მარონემ შესაძლოა დატოვოს ” იუვენტუსი ”
ბოლო რამდენიმე დღეა პრესაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე , რომ ” პესკარასთან ” დაპირისპირებაში ლუკა მარონე ” იუვენტუსის ” ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდება . თუმცა , ამასთანავე ჟურნალისტები სწორედ მას მიიჩნევენ მთავარ ფავორიტად გუნდის დასატოვებლად იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . გამომდინარე იქიდან , რომ მას სულ უფრო და უფრო ცოტა დრო ეძლევა , თავის გამოსაჩენად , სავარაუდოდ ანტონიო კონტე მას არენდის წესით გაუშვებს ერთ ერთ იტალიურ კლუბში . ახალგაზრდა ნახევარმცველით , რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია ასპარეზობა , დაინტერესებულია ” ჯენოა ” , ” პარმა ” , ” უდინეზე ” და ” ატალანტა ” . კონტეს სწამს მარონესი და პოგბასთან ერთად გუნდის მომავლად განიხილავს , ამიტომაც სრულ გაყიდვაზე საუბარი არ მიმდინარეობს .
წყარო : TuttoJuve
ეს თუმოხდა მაგარი გამიტყდებაა კონტე ათამაშე ხშირად მომავალია ჩვენიი

არ გაუშვებენ არაა….ნახევარდაცვა,დაცვა…მომავლის იმედია ეს კაცი
ეე…
რა დატოვოს ხო არ გაგიჟდით თქვენა ტო,ეს რო გაუშვან გული მგლიჯავს,მარონეს რას უშვებთ სხვები შემოგელიათ ბლინ? გაუშვით პადოინი,ჯაკერინი,რა მიახტით ამ მარონეს

მარონე პოგბა სერია A ს თამაშებში ხშირად უკვე უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ ვიდრე ძირითადით