“იუვენტუსი” 1-3 “ინტერი”

“იუვენტუსი” ( 3-5-2 ): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხტშტაინერი ( კასერესი 38 ; კუალიარელა 78 ‘ ) , ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა; ჯოვინკო, ვუჩინიჩი ( ბენდტნერი 46 ‘ ) .
“ინტერი” ( 3-4-3 ): ჰანდანოვიჩი; რანოკია, სამუელი, ჟუან ჟესუსი; ძანეტი, გარგანო, კამბიასო, ნაგატომო; პასალსიო, კასანო ( გუარინი 69 ‘ ) , მილიტო ( მუნდიგაი 80 ‘ ) .
გოლები : ვიდალი 1 ‘ ( 1-0 ) , მილიტო 59 ‘ ( 1-1 პენ ) , მილიტო 75 ‘ ( 1-2 ) , პალაციო 89 ‘ ( 1-3 )
Claudio Marchisio რას ამბობს ნეტა
Peccato per ieri sera,oltre al l’imbattibilità potevamo allungare su una diretta avversaria.Ció non toglie cosa ha fatto questa squadra,questo gruppo in tutto questo periodo,qualcosa di straordinario!
Ma ora è passato,mercoledì abbiamo una sfida decisiva per cercare di passare il turno,solo quello ora conta!!
Un grazie molto speciale a tutti i tifosi per il loro appoggio fino alla fine con gli applausi per tutta la squadra!
Vogliamo rifarci subito!!
Un abbraccio e buona domenica a tutti…
Cla
დელ პიერო ხელს უშლისო თავდამსხმელებს გახსნაში. ეს ვისი სიტყვებია???
ნეტავ ისევ აქ იყოს ჩვენი ბებერი, ამათ ცალი ფეხით აჯობებს ყველას ერთად აღებულს
ვისი სიტყვებია და ანიელის!!! ეხლა ხო გაიხსნენ???
მართალი ხარ ძმაო……ალექსას ხუტივე ვერ ჯობია ერთად აღებული….ვითომ შეზღუდულები არიან იუვეს თავდამსხმელები….ინატრებენ ალექსას, მაგრამ გვიანი იქნება…
25 გატანილი გოლიდან 10 გაიტანა თავდამსხმელებმა, 12 ნახევარმცველებმა და 3 მცველებმა. ეს ის შედეგია რამაც ყველა უნდა გააჩუმოს და ერთხმად გვათქმევინოს,რომ თავდამსხმელი ჭირდება გუნდს, გოლის გამტანი არ გვყავს ხალხნო. პოგმას გააქვს გუნდში და ვიდალს მარტო. რა უბედურებაა ეს. მაროტა გაახილე ეგ ელამი თვალები აწი :@
იუვეს მრისხანებას ერთი წაგებული თამაშით ნუ განვსჯით, ბარსამ ყველაფერი რომ მოიგო, იმ წელს თუ გახსოვთ ჰერკულესმა მოუგო გასვლა. უბრალოდ უნდა იფიქრონ გუნდზე უფრო მეტი უფროსობამ.
თუ აკვირდებოდით დავწერე მეხუთე თუ მეექვსე წუთზე ისეთი რამე ხდება მოედანზე იუვე უკვე 4-0 ან 5-0 ს უნდა იგებდესთქო. რაც პირველ საწყის წუთებზე მოხდა, ნორმალური თავდამსხმელების პირობებში საკმარისი იქნებოდა რომ გაგვეტეხა ინტერი და დანარჩენი თამაში მაყურებლის როლში ეთამაშა. ამის მერე 1-0 არ არის ის ანგარიში რომ ასე მიეკერო დაცვას და ცენტრი დათმო, მითუმეტეს როდესაც ყველაზე საუკეთესო ნახევარდაცვა გყავს… იმდენად აღარ უტევდნენ და იმდენად დათმეს ცენტრი რომ თქვენც ნახეთ როგორ გახდა ინტერი მოედნის ბატონ-პატრონად. ბარძალის და ასამოას გარდა ყველა უკანახაზელმა ყვითელი მიიღო, იმდენად ვეღარ უმკლავდებოდნენ შეტევებს. მოკლედ კიდევ ერთხელ ვიძახი, რა თქმა უნდა არ გამიხარდა, მაგრამ კარგია რომ წავაგეთ, იმიტომ რომ ყველგან მოქმედებს კანონი “გამარჯვებულებს არ ასამართლებენ” ხოდა ახლა დამარცხებულები ვართ და პრობლემები ასე უფრო კარგად ჩანს.
იმედია ზამთარში ტოპ კლასის ფორვარდს მოიყვანენ. მე ვილასაც მივესალმები თუ წამოვა და მითუმეტეს იაფად. ამას გარდა მეორე ფორვარდად რომ განიხილავთ, მართალია დიდი ხანია ტრამვირებულია, მაგრამ მაინც მივესალმები ჯუზეპე როსის კანდიდატურას. მე ძალიან მესიმპატიურება და არც იმ ასაკში არაა რომ ვერ მოირჩინოს და ვერ ითამაშოს მაღალ დონეზე. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ 5-ს რომ აჯობოს.
ჯოვინკო იმ პოზიციაზე რომელზეც ჩვენ განვიხილავთ (თავდამსხმელი) არის ნული. არ ვიცი სხვა პოზიციაზე რამდენად გამოიყენებს კონტე, მაგრამ შეიძლება კარგი იყოს თავდამსხმელების უკან, ასევე ფლანგზე, მაგრამ არა შეტევაში. იგივე შემიძლია ვთქვა ვუჩინიჩზეც. კვალი მე ძალიან მესიმპატიურება, მაგრამ ამდენმა ტრავმებმა, ამდენმა უთამაშებლობამ და ასაკმაც უკვე თავისი ქნა. ვეღარ არის ჩემი ფაბიო ის დონე. ის დონე რომელიც შემოყავთ როგორც გუნდის იმედი და გადამრჩენელი. მატრიზე ლაპარაკი არ მინდა და არც არასდროს მინდოდა…
პ.ს. ბენდტნერს – ჯერ მოხვედი და 10 ნომერი გინდოდა (შე თავხედო) არსენალიდან მოსული, სკამის ფორმა გქონდა მიღებული. გუშინ კიდევ ჩახვევა მოინდომე, მაგას მარტო ჩემი დელ პიერო შვებოდა იუვეში, ასე რომ შენ ვერასდროს გახდები ალე, ჯობდა პასი მიგეცა… არ ვიცი სხვები თუ ფიქრობდით, მაგრამ თამაშის მერე ვფიქრობდი, ამ თამაშს დელპო აუცილებლად უყურებდა და მეტირება მისი ემოცია რომ წარმომიდგენია…
გვაკლიხარ: ალე, პაველ, ტრეზეგოლ, მაურო ხერმან… ბოლომდე ჯუვენტინოები იყავით და მუდამ ჩემს გულში ხართ!
როცა დელპიერო სიდნეიში ბომბარდირია და იუვეში ჯოვინკო, ბენტნერი, მატრი და კვალიარელა თამაშობენ, მაშინ ხელმძღვანელობა შესაცვლელია მთლიანად. ჯოვინკო ძლიერია მაგრამ რაში არგია იუვეს? გოლი ვერ გააქვს, კვალიც იშვიათად იჩენს თავს, მატრი მთლად ჩობანია, ბენტნერს კიდევ მატრი ჯობია ალბათ და ვუჩინიჩიც არ არის ისეთი შედეგიანი როგორიც დელპიერო იქნებოდა.
sandro
სანდრო 100% გეთანხმები, ჩვენ დღეს მილიტოს დარი ფორვარდი არ გვყავს ამ კაცს ჯერ კიდევ, 2003 წლიდან ვგულშემატკივრობ როცა ჯენოაში გამოდიოდა მაშინაც ძაან ბევრი გაქონდა და ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, მილიტოს იუვეში ხილვა მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა,კაცს ყოველ სეზონში 21-22 გოლი გააქვს და ეხლაც ვფიქრობ რომ იუვეს დახატავდა მილიტო.
გუშინდელ მატჩზე რისი თქმა შემიძლია,არც არაფრის ეს არ იყო იუვეს თამაში, ეს არ იყო ის იუვე რომელსაც მე მოველოდი მაგრამ რა ვქნა ბურთი მრგვალია და გუშინ ინტერი ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა თუმცა ყველაფერი ჯერ წინაა!!!
ბენტნერს და ჯიოვინკოს იმდენი მომენტი შეუქმნეს ნახევარმცველებმა მილიტო და კასანო 3 გოლს უეჭველი შეაგდებნენ მარტო მეორე ტაიმში. არ გვივარგა შეტევა ერთი ტოპ ფორვარდი ერთიც კარგი ზამენა და იტალიაში კი არა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია იუვე. ამ არტურამ და კლაუდიომ რამდენ პოზიციაზე ითამაშონ?! შეტევაშიც ეგენი არიან ნახევარდაცვის ცენტრშიც და ხანდახან ფლანგებზეც ის მეორე გოლიც ვიდალის დაღლილობის ბრალია უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთ თან ცენტრში. ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ წესიერი შეტევის ყიდვა ეზარება მაროტას
მოდი ნუ ვიგლოვებთ. ცუდი როა ეს ფაქტია, მაგრამ რაღაც კარგების დანახვაც შევძლოთ. ჯერ ერთი ოდესღაც უნდა წაგვეგო და კარგია ეს ისეთ დროს რომ მოხდა, რომ გადამწყვეტი არ ყოფილა დიდად არაფერი და მთელი ტურნირი წინ არის და პლუს მაინც პირველ ადგილზე ვართ. მეორე ის არის კარგი რომ გამარჯვებულის ფსიქოლოოგით აწვებოდნენ კრიტიკოსებსაც და ჩვენც აქ ვინც ვითხოვდით ფულის დახარჯვას თავდამსხმელში და ისე წერდნენ აქ გეგონება მაროტა ლაპარაკობდა: “რა გინდა ხომ არ ვაგებთ?!” ან “ყველაზე ნაკლები გვაქვს გაშვებული”…
მე ჩასაფრებული არ ვარ და ჩემზე მეტად არავის უყვარს იუვენტუსი, უბრალოდ გუშინ გამოჩნდა რომ ის რაც იუვენტუსს აკლია ეს მილიტოა, გუშინ ვლაპარაკობდით მე და ერთი იუვენტინო თამაშამდე, მე ვუთხარი მილიტო როგორ მოუხდება იუვესთქო, ძალიან მომწონსთქო და კარგი რაღა დროს მილიტოაო. ასე იძახდნენ რაღა დროს დროგბააო… გუშინ რომ ვუყურებდი თამაშს მივხვდი რომ მთელი იუვეს შეტევა “ჯოვინკო, ვუჩინიჩი, კვალიარელა, მატრი, ბენდტნერი” უფრო ნაკლებია ვიდრე ერთი კაცი – დიეგო მილიტო. ახლა როდესაც გამოჩნდა როგორი უსუსურია იუვეს შეტევა და გაშვებული გოლებიც მხოლოდ იმიტომ მივიღეთ რომ თავდამსხმელობა უწევდა ორივე ფლანგის შემტევს, ცენტრალურ თავდამსხმელებს, აღარაფერს ვამბობ ნახევარდაცვაზე…
ერთადერთ გოლშიც სულ მარტო ნახევარმცველებმა მიიღეს მონაწილეობა და მერე გამეორებაზე ვუყურებდი რომ საჯარიმოში არც ერთი თავდამსხმელი არ იყო გოლის ეპიზოდში :)
მე პირადად შეცვლებიც ვერ გავიგე, ლიხშტა რომ შესაცვლელი იყო ეს ფაქტია, მაგრამ პირველივე ტაიმში შემოიყვანო კასერესი, რომელიც მერე უკანვე გაგყავს, გამოდის რომ 2 შეცვლას აკეთებ ერთის მაგივრად. მერე კიდევ ამ თავდამსხმელების შემოყვანას ნახევამცველების შემოყვანა ჯობდა, და კონკრეტულად პოგბასი,იმიტომ რომ იუვე არ არის ის გუნდი რომელიც თავდამსხმელების ხარჯზე შეიძლება ძლიერდებოდეს მოედანზე, უფრო მეტი პოტენციალი აქვს ნახევარდაცვას.
მოკლედ ცუდია რომ წავაგეთ და კარგია რომ წავაგეთ.
აღარ არის იუვენტუსი დაუმარცხებელი და ყველას ვინც დამარცხებადია გაძლიერება სჭირდება!

გეთანხმები 100%-ით, პირველი შესაძლებლობისთანავე ორი ფორვარდის ყიდვაა აუცილებელი, ერთი ტოპ კლასის, მეორე ვუჩინიჩის კლასის და იუვე ისევ გახდება მრისხანე, როგორიც უწინ იყო
უსერიოზულესი თემაა, რადგან ერთი ტოპ კლასის ფორვარდი საკმარისი არ არის. ანუ საჭიროა ერთი ტოპ კლასის + ერთი ვუჩინიჩის კლასის. საერთოდ ტოპ კლასის ფორვარდმა სეზონზე მინიმუმ 20 გოლი უნდა გაიტანოს, თუნდაც შეცვლებზე გამოვიდეს. მაგალითად: ბენზემას რა სათამაშო დრო ჰქონდა ყველამ ვიცით და მაინც 21 გოლი გაიტანა წინა სეზონზე, სხვებს ესპანეთიდან ვერავის დავასახელებ თორემ სირცხვილია, აგუერომ 23, ბებერმა დინატალემ 23, ლევანდივსკიმ 22, აზარმა 20, როგორც ხედავთ მე აქ ესპანეთის, ინგლისის, იტალიის, გერმანიის და საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირები არ მომიყვანია, ეს ფეხბურთელები ბომბარდირთა დავაში მესამე, მეოთხე, მეხუთე ადგილზე გავიდნენ და შეგნებულად არ მოვიყვანე ამ ჩემპიონატების ტოპ ბომბარდირები და ტოპ კლასის ფორვარდები, რომლებსაც 30 გოლის ფარგლებში აქვთ შედეგები (ზოგზოგიერთებს 50-ის ფარგლებში, ამ ფორვარდებზე ბევრი კლუბი მხოლოდ ოცნებობს). ჩვენი საუკეთესო შედეგი აქვს მატრის, 10 გოლით მეთექვსმეტე იყო იტალიაში. ეხლა საღად ვიაზროვნოთ და დავფიქრდეთ შევძლებთ იგივე მიღწევის გამეორებას? გუშინდელ თამაშს თუ არ ჩავთვლით დაცვა ცუდი არ გვყავს, არც ნახევარდაცვა, მაგრამ თავდასხმა ჯერ არ ჩანს მეგობრებოოოოოოოოოოოოოოოოო, ამათ იმედზე ლიგის ჯგუფიდან გასვლა გაგვიჭირდება. არგასვლაზე არც ვფიქრობ, მაგრამ…………
შარშან 1-0 ზე დელპიერომ გაიტანა გადამჭყვეტი მეორე გოლი ასეთი ცივსისხლიანი შემტევი გვჭირდება სასწრაფოდ
ფორვარდი გვჭირდება ჯოვინკო და ვუჩინიჩი ცენტრფორვარდები არ არიან კარგ ფორვარდთან ჯოვინკოც უკვეთესად ითამაშებს, გუშინ გამოჩნდა რომ მილიტოს და პალასიოს ნახევრებიც არ არიან, ბენზემაზე უნდა იჩალიჩოს მაროტამ თუ რამის თავი აქ
კაი იქნება ტუ ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩება იქნება მიხვდნენ რო ფორვარდები ყავს საყიდელი
მაროტა იმედია მიხვდება..უფორვარდო გუნდი რო ვართ