ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა : ” მთავარი სამი ქულა იყო ”

 მატჩის გმირი ! პოლ პოგბა გუნდის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა ” ბოლონიასთან ” დაპირისპირებაში . ფრანგმა თავდაპირველად ძელს გაარტყა ბურთი , შემდგომ გოლიც გაიტანა , რომელიც არ ჩაუთვალეს . კუალიარელას გოლის დროს აკეთებს გადაცემას ჯიაკერინიზე , ხოლო მატჩის მიწურულს სამი ქულის მომტანი გოლიც გააქვს . 19 წლის მოთამაშისთვის ეს სრულებით საკმარისია , მაგრამ ამბიციური ფეხბურთელისთვის არა : ” ბევრი რამის სწავლა მომიწევს და ამას მთელი სამწვრთნელო შტაბიც მეუბნება . დღეს კი ბედნიერი ვარ , გამარჯვების მომტანი გოლი გავიტანე , თუმცა აუცილებელია კონცენტრირების მოხდენა მომავალ მატჩზე … ” 

” ვფიქრობთ თუ არა უკვე ინტერზე ? არა რადგან დღევანდელი საღამო ” იუვენტუსი ” – ” ბოლონიას ” დაპირისპირებას ეძღვნება და უნდა დავტკბეთ ამით ” .

ბუნებრივია ასეთი დაპირისპირების შემდეგ , პოლმა გამოთქვა იმედი რომ მიეცემა ასპარეზობის საშუალება ნერიაძურის წინააღმდეგ …

” ეს სრულებითაც არ არის მთავარი . თუ მწვრთნელი გადაწყვიტავს , რომ საწყის წუთებშივე გავიდე მოედანზე  , ამისთვის მზად უნდა ვიყო , ისევე როგორც მაშინ თუ ანტონიო მატჩის მიმდინარეობისას გადაწყვიტავს კორექტივების შეტანას ” .

პოგბამ კვლავინდებურად გამოავლინა საკუთარი სიძლიერე მეტოქის საჯარიმოში …

” მიყვარს გოლების გატანა. უფრო მეტიც , მანჩესტერში ასპარეზობისას , ვცდილობდი უფრო ახლოს მეთამაშა მეტოქის კართან . ფიზიკურიად ძლიერი ვარ , რაც მეხმარება პროდუქტიული ვიყო საჯარიმოში . ” ბოლონია ” ამაში უკვე დამტკიცდა ” …

 

წყარო : Juventus.com 

 

8 thoughts on “პოგბა : ” მთავარი სამი ქულა იყო ”

  1. პატრიკ ვიეირას გაუმჯობესებული ვერსიაა, ამას ვიძახი რამდენი ხანია.. ეს გაცილებით სწრაფია და არანორმალურად ძლიერი და ზუსტი დარტყმა აქვს

  2. მხეცია ტო … ვარსკვლავური დაავადება თუ არ დაემართა ბალოტელის და სხვა ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდასავით მაშინ პატრიკ ვიეირა მონაგონი იქნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.