ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” – ” ბოლონია ” ( წინასამატჩო )

10 ტური სერია ა

თარიღი : ოთხშაბათი , 31 ოქტომბერი 23:45

ადგილმდებარეობა : ” იუვენტუსს არენა ” , ტურინი ( 41 000 )

 

– ტურინელებს კალჩოში საუკეთესო დაცვა ჰყავთ , მათ მხოლოდ და მხოლოდ ოთხი ბურთი გაუშვეს .

– გუნდს ჯერ ჯერობით მარცხი არ უგემია .

– კონტეს ხელმძღვანელობით , ბიანკონერიმ სამი მატჩი დაასრულა ფრედ ” ბოლონიასთან ” .

– ბოლოს მეტოქემ ტურინელები , 2011 წლის თებერვალში მარკო დი ვაიოს დუბლით დაამარცხა .

– ეს მატჩი , უკანასკნელ ათ დაპირისპირებაში ამ ორ გუნდს შორის , რჩება ერთადერთ გამარჯვებად , რომელიც ბოლონიამ მოიპოვა .

– ბოლონიას რიგებში ორი იუვენტინო ასპარეზობს არენდით , მანოლო გაბიადინი და მაკო მოტა .

 

ინფორმაციები მეტოქეთა ბანაკებიდან

იუვენტუსი

მარკიზიო ვერ დაეხმარება გუნდს , ისევე როგორც არტურო ვიდალი , რომელსაც იტალიელისგან განსხვავებით დისკვალიფიკაცია აქვს . ლუსიომ კი თავის მხრივ სრულად მოიშუშა ტრავმა და მზადაა მოედანზე გამოსასვლელად .

 

ბოლონია

როსობლუს სერიოზული დანაკლისი აქვს დიამანტის სახით .

 

მთავარი გმირი

იუვენტუსი

სავარაუდოდ მორიგ შანსს მიიღებს ნიკალას ბენდტნერი . დანიელს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება წინა შეხვედრაში , თუმცა მაინც და მაინც თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა . სავარაუდოდ , ბოლონიასთან დაპირისპირებაში მას ერთ ერთ უკანასკნელ შანსს მისცემენ .

 

ბოლონია

ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული , ალბერტო ჯილარდინო ეფექტურ და შედეგიან თამაშს აჩვენებს . ფორვარდმა რვა თამაშიდან , ხუთჯერ იხეირა და ნაკრებშიც დაიბრუნა ადგილი . ამაზე როგორც ჩანს ის შეჩერებას არ გეგმავს .

 

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი ” 3-5-2 : ბუფონი , ბარძალი , ბონუჩი , კიელინი , კასერესი , პოგბა , პირლო , ჯიაკერინი , ასამოა , ჯიოვინკო , ბენდტნერი

ბოლონია ” 4-3-1-2 : ალიარდი , მოტა , ანტონსონი , კერუბინი , მორლეო , კონე , პაციენცა , გუარენტე , ტაიდერი , გაბიადინი , ჯილარდინო

 

59 thoughts on “” იუვენტუსი ” – ” ბოლონია ” ( წინასამატჩო )

  1. ეგ რა შუაშია? რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ
    სამაგიეროდ ისეთი ცენტრი და უკანა ხაზი გვყავს თავდასხმა საერთოდ არ გვჭირდება, ორი კაცის ადგილს ტყუილად იკავებენ ძირითადში

  2. 4 კაცია სასტავის დანარჩენს დასამტკიცებელი აქ, ყველაზე მეტიშანსი კვალის აქ კონკურენტებიდან გამომდინარე, სხვება რაცარუნდა ქნან მაინც მეორე კაცებათ ითვლებიან
    ამიტო კვალი დღეს შაუსრულებს ბალონიას და ჩელსისთან სასტარტოში წამოიჭიმება :chuvak:
    :italy: :achuu: :italy:

  3. ოქრო
    პასის მიმცემი არ აკლია კვალის, წელს 5 ჯერ ითამაშა სამჯერ გოლი შეაგდო და 2 ჯერ ფიორესთან და ჯენუასთნ იყო უსაქმოთ იმის გამო რო გუნდმა ვერ ითამაშა
    ჯოვინკო კვალიარელა მაინერესებს

  4. რა კვალიარელა რა მატრი ორი იმენა ყანები არიან … ჩემი აზრით ბენტომ ერთი 3-4 მატჩი ძირითადში უნდა დაიწყოს რო შეთამაშდეს კაჩოში ..

  5. დღეს მგონია რომ ნალოლი ვერ მოუგებს ატალანტას რთული დასამარცხებელია ატალანტა სახლში ყველას უჭირს და იმედია დღეს არ დამარცხდება.

  6. კვალიარელა ბენტნერს რომ ჯობს რას კამათობთ ამდეს? მაღალი დონის ფეხბურტელია კვალი ნელნელა ფორმაში შევა და მერე ვნახოთ ვინ იქნება იუვეს ნამდვილი ლიდერი და დელპიერო2 ,ტუ ათამაშდა ოღონდ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.