პოგბა : ” პირლო გენიალური ფეხბურთელია ”
” რა ენაზე მესაუბრება კონტე ? იტალიურად , მხოლოდ იტალიურად ! რა ენაზე ბრაზობს იგი ? რა თქმა უნდა იტალიურად ( იღიმის ) რა იყო მიზეზი ამ ორი დაგვიანების ? არ ვიყავი მართალი . ძალზედ ვწუხვარ ამის გამო . ბოდიშს ვიხდი , რადგან ვიცი რომ არ გამოვიჩინე სათანადო პატივისცემა კონტეს და თანაგუნდელების მიმართ . ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი რამ , უბრალო ცხოვრებისეული პრობლემებია თავი და თავი , თუმცა დამნაშავე ვარ და ამას ვაღიარებ . კარგად მესმის , რომ გარკვეული შეცდომების შემდეგ უფრო ვიზრდებით და ეს აუცილებლად გამომადგება ფსიქოლოგიური კუთხით . დახურულია თუ არა ეს საკითხი ? ვფიქრობ , რომ კი . აღარ ვაპირებ დაგვიანებას ! ვნანობ თუ არა ტურინში გადაბარგებას ? რა თქმა უნდა არა . ” იუვენტუსი ” დიდი გუნდია და რაღაცით ” იუნაიტედს ” ჰგავს , მათ სერიოზული გავლენა გააჩნიათ საფეხბურთო სამყაროზე . განსხვავება ის არის , რომ მაფასებენ საკუთარი დამსახურებების გამო : ფეხბურთელებს სჯერათ ჩემი , ისევე როგორც მწვრთნელს და მეძლევა თამაშის საშუალება . არის თუ არა ” იუვე ” ის რასაც ვეძებდი ? დიახ . კონტემ დამარწმუნა , რომ მის გუნდში მეასპარეზა და დღემდე ამ განცდას მინარჩუნებს . საკუთარი მუხლჩაუხრელი შრომით და პროგრესით უნდა დავარწმუნო იმაში , რომ ვიმსახურებ სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობას ” …
” რომელმა პარტნიორებმა გამაკვირვეს ყველაზე მეტად ? ბუფონმა , მარკიზიო და პრინციპში ყველამ , აქ ხომ ნამდვილი ჩემპიონები არიან , თუმცა პირლო … ანდრეა ნამდვილად გენიოსია . საოცარი რამ იყო ინტერთან მატჩში , საკუთარ საჯარიმოში როდესაც იყო ბურთით და მის გარშემო სამი ნერიაძურის მოთამაშე მოქმედებდა . ვფიქრობდი ჩემთვის მოიშორე , მოიშორე ! ,ამ კი პირიქით , მშვიდად გააგრძელე ასპარეზობა და განმუხტა სიტუაცია . გავიცინე და მეზობელს ვუთხარი , რომ ის მართლაც გენიალური იყო , გენიალური ! ხუმრობს თუ არა იგი გასახდელში ? დიახ , და უფრო მეტიც , პირლო გასახდელშიც განაგრძობს ჩვენს გაოცებას . როდესაც ყველანი სერიოზული გამომეტყველებით იმყოფებიან , ის ამ დროს რაღაც მხიარულ ისტორიას ჰყვება ხოლმე და ყველას გვაცინებს ” .
არის თუ არა ფერგიუსონი ხისტი პიროვნება ? არა . ძირითად შემთხვევაში მშვიდია და უყვარს ხუმრობა გასახდელში . რა თქმა უნდა ტელევიზორში ის სერიოზული ჩანს , თუმცა გასახდელში კარგად ესმის ვის როგორ უნდა დაეხმაროს ” .
კონტე ? ამ მხრივ ის გაცილებით სერიოზულია , ვარჯიშებზე მაქსიმალურ კონცენტრაციას ითხოვს . და ეს მე მომწონს , რადგან ის ჩემპიონია და სურს მუდამ გაიმარჯვოს და გასწავლის თუ როგორ უნდა მიაღწიო ამას . ვფიქრობ , ასეთ სპეციალისტთან ბევრ რამეს გავიუმჯობესებ ” .
რა უნდა გავიუმჯობესო ? აბსოლიტურად ყველაფერი ( იღიმის ) . ყურადღებით უნდა ვიყო , ჩაჭრის მომენტში , მეტად აგრესიული ართმევაში და ჭკვიანურად უნდა ვანვითარებდე შეტევებს . დადებითი მხარე ? ალბათ პლასტიკურობა , ჩემი ფეხები იდეალურად უდგება დაცვასაც და შეტევასაც , თუმცა გასაუმჯობესებელია მახასიათებლები .
დამირეკა თუ არა ბალოტელიმ , როდესაც იუვენტუსის მაისურით გამოვიჩინე თავი ? არა , რადგან ჩვენ ახლო მეგობრები ნამდვილად არ ვართ . თუ შევხდებოდით ხოლმე ერთმანეთს უბრალოდ ვესალმებოდით და მაქსიმუმ ყავა დაგველიოს . რამდენიმეჯერ მინოსთან ( მინო რაიოლა , ორივე მოთამაშის აგენტია ) ერთად , ვისადილეთ . მინოს რჩევა ? ვიყო სერიოზული და ყოველთვის ვისწრაფვოდე სრულყოფილებისკენ . ნაპოლისთან გატანილი ბურთის შემდეგ მითხრა , რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და წინ გრძელი კარიერა მელოდება და არ მოვუსმინო შექებებს . ვუსმენ რა თქმა უნდა მის რჩევებს , რადგან სხვა თუ არაფერი ისეთ გამორჩეულ ფიგურებთან აქვს ნამუშევარი როგორებიც ნედვედი და იბრაჰიმოვიჩი არიან .
რა განსხვავებაა ოლდ ტრაფორდსა და იუვე არენას შორის ? არცთუ ისე ბევრი . იქაც და აქაც გიჟური ატმოსფეროა .აქ მაგალითად მსიამოვნებს ის ფაქტი , რომ ტიფოზები ჩემს საპატივცემლოდ მღერიან . უჩვეულოა . რა ვიგრძენი პირველად ? გაკვირვება . ბედნიერება ! რეალურად კი იმუხტები იმ ენერგიით რასაც გულშემატკივრები გაძლევენ . მათი მხარდაჭერა , გაცილებით მეტის გაკეთების სტიმულს გვაძლევს ” – ეს იყო ინტერვიუ ” იუვენტუსის ” ფრანგ ლეგიონერთან , პოლ პოგბასთან .
წყარო : Tuttosport
საღოლ პოლ ძმა,მაგარი კაცი ხარ
ტოტიმ დერბის მერე პირდაპირ ლონდონში დაგაზა?
ფედერერი ჯოკოვიჩზე გავჩითე
ოსვალდოს ტრამვა მიუღია და კვალის ხო არ დაუძახებენ მის მაგივრად? თუ არავის არ დაუძახებს ნეტავი?
მე ამის რა მომწონს იცით? მის ყოფილ კლუბს რომ სცემს პატივს მაგრამ რომ აჩვენებს რომ იუვე უყვარს და მხოლოდ იუვე
იმიტომ რომ აქ დააფასეს 
მაგარი კომენტარია, მართლა თუ ესე ხდება იუვეს შიგნით და ესე მოტივირებულია ესეც, ესეიგი ყველაფერი კარგადა არის

პეპემ რა ქნა პრიმავერაში?
პენალი შესვა და 1-0 მოიგეს ამიტო ბრუნდება სპიდი
მშვანიერია.. პერფექტოოოოოოოოო
საღოლ ავტორ, მართლა საღოლ!