :euf: :euf: :euf:

  4. ეხლა ბარსელონას ვილიას გასაღება უნდა მაღალ ფასში, უძლიერესი შემტევია, მაგრამ ტრამვის მერე უჭირს … თან უკვე 31 ისაა

  5. სულ მასე არაა რომელიმე ფეხბურთელი მაგარ ტრავმას მიიღებს და მერე რო ბრუნდებიან სასტავში აღარ სვავენ ეგრე მოუვიდა ნისტელროისაც რეალში თუ კარგად მახსოვს.

  6. ისე გაუშვან იუვედან მატრი და მოიყვანონ ეს და ბენტნერს გაუხანგრზლივონ და ესეთი თავდასხმა გვეყოლება: ბენტნერი ვუჩინიჩი ჯოვინკო ვილა და კვალი. ან ბენტნერს ჯეკო მოიყვანონ ეგ უკეთესი იქნება

    1. და ვინ უნდა იყიდონ?? მოვიდეს 3 წელს უმაღლეს დონეზე ითამაშებს გუნდი უფრო გაიმართება და შემდეგ სხვასაც მოუნდება იუვეში თამაში ჯეკო დგეს ჩვენი იქნებოდა 2011-ში რო ლიგაზე გავსულიყავით :mad:

  7. 31 წლის ფეხბურთელში 20-25 მილიონის გაცემას არ ჯობია ცოტა ახალგარზდა რო იყიდოს..ამან შეიძლება 2 წელი ითამაშოს კარგად და მერეე? ისევ საყიდელია..

  8. ბიჭებო სირბილაძის ინტერ ტურკუ თამაშობს და ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ვუყურო? ლივე ტვ-ზე არ არის მუშა ლინკი :((

  9. ბალოს ზამენაზე ალპობენ და მანცჰინიმ 150 მილიონი ღირსო :lool: 150 არა მაგრამ 30-40 მილიონი რეალური ფასია მაგრამ ვინ უშვებს ან ვინ იხდის მაგდენს .. აჰა ხომ გინდოდათ TOP ფორვარდი :lool: იმედია ზამთარში ტრანსპერი შედგება :forza:

  10. არაა ცუდი ვარიანტი, მარა ამის მსგავსი უკვე გვყავს უჩინიჩი და ჯოვინკო
    ჯეკო ან ბალოტელი არ იქნებოდა ცუდი მითუმეტეს თუ მანჩინი გაუშვეს მერე ერთერთის ყიდვა შეიძლება

  11. ეს მაგრად გამისწორდება :mrgreen: სიმართლე ისაა რომ ბარსელონაში ვეღარც თამაშობს და აღარც ათამაშებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.