ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიაკერინი : ” საუკეთესო იტალიური გუნდი ! ”

 ნებისმიერი გუნდისთვის იქნებოდა პრობლემა , ისეთი ნახევარმცველების დანაკლისი როგორებიც ვიდალი და მარკიზიო არიან , თუმცა ბიანკონერის ეს არ ეხება . ჩამოყალიბებული მექანიზმის შედეგად , შეუცვლელი ფეხბურთელი გუნდს არ ჰყავს . ემანუელე ჯიაკერინიმ და პოლ პოგბამ შესანიშნავად იასპარეზეს ” ბოლონიას ” წინააღმდეგ და ფაქტიურად განაპირობეს კიდევაც საკუთარი გუნდის წარმატება : ” მათ ვისაც არ უწევთ ხშირად ასპარეზობა , იციან თუ რა ხერხით უნდა მიაღწიონ წარმატებას , როდესაც მოედანზე ჩნდებიან . მეტოქე იმ ტაქტიკური მოდულით ასპარეზობდა , რომელიც ნახევარმცველებს გვაძლევდა საშუალებას გვეთამაშა მათთვის მომაკვდინებელ პერიმეტრებზე . შევძელით გაგვენთავისუფლებინა ზონები , რათა ფორვარდებს ხელ ფეხი გახსნოდათ ” … 

ბიანკონერი პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე დომინირებდა , მაგრამ სამი ქულის მოპოვება სერიოზული რისკის ქვეშ იმყოფებოდა …

” დავიმსახურეთ და მიღწეულით კმაყოფილნი ვართ . ერთადერთი ალბათ რაზეც შეიძლება დაგვწყდეს გული , არის ის რომ როდესაც ანგარიში იყო 1-0 , ვერ მოვახერხეთ მისი გაზრდა და გაცილებით ადრევე შედეგის გაფორმება . მეტოქემ ერთადერთხელ დაარტყა კარში , რამაც ორი ქულის დაკარგვის რისკთან დაგვაყენა ” .

კრიტიკოსების მოსაზრებით , ტურინელები გაცილებით ლამაზ თამაშს შარშანდელ სეზონში აჩვენებდნენ …

” ჩვენ ის გუნდი ვართ , რომელიც იტალიაში საუკეთესო თამაშს აჩვენებს და ამასთან ერთად გამარჯვებების მოპოვებას განაგრძობს . 10 დაპირისპირებიდან , 9-ში  ვიზეიმეთ წარმატება . უზომოდ ბედნიერი ვარ , ამ კლუბში ასპარეზობით ” .

 

წყარო : Juventus.com 

 

3 thoughts on “ჯიაკერინი : ” საუკეთესო იტალიური გუნდი ! ”

  1. საუკეთესოობა იტალიაში უკვე აღარ ნიშნავს ტოპ გუნდობას. 2006 ის მერეე ნელ-ნელა უკან მიიწევს იტალიური ფეხბურთი… როცა 6 მდე იტალიაში საუკეთესოობაა პირდაპირ ნიშნავდა მსოფლიოში საუკეთესოობას…

  2. აუ მილანის ადმინებს როგორ ეზარებათ ახალი სტატიის დადება? იქ ჯერ კიდევ ცხრილში მე-9 ტური არის ტოო :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.