პოგბა : ” კონტეს შეუძლია გაიმეოროს ფერგიუსონის წარმატება ”
პოლ პოგბას მოსაზრებით ანტონიო კონტეს ყველა ის თვისება გააჩნია , რითაც შეუძლია სერ ალექს ფერგიუსონის მსგავსად არა ერთ წარმატებას მიაღწიოს . იმის გათვალისწინებით , რომ ფრანგი მანჩესტერში ასპარეზობდა , ის კარგად იცნობს შოტლანდიელს , თუმცა ტურინში გადაბარგების შემდეგ მალევე დააფასა კონტეს შესაძლებლობები : ” ძალუძს თუ არა კონტეს იასპარეზოს ევროპაში ისეთივე წარმატებით , როგორც ფერგიუსონს ? რა თქმა უნდა . დიდი მწვრთნელი და ხელმძღვანელია . მე ვესაუბრე მას და მან მითხრა , რომ აუცილებელი იყო მომემატებინა , რაშიც სრულად ვეთანხმები . წვრთნები ? ისინი ნამდვილად არ არის რთულად შესასრულებელი , ყოველ შემთხვევაში , რომ შევადაროთ ” მანჩესტერის ” სამწვრთნელო სესიას . ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი , სწორედ ეს არის წარმატების მიღწევის გარანტი . ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებს , ბუნებრივია ხშირად მსურს მოედანზე გასვლა . ნამდვილად არ ვიცი რამდენად გავუწევ კონკურენციას კლაუდიო მარკიზიოს და არტურო ვიდალს , მაგრამ ეს უკვე ჩემი პრობლემა არ არის , ეს კონტეს გადასაწყვეტი საკითხია ” .
წყარო : Football Italia
მაგარია
ძაან მაგარი კაცია და მაგარი ფეხბურთელი,რაღაცით ვიეირას მაგონებს

პოგბაა ესკაცი ჩვენ მომავალს წარმნოდგენს უდაოა რო ერთერთი საუკეთესო ახალგაზდაა ამას მოსვლისდგიდან მჯეროდაა მიდიი პოლ

ასეთი ხალხი ძან მომწონს მანჩესტერიდან რო იუვეში გადახვალ ესეიგი იცი რასაც აკეთებ, ჯერჯერობით სკამიდან მარა მერე ერთერთი ლეგენდა გახდება გუნდის, პირლოს მარკიზიოს და ვითალთან ერთად
თვითონ პოგბას მაინც დაუჯერეთ, მე რო გეუბნებოდით პირლო უკონკურენტოათქვა არ გჯეროდათ
ეს უფრო ვიდალის სტილია მარა ვიდალი უფრო მაღალი დონეა