ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინული წინასამატჩო ციებ ცხელება

რამდენიმე საათში , ტურინში უმნიშვნელოვანესი მატჩი დაიწყება . ” იუვე არენაზე ” სტუმრად ნერიაძური იასპარეზებს , რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე განთავსდა . ამ ფაქტორის და კიდევ რამდენიმე დეტალის გათვალისწინებით , გულშემატკივრებს დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა ელოდებათ წინ . ერთის მხრივ ბიანკონერის ფეერიული ასპარეზობის გაგრძელება სურს , მაშინ როდესაც ინტერს სურს შეაჩეროს იტალიის 30 გზის ჩემპიონის დაუმარცხებელი სერია …

ბიანკონერის შემადგენლობასთან დაკავშირებით , მთავარი კითხვა წინახზზე ჩნდება . ვინ შეუწყვილდება მირკო ვუჩინიჩს ? ამასთან ერთად ტურინელებმა კიდევ ერთხელ გააუქმეს წინასამატჩო პრესსკონფერენცია , რითაც თავიდან აიცილეს შესაძლო სიტყვიერი დაპირისპირება მეტოქესთან . გაცილებით მეტი შანსი თავდასხმაში ვუჩინიჩთან ერთად ჯიოვინკოს აქვს . თუმცა , მოდით ეტაპობრივად მივყვეთ შემადგენლობას : კარში რა თქმა უნდა ჯანლუიჯი ბუფონი იდგება , დაცვაც ხელშეუხებელია ბარძალი – ბონუჩი – კიელინი . რაც შეეხება ნახევარდაცვას , იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით , ტრიო აქაც უცვლელია : ვიდალი – პირლო – მარკიზიო . ფლანგებზე ლიხტშტაინერი და ასამოა . წინა ხაზზე მაღლა უკვე ვისაუბრეთ .

რაც შეეხება ინტერს , ანდრეა სტრამაჩონის შეუძლია 3-5-2 ი ტაქტიკური სქემით ასპარეზობა , თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ , რომ ახალგაზრდა სპეციალისტმა უკვე ნაცადი წინა ხაზის ტრიო დააყენოს შემადგენლობაში . კარში ჰანდანოვიჩი , უკანა ხაზში ჟეზუსი , რანოკია და სამუელი . ნახევარდაცვაში კამბიასო , გარგანო , გუარინი – ფლანგებზე ძანეტი და ნაგატომო . კასანო – მილიტოს წყვილი იასპარეზებს თავდასხმაში . ალვარო პერეირას თავისუფლად შეეძლო ამ მატჩში მონაწილეობის მიღება თუმცა , ხავიერ ძანეტის უბრალოდ არ შეუძლია ამ მატჩში მონაწილეობის არ მიღება . მარიგა , კივუ და სტანკოვიჩი ტრავმირებულნი არიან და ვერ დაეხმარებიან საკუთარ გუნდს . მატჩს ასევე გამოტოვებენ სნეიდერი და კოუტინიო .

 

იუვენტუსი ” ( 3-5-2 ) : ბუფონი , ბარძალი , ბონუჩი , კიელინი , ლიხტშტაინერი , მარკიზიო , პირლო , ვიდალი , ასამოა , ჯიოვინკო , ვუჩინიჩი

სათადარიგოთა სკამი : სტორარი , რუბინიო , მარონე , ლუსიო , ჯიაკერინი , კასერესი , ისლა , დე ჩელიე , პოგბა , მატრი , კუალიარელა , ბენდტნერი .

ინტერი ” ( 3-5-2 ) : ჰანდანოვიჩი , ჟეზუსი , რანოკია , სამუელი , ძანეტი , კამბიასო , გარგანო , გუარინი , ნაგატომო , მილიტო , კასანო

სათადარიგოთა სკამი : კასტელაცი , ბელეცი ,  სილვესტრე ,  პერეირა , ჯონათანი , ბიაკეტი , ალვარესი , მუნდიგაი , დუნკანი , ლივიაო , პალაციო

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

BASILAiA Dj says:

არსენალის რეკორდი უკვე გავიმეორეთ. 49 მატჩია იუვეს არ წაუგია. 49 მატჩი ჰქონდა არსენალსაც.
აი დღეს თუ არ წავაგეტ, ეს იქნება 50 მატჩი – წაუგებლად. მაგრამ მე მინდა 50-ე მატჩი მოგებით აღვნიშნოთ.
თან ინტერის 6 მატჩიანი მოგებათა სერია დღეს შევუწყვიტოთ – განადგურებით.

marchisio8
11 years ago

კონტეს 352 რო გადაიღეს თუ ხვთებით? მარტო უდინე თამაშობდა მგონი მანამდე

zviadi basilaia
11 years ago

დღეს თუ არ წავაგეთ ვუთანაბრდებით არსენალის შედეგს არა _

valeri elisabedashvili
11 years ago

რომელზეა იგრა 22:45?

lasha goshadze
11 years ago

23:45 :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

11 years ago

მარკოზამ კიდევ რო გაიტანოს, ბევრს ვიცინებ :D :D

gocha khalvashi
11 years ago

სება მოიგებს ამ თამაშს :qartuliocneba: :D

როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინი მაქვს ამ თამაშის…. :achuu:

datogafo
11 years ago

ამ თამაშსაც მოვიგებთ ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე ინტერი რაღა გუნდი არცერთი ფხბურთელი არ ვარგა 2ის გარდა.
ასეტ თამაშებს იუვე პირველია ყოველთვის თან სახლში თან ეთამაშება მეორე ადგილზე მყოფ გუნდს ინტერს და აგრეთვე რომ იუვე ეცდება მაყურებელს გამარჯვებით მიულოცოს იუვენტუსის იუბილე 115.
ასე რომ ეს თამაში უკვე დიდი ხნის მოგებულია. :forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

ერთმიხრივ კაია რო სება და მირკო თამაშობს და მეორე მხრივ ცუდი
კაი იმიტოა რო ბენტნერი არაა და უცდი იმიტოა კვალიარელა არაა :chuvak:
კვალიმ რა უნდა გააკეთოს რო სასტავში ითამასოს?

giorgi macharashvili
11 years ago

მენდტნერი რატო არ გევასება რას ერჩი

Di Francesco # 1
11 years ago

კვალიარელა მირჩევნა

irakla1001 horbenadze
11 years ago

მატრის იმედი დედამის აღარაქვს

jibojuve
11 years ago

ეგ კი მაგრამ დღეს რატომღაც შინაგანი მე მკარნახობს რო მატრი ცუდად არ ითამაშებს
შეიძლება ვცდები არ ვიცი
ვნახოთ რა მთავარი მოგებაა და თუ გინდა სული კიელინი, ბარძალი და ბონუჩიმ შეყარონ გოლები

jibojuve
11 years ago

წესით ჯოვინკოს არ უნდა გაუჭირდეს ამ საცოდავების მოტყუება და იმედია მირკო დააგვირგვინებს გოლით თუ არადა მეორე ტაიმში კვალი მიხედავს საქმეს

და კიდევ ერთი რატომღაც მგონია რო დღეს თუ მატრი ითამაშებს უშედეგოთ არ იქნება და მგონია რო დღეს გოლის გამტანია

აუ კიდე 3 საათი და 45 წუთი დარჩა ინტერის გარღვევამდე
:juvee: :juventus: :forza:

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x