ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : ” ბალოტელი ? ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია ”

მარკიზიო ტკბება ” პესკარასთან ” მოპოვებული გამარჯვებით და ბედნიერია ინტერის მარცხით ” ატალანტათასთან ” : ” ბრავო კოლანტუონო ! მათ მოახერხეს და საკუთარი თამაში მოახვიეს მეტოქეს თავს ! ეხლა უკვე გარკვეული უპირატესობა გაგვაჩნია მათზე . ინტერთან მარცხმა , თავდაჯერებულობაზე ნამდვილად არ იმოქმედა , პირიქით მათ გამარჯვებისკენ სწრაფვა გაგვიღვივეს . მარცხმა გამოგვაფხიზილა და მართლაც სულ რაღაც ორიოდე დღის შემდეგ კვლავ დავიწყეთ გატანა და მოვახერხეთ ორი ხმაური გამარჯვების მოპოვება . რა აკლია გუნდს ” ჩელსის ” დასამარცხებლად ? არც არაფერი , მთავარია უბრალოდ იმ მონდომებით გავიდეთ მოედანზე , როგორც გასულ დაპირისპირებებში და მაშინ მეტოქის ნამდვილად არ უნდა გვეშინოდეს . პირველ მატჩშიც არ გვეშინოდა მათი , მიუხედავად იმისა , რომ საწყის ეტაპზე ორი ბურთით ვაგებდით . მათთან თამაში ნამდვილად შეგვიძლია . ბალოტელი ? დიდად მესიმპატიურება ეს ფეხბურთელი , მაგრამ ამ კითხვით უმჯობესია ხელმძღვანელობას მიმართოთ ” .

წყარო : Tuttosport

16 thoughts on “მარკიზიო : ” ბალოტელი ? ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია ”

  1. ბალოტელი უდაოდ სუპერ-ნიჭიერი ფორვარდია, რომელსაც უბრალოდ დახატავდა იუვე, მეტიც იუვე უნდა იქცეს მის ნავსაყუდელად, რამეთუ აქ შეძლებს ის მთელი თავისი ამოუწურავი რესურსის დახარჯვას და უდიდესი პოპულარობის მოპოვებას;
    მიმაჩნია, რომ მარკიზიოსთან, პოგბასთან, ჯოვინკოსთან, მარონესთან ერთად ის გახდება იუვეს მომავალი მეგა- ტრიუმფალური სვლის ჯოკერი!!

    მარად და ყველგან ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!! :juvee: :juvee:

  2. ბალოტელიზე ისე მილანიც ჩალიჩობს, სანჩესზეა კიდე ბაზარი, ბოლო 1 კვირა უკავშირებენ იუვეს, დაჟე ვილანოვამ იმედია არ გადავა იუვეში და ჩვენთან დარჩება დიდი ხანიო. ვილიაც არაა ცუდი, კაროჩე ბევრი ვარიანტია რა, მთავარია ფეხბურთელმა მოინდომოს და მაროტამაც კარგად იჩალიჩოს.

  3. ნეტა მართლა გადმოვიდეს ბალოტელი იუვეში მე დიდი ხანია მინდა.მთავარია სიტის ჩავარდნა დაეწყოს და იუვენტუსმა მოინდომოს მისი გადმოყვანა მაშინ ბალოტელიც უეჭველი წამოვა.ძაან მაგარი იქნება იუვე ნამდვილად შესაფერია (სუპერ)მარიოს. :chuvak: :chuvak: :chuvak: :forza:

  4. ბალოტელი ზუსტად შეეფერება იუვეს თამაშის სტილით და თუნდაც ხასიათითაც…ადრე ზლატანა გვყავდსა მაგიც არ გამოირჩეოდა კარგი ხასიათით მარა ცუდი ხასიათი და ჩერცეტოა სხვაა ბალო მგონი ჭკუა სუსტია:D

  5. ბალოტელი როგორც ბფეხბურთელი ცუდი არაა მაგრამ ჯენტლმენობა რითაც იუვე ყველა კლუბისაგან გამოირჩევა სერია აში ბალოტელის ნამდვილად არ გააჩნია,თუმცა იმედია გაიზრდება და დაჭკვიანდება,ეგეთები დაუჭკვიანებია იუვეს? :lool: :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.