მარკიზიო : ” ინტერთან მატჩი წარსულში უნდა დავტოვოთ ”
კლაუდიო მარკიზიო დამწუხრებულია საკუთარი გუნდის წარუმატებლობით . ამასთანავე ეს გრძნობა გაორმაგებულია იმ გარემოებით , რომ გუნდმა 49 მატჩიანი წაუგებელი სერია , ნერიაძურისთან – პირდაპირ კონკურენტთან დაპირისპირებაში შეწყვიტა : ” სამწუხაროა რომ ეს მოხდა , თუმცა პირდაპირ კონკურენტთან დამარცხება დაუშვებელი იყო . მიუხედავად ამისა არ უნდა გადავუსვათ ხაზი იმ ყველაფერს რაც გუნდმა ამ პერიოდის განმავლობაში გააკეთა , ეს ხომ მართლაც სასწაული რამ იყო ! ყველაფერი დავიწყებას უნდა მიეცეს , წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩი გველის . უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად , რომ მომდევნო ეტაპზე გავაგრძელოთ ასპარეზობა და დავძლიოთ ჯგუფური ეტაპი . განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს , ისინი ბოლო წამამამდე გვიჭერდნენ მხარს და აპლოდისმენტებით გვაცილებდნენ მინდვრიდან . დაუყონებლივ გვსურს ყველაფრის შეცვლა ! ” .
წყარო : Tuttosport
ra advilia sami qula waartvis gunds da :))