ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალესიო : ” მეტოქემ საკუთარი შანსი სრულად გამოიყენა ”

ბიანკონერის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ანჟელო ალესიო , ამაყობს საკუთარი გუნდით , მიუხედავად იმისა , რომ ” იუვენტუსმა ” ნერიაძურისთან საკუთარ კედლებში განიცადა მარცხი : ” 49 მატჩის შემდეგ , სამწუხაროდ მარცხი განვიცადეთ . ” ინტერმა ” გამოიყენა საკუთარი შანსი ჩვენ კი სამწუხაროდ ვერ . ვთამაშობდით კარგად და არა ერთი მომენტიც შევქმენით გოლების გასატანად . განვიცდით ბუნებრივია , მაგრამ ამასთანავე ვამაყობთ ფეხბურთელების გარჯით . მათ ზურგს წაუგებელი სეზონი უმაგრებთ . გულშემატკივრებს მსურს გადავუხადო დიდი მადლობა , ისინი ბოლო წამამდე გვამხნევებდნენ და აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ , შედეგად არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემები არ გაგვაჩნია . მეტოქე მზად იყო ჩვენი ტაქტიკისთვს , ჩვენ კი მათი სქემისთვის . მიუხედავად ამისა უამრავ სირთულეს წავაწყდით . მარკიზიოს რომ პირველ ტაიმში საკუთარი მომენტი გოლად ექცია , ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა . ეხლა კი მოუთმენლად ველოდებით ჩემპიონთა ლიგის მატჩს , გვსურს გამარჯვება დაუყონებლივ იქნას მიღწეული . ვუჩინიჩი ? მან ტრავმის გამო დატოვა მოედანი და მისი მდგომარეობა ხვალ შეფასდება ” .

წყარო : Football Italia 

 

8 thoughts on “ალესიო : ” მეტოქემ საკუთარი შანსი სრულად გამოიყენა ”

  1. ბიჭო შე განუვითარებელო. რომ ამბობ ინტერი მზად შეხვდა ჩვენ ტაქტიკასო, სარეზერვო ტაქტიკა არ გქონდა მოფიქრებული? (შენ კიარა კონტეს) . თქვი რომ არ იყო წუხელ ჩვენი ღამე და მორჩა.

    წაუგებელი სეზონი რომ გვიმაგრებს ზურგს ეგ კი ვიციტ მაგრამ ეს წაუგებელი სერია ვინ შეგვიწყვიტა ისიც ჩაიწერება ისტორიაში და შენ როგორც მწვრთნელი… ვაი შენ მწვრთნელი უნდა გერქვას?

  2. წადი შენი ალესიო რა. იმას მაგივრად რო ბოდიში მოიხადოს გუნდის ამაზრზენი თამაშის გამო, გამოდის აქ და ამაყობს ამ ჩმორების თამაშით. ვაი შენს პატრონს ანჯელო ალესიო.

  3. აუ რა დასვან ეს მარკიზიო ორი სამი მატჩი ზამენაზე და დაისვენებს ცოტას, სულ აურია ბოლო პერიოდში 100%იან მომენტებს აფუჭებს!!!!!!!!!!! მაგრა მომწონდა მარა შემზიზღდა უვკე ეგ კაცი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.