ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” 2-1 ” ბოლონია ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ , ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს , ” ბოლონიასთან ” გამართული მატჩის შემდგომ …

ბუფონი – 6 – ცივი და წვიმიანი საღამო . დარტყმულ ბურთებზე მეტს , წვიმის წვეთენს იღებს ( მხოლოდ ერთი დარტყმა , რომელიც აუღებელთა რიცხვში შედის ) .

კასერესი – 6 – პირველი მატჩი მიმდინარე სეზონში ცენტრალური მცველის პოზიციაზე . არ აძლევს გაბიადინის შემოტრიალების საშუალებას .

ბონუჩი – 6 – დაცვაში კასერესისა და ბარძალის გამო , მეტ ყურადღებას შეტევას უთმობდა .

ბარძალი – 6.5 – რამდენიმე დაპირისპირება ჯილარდინოსა და ანდრეას შორის , ამ უკანასკნელის გამარჯვებით სრულდება უმეტესობა მათგანში .

ისლა – 5 – პირველი ნახევარი მორლეოს ფლანგიდან ჩაწოდებებში დახარჯა .

ვუჩინიჩი ( 76 წუთიდან ) – 6 – აძლიერებს თავდასხმის დაწოლას მეტოქეზე .

პოგბა – 8 – გენიალური იყო ! ყველაფერი გამოსდიოდა , არიგებდა გადაცემებს და ბოლოს თავადაც შესძლო თავის გამოჩენა .

პირლო – 6 – კონეს ზეწოლის ქვეშ თამაშობდა. რამდენიმეჯერ საკმაოდ სახიფათოდაც რისკავდა . შექმნაში არც თუ ისეთი კარგი , თუმცა უკანა ხაზში უნაკლოდ ირჯებოდა .

ჯიაკერინი – 6 – კვლავინდებურად სასტარტოში გამოჩენისას , უშვებს შეცდომებს და იწვება . მიუხედავად დაბალი სიმაღლისა , აკეთებს თავით საგოლე გადაცემას .

დე ჩელიე – 4.5 – მეხუთე შანსი ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული და კვლავინდებურად უშვებს მას ხელიდან . ერთადერთი ზუსტი გადაცემა ტაიდერზე განახორციელა !

ასამოა ( 73 წუთიდან ) – 6 – სისწრაფე შემატა გუნდს .

ბენდტნერი – 5 – თავით ვერცერთხელ ვერ განახორციელა დარტყმა . ცდილობს დრიბლინგით შეცვალოს სიტუაცია  , თუმცა უშედეგოდ .

კუალიარელა – 6.5 – თავისი საქმე გააკეთა მეტოქის საჯარიმოში . მეოთხე გოლი მერვე მატჩში .

ჯიოვინკო ( 72 წუთიდან ) – 6.5 – აკეთებს საგოლე გადაცემას , რომელსაც სამი ქულა მოაქვს .

ალესიო – 6 .

 

წყარო : La Stampa 

 

18 thoughts on “” იუვენტუსი ” 2-1 ” ბოლონია ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. ბენტნერა ჩულაყია_მე მატრი მირჩევნია მაგას, დე ცელიეს მართლაც ფირესნაირი გუნდი მოუხდებოდა ვერ არის ტექნიკური,პოგბა ერთხმად მხეცია, ჯაკერინი კიდევ სასტარტოს კაცი ვერასდროს გახდება პროსტა შეცვლაზე ზოგჯერ გამოაფხიზლებს ხოლმე გუნდს :juvee:

  2. დე ჩელიე კაი იგროკია შარშანაც ეგრე დაიწყო და მერე მოუმატა სწრაფია და კარგი პასიც აქ, მოუმატებს აუცილებლად, ბენტნერისიც მეიმედება უბრალოდ ჯერ გუნდთან ადაპტაცია ჭირდება, კრაუჩი როდესაც ლივერპულში გადავიდა 15 თამაშში გოლი არ ქონდა გატანილი და მერე გაიხსნა, პოგბაზე სალაპარაკო რაა 2 წელში ჩამოყალიბებული ვარსკვლავი იქნება

  3. დე ჩელიე მეცოდება ადამიანურად.. იუვეში თამაში ზედმეტია მისთვის, მითუმეტეს თერთმეტ ნომერს რო ვხედავ მასზე გული მიწუხდება
    წავიდეს სადმე ლაციოს დან ფიორეს დონის გუნდში.. მშვენივრად ითამაშებს

  4. აუუუ ეს დეჩელიე მართლა რააა კაცს არც ფანტაზია აქვს არც რამე სხვა განსაკუტრებული დაცვასჰი კიდე ხო და არაუშავს და იმ პოზიციაზე სადაც ეხლა დგას საშინელებაა მისი ყურება

  5. ისე ბენტნერმა კარგად ითამაშა ნუ შეთამაშება უნდა და ოდნავ სისწრაფე. ისე ნამდვილი გამანადგურებელივით დადიოდა მძიმედ და იოლად არ კარგავდა ბურთს პოგბა კიდე მაგარი კაცია ეგ იუვეს ძირითადი გახდება ცოტახანში.

    პ.ს მატრის ისევ ბენტნერი ჯობია. მატრი მაგარი იღბალაა მეკარესთან პირისპირ ბევრჯერ ხვდება მარა რათ გინდა.

  6. არა წელს დე ჩელიე ვერაფრეს ვერ აკეთებს დაჟე აფუჭებს :lool: :lool: მოიშორე რა ეგ ბურთი მარტივად რა საჭირო იყო იქ პასი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.