ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარონემ შესაძლოა დატოვოს ” იუვენტუსი ”

ბოლო რამდენიმე დღეა პრესაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე , რომ ” პესკარასთან ” დაპირისპირებაში ლუკა მარონე ” იუვენტუსის ” ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდება . თუმცა , ამასთანავე ჟურნალისტები სწორედ მას მიიჩნევენ მთავარ ფავორიტად გუნდის დასატოვებლად იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . გამომდინარე იქიდან , რომ მას სულ უფრო და უფრო ცოტა დრო ეძლევა , თავის გამოსაჩენად , სავარაუდოდ ანტონიო კონტე მას არენდის წესით გაუშვებს ერთ ერთ იტალიურ კლუბში . ახალგაზრდა ნახევარმცველით , რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია ასპარეზობა , დაინტერესებულია ” ჯენოა ” , ” პარმა ” , ” უდინეზე ” და ” ატალანტა ” . კონტეს სწამს მარონესი და პოგბასთან ერთად გუნდის მომავლად განიხილავს , ამიტომაც სრულ გაყიდვაზე საუბარი არ მიმდინარეობს .

წყარო : TuttoJuve

 

5 thoughts on “მარონემ შესაძლოა დატოვოს ” იუვენტუსი ”

  1. რა დატოვოს ხო არ გაგიჟდით თქვენა ტო,ეს რო გაუშვან გული მგლიჯავს,მარონეს რას უშვებთ სხვები შემოგელიათ ბლინ? გაუშვით პადოინი,ჯაკერინი,რა მიახტით ამ მარონეს :mad: :mad: :mad:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.