კასპერ ჰაილმენდი : ” რა უნდა გვეღონა ? ”
ნორშელანდის მთავარი მწვრთნელი ამ მარცხის მიუხედავად მომავალს პესინიზმით არ უყურებს : ” ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხეთ და არ ვადანაშაულებ ამაში ჩემს გუნდს. რადგან, როდესაც ასეთ მოტივირებულ ” იუვენტუსს” ეთამაშები ძალიან ძნელია რამე გაახერხო. ჩემს ბიჭებს ვუთხარი, რომ პირველი წუთები უნდა გაგვეძლო, მაგრამ მე-6 წუთზე მარკიზიოს გოლი მივიღეთ. შემდეგ დაიწყო … “
” სამწუხაროა, მაგრამ რათქმაუნდა მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, არც ფეხბურთელების დაყენებით, არც ტაქტიკის შერჩევით და ა.შ. ქომაგები ბოლომდე ედგნენ თავის გუნდს გვერდში, ეს კი ჩვენ სასიკეთოდ ნამდვილად არ მოქმედებდა. რომელი უფრო ძლიერია ” იუვენტუსი ” თუ ” ჩელსი ” ? ამის თქმა დანამდვილებით არ შემიძლია. ეს ორი განსხვავებული გუნდია, მაგრამ ერთი რამის დანამდვილებით თქმა შემიძლია, ლონდონელები ტურინში ” იუვეს ” ადვილად ნამდვილად ვერ მოუგებენ, რადგან აქ სულ სხვა ატმოსფეროა და შესაბამისად ” ბიანკონერი ” ორჯერ უფრო ძლიერია. ”
” ჩვენ გვინდა, რომ ეს ტურნირი თავაწეულებმა დავამთავროთ. ეს დიდი გამოცდილებაა ნებისმიერი გუნდისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გვექნება ამ გამოცდილების მიღების საშუალება “
წყარო : Tuttojuve
ჩელსის უნდა მოვუგოთ და მერე შახტართან თუ უნდა ფრე გააგორონ
აი კაცი…
ზემანივით კიარ იმართლა თავი, აღიარა იუვეს სიძლიერე…
გაიხარე კასპერ, წარმატებები შინაურ ასპარეზზე
კაი გუნდია ნორშელანდი , ჩელსის ვერ მოუგებენ ესენი :X
უეჭველი უნდა მოუგოთ ჩელსისაც და შახტარსაც
შახტარს უნდა მოვუგოთ ყველანაირ სიტუაციაში