ტურინული წინასამატჩო ციებ ცხელება
რამდენიმე საათში , ტურინში უმნიშვნელოვანესი მატჩი დაიწყება . ” იუვე არენაზე ” სტუმრად ნერიაძური იასპარეზებს , რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე განთავსდა . ამ ფაქტორის და კიდევ რამდენიმე დეტალის გათვალისწინებით , გულშემატკივრებს დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა ელოდებათ წინ . ერთის მხრივ ბიანკონერის ფეერიული ასპარეზობის გაგრძელება სურს , მაშინ როდესაც ინტერს სურს შეაჩეროს იტალიის 30 გზის ჩემპიონის დაუმარცხებელი სერია …
ბიანკონერის შემადგენლობასთან დაკავშირებით , მთავარი კითხვა წინახზზე ჩნდება . ვინ შეუწყვილდება მირკო ვუჩინიჩს ? ამასთან ერთად ტურინელებმა კიდევ ერთხელ გააუქმეს წინასამატჩო პრესსკონფერენცია , რითაც თავიდან აიცილეს შესაძლო სიტყვიერი დაპირისპირება მეტოქესთან . გაცილებით მეტი შანსი თავდასხმაში ვუჩინიჩთან ერთად ჯიოვინკოს აქვს . თუმცა , მოდით ეტაპობრივად მივყვეთ შემადგენლობას : კარში რა თქმა უნდა ჯანლუიჯი ბუფონი იდგება , დაცვაც ხელშეუხებელია ბარძალი – ბონუჩი – კიელინი . რაც შეეხება ნახევარდაცვას , იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით , ტრიო აქაც უცვლელია : ვიდალი – პირლო – მარკიზიო . ფლანგებზე ლიხტშტაინერი და ასამოა . წინა ხაზზე მაღლა უკვე ვისაუბრეთ .
რაც შეეხება ინტერს , ანდრეა სტრამაჩონის შეუძლია 3-5-2 ი ტაქტიკური სქემით ასპარეზობა , თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ , რომ ახალგაზრდა სპეციალისტმა უკვე ნაცადი წინა ხაზის ტრიო დააყენოს შემადგენლობაში . კარში ჰანდანოვიჩი , უკანა ხაზში ჟეზუსი , რანოკია და სამუელი . ნახევარდაცვაში კამბიასო , გარგანო , გუარინი – ფლანგებზე ძანეტი და ნაგატომო . კასანო – მილიტოს წყვილი იასპარეზებს თავდასხმაში . ალვარო პერეირას თავისუფლად შეეძლო ამ მატჩში მონაწილეობის მიღება თუმცა , ხავიერ ძანეტის უბრალოდ არ შეუძლია ამ მატჩში მონაწილეობის არ მიღება . მარიგა , კივუ და სტანკოვიჩი ტრავმირებულნი არიან და ვერ დაეხმარებიან საკუთარ გუნდს . მატჩს ასევე გამოტოვებენ სნეიდერი და კოუტინიო .
” იუვენტუსი ” ( 3-5-2 ) : ბუფონი , ბარძალი , ბონუჩი , კიელინი , ლიხტშტაინერი , მარკიზიო , პირლო , ვიდალი , ასამოა , ჯიოვინკო , ვუჩინიჩი
სათადარიგოთა სკამი : სტორარი , რუბინიო , მარონე , ლუსიო , ჯიაკერინი , კასერესი , ისლა , დე ჩელიე , პოგბა , მატრი , კუალიარელა , ბენდტნერი .
” ინტერი ” ( 3-5-2 ) : ჰანდანოვიჩი , ჟეზუსი , რანოკია , სამუელი , ძანეტი , კამბიასო , გარგანო , გუარინი , ნაგატომო , მილიტო , კასანო
სათადარიგოთა სკამი : კასტელაცი , ბელეცი , სილვესტრე , პერეირა , ჯონათანი , ბიაკეტი , ალვარესი , მუნდიგაი , დუნკანი , ლივიაო , პალაციო
BASILAiA Dj says:
არსენალის რეკორდი უკვე გავიმეორეთ. 49 მატჩია იუვეს არ წაუგია. 49 მატჩი ჰქონდა არსენალსაც.
აი დღეს თუ არ წავაგეტ, ეს იქნება 50 მატჩი – წაუგებლად. მაგრამ მე მინდა 50-ე მატჩი მოგებით აღვნიშნოთ.
თან ინტერის 6 მატჩიანი მოგებათა სერია დღეს შევუწყვიტოთ – განადგურებით.
კონტეს 352 რო გადაიღეს თუ ხვთებით? მარტო უდინე თამაშობდა მგონი მანამდე
დღეს თუ არ წავაგეთ ვუთანაბრდებით არსენალის შედეგს არა _
რომელზეა იგრა 22:45?
23:45

მარკოზამ კიდევ რო გაიტანოს, ბევრს ვიცინებ :D :D
სება მოიგებს ამ თამაშს :qartuliocneba: :D
როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინი მაქვს ამ თამაშის….
ამ თამაშსაც მოვიგებთ ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე ინტერი რაღა გუნდი არცერთი ფხბურთელი არ ვარგა 2ის გარდა.

ასეტ თამაშებს იუვე პირველია ყოველთვის თან სახლში თან ეთამაშება მეორე ადგილზე მყოფ გუნდს ინტერს და აგრეთვე რომ იუვე ეცდება მაყურებელს გამარჯვებით მიულოცოს იუვენტუსის იუბილე 115.
ასე რომ ეს თამაში უკვე დიდი ხნის მოგებულია.
ერთმიხრივ კაია რო სება და მირკო თამაშობს და მეორე მხრივ ცუდი
კაი იმიტოა რო ბენტნერი არაა და უცდი იმიტოა კვალიარელა არაა
კვალიმ რა უნდა გააკეთოს რო სასტავში ითამასოს?
მენდტნერი რატო არ გევასება რას ერჩი
კვალიარელა მირჩევნა
მატრის იმედი დედამის აღარაქვს
ეგ კი მაგრამ დღეს რატომღაც შინაგანი მე მკარნახობს რო მატრი ცუდად არ ითამაშებს
შეიძლება ვცდები არ ვიცი
ვნახოთ რა მთავარი მოგებაა და თუ გინდა სული კიელინი, ბარძალი და ბონუჩიმ შეყარონ გოლები
წესით ჯოვინკოს არ უნდა გაუჭირდეს ამ საცოდავების მოტყუება და იმედია მირკო დააგვირგვინებს გოლით თუ არადა მეორე ტაიმში კვალი მიხედავს საქმეს
და კიდევ ერთი რატომღაც მგონია რო დღეს თუ მატრი ითამაშებს უშედეგოთ არ იქნება და მგონია რო დღეს გოლის გამტანია
აუ კიდე 3 საათი და 45 წუთი დარჩა ინტერის გარღვევამდე
