” იუვენტუსი ” 115 წლისაა
დღეს , ტურინის ” იუვენტუსი ” საკუთარი არსებობის 115-ე წელიწადს აღნიშნავს . იმ მოკრძალებული მომენტიდან , როდესაც კლუბის შექმნის იდეა ლეგენდარულ სკამზე დაიბადა , გუნდი დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ერთ ერთ ყველაზე გამორჩეულ სახელს ატარებს . საუკუნეზე მეტია ” იუვენტუსი ” მილიონობით გულშემატკივარს ახარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით . ამ უდიდესი ისტორიის მანძილზე , კლუბის ფერები არა ერთ გამორჩეულ და ლეგენდარულ ფეხბურთელს დაუცვია , რომლებიც გულშემატკივრებს სიამაყით ავსებდნენ . არავისთვის არის ახალი , რომ აძურის ბირთვს ყოველთვის ” იუვენტუსის ” მოთამაშეები ადგენდნენ . 30 სკუდეტო და არა ერთი ევროპული თასი უმაგრებს კლუბს ზურგს , რომელიც განაგრძობს წინ ყურებას . ღირშესანიშნავი დღის გათვალისწინებით , ბიანკონერის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გადაწყვიტა შემდეგი სიმბოლური აქციის ჩატარება : ტვიტერზე შესაძლებელია გაგზავნა juventusfc , თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ #AuguriJuve . საუკეთესო მილოცვას , ” იუვე არენის ” ეკრანზე აჩვენებენ , მანამ სანამ ” იუვენტუსი ” – ” ინტერის ” დაპირისპირება დაიწყება .
https://www.youtube.com/watch?v=V_YavM33OjM&feature=plcp – პოგბაააააააააა
https://www.youtube.com/watch?v=yedEB4tw4gg&feature=plcp – the best talent – პოგბა ინტერსაც გაუტანს შაბათს
გილოცავთ ყველა იუვეს ფანს
მე
იუვენტუსი
1994 წლიდან ვუყურებ … ლიგა მენატრება 2003 წლის მერე … ეჰჰჰ

ზუსტად ასი წლითაა იუვე ჩემზე დიდი
გილოცავთ ყველას იუვენტინებო, უზომოდ ამაყი ვარ იმით რო მეც ამ დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ვარ. იუვეს 2002 წლიდან ვბალეშიკობ, არასოდეს არ დამავიწყდება ის დღე პირველად რო მიმიყვანეს მშობლებმა ჩვენი რაიონის ერთ-ერთ საფეხბურთო გუნდში, მაშინ 13 წლის ბიჭუნა ვიყავი და პირველად მოვირგე საფეხბურთო ფორმა, იუვეს შავ-თეთრი მააისური. მას შემდეგ ჩემს ძარღვებში შავ-თეთრი სისხლი ჩქეფს. მართალია ჩემგან ფეხბურთელი არ დადგა, მაგრამ იუვეს სიყვარული სამუდამოდ ჩამრჩა გულში.

საიდან ხარ ნიკა?
სენაკიდან
გაიხარე ჯიმა, ესეთი გულშემატკივარი რომ ხარ იუვესი, მეც სამეგრელოდან ვარ, ვივა იუვე
ვავა მილან
გაიხარე ჯიმა, ესეთი გულშემატკივარი რომ ხარ იუვესი, მეც სამეგრელოდან ვარ, ვივა იუვე
ვავა მილან
me juves 1998 wlidan vbaleshikob/ mashinac erti mushtad shekruli gundi iyo. rogorc axla.vamayob.
გილოცავთ ყველას და იმედია ინტერს გავარღვეთ მერე შეიძლება უკონკურენტოდაც დავრჩეთ ამ წრეზე მაინც

გილოცავ იუვეე
….. მე 10 წლიდან იუვენტინო ვარ,ჩემი პირველი თამაში უეფას თასი იყო,იუვე-ბორუსია 1995 წელი,ორი მატჩის ჯამში მოუგო იუვემ,ბაჯო ბრწყინავდა იმ დროს,ტუმცა მერე წააგეს ფინალი პარმასთან დინო ბაჯომ გაიბწყინა,აი მომდევნო წელი კი მაგრად მახსოვს,ხვდებით ალბათ რატომაც

გილოცავთ სუყველას იუვე 115 გახდა მე 13 ის :D კაი დღეს მაქ დაბადების დღე

გილოცავ !!! სახელოვანი იუვენტინო გაიზარდე

გილოცავთ იუვეს გულსემატკივრებო ამ Dღესასწაულს ეს გუნდი რომ არ დაარსებულიყო ჩვენ რაღაც დაგვაკლდებოდა

პირველი გოლი რომელიც მახსოვს არი ტრეზეგეს ოქროს გოლი, და მაგის მერე ვბალეჩიკობ იუვეს
