ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო გამოტოვებს მომდევნო მატჩს

” იუვენტუსი ” – ” ლაციოს ” დაპირისპირებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი , თუმცა უკვე ეხლა არის ცნობილი , რომ ტურინელებს ანდრეა პირლო დააკლდებათ , ხოლო რომაელებს მაური და ლუჩიჩი . ანდრეამ ” პესკარასთან ” შეხვედრაში მიიღო ყვითელი ბარათი , რომელიც მისთვის მიმდინარე სეზონში მეოთხე აღმოჩნდა და შედეგად ერთ მატჩიან დისკვალიფიკაციაში გადაიზარდა . ლუჩიჩსაც ანალოგიური სახის პრობლემა აქვს , მაშინ როდესაც მაური გაძევებულ იქნა მოედნიდან ” რომასთან ” დაპირისპირებაში და შედეგად გამოტოვებს მოახლოებულ უიკ ენდზე ამ მატჩს .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

9 thoughts on “პირლო გამოტოვებს მომდევნო მატჩს

  1. ეგ არაფერი, პირლო მართალია გუნდის საკვანძო ფეხბურთელია, მაგრამ გუნდი კარგად შეიკრა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით და ვფიქრობ პრობლემები არ შეგვექნება-რაღა თქმა უნდა იმას, რომ რომაელები ბეჭებზე უნდა დავცეთ, მაგრამ ეს უნდა მოვახდინოთ მინიმალური ენერგიის და მაქსიმალური პროფესიონალიზმის ხარჯზე-ახლა მთელი რესურსი გეგმაზომიერად არის გასახარჯი, რამეთუ ძალზედ პრინციპული და დიდი მნიშვნელობის თამაში გველის ჩელსისთან, რომელიც უპირობოდ უნდა მოვიგოთ!!

    მარად და ყველგან
    ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!! :juvee: :juvee:

  2. საგანგაშო არაფერია, ძალით აიღო მგონი ის ყვითელიც რო დაისვენოს ჩელსისთვის, თან ბარათებიც გაქვითა და მილანთან 0 ყვითელი ექნება )))) 1 გასროლით 2 კურდღელი დაბრიდა :lool:

  3. ასამოა ლიხშტაინერის რა გითხრათ, მაგრამ პოგბას შეუძლია პირლოს ადგილას დადგეს, მარონესაც შეეძლო, ახლა რამდენად შეუძლია და თანაც რამდენად ხარისხიანად სხვა საქმეა. პოზიციურად მეტი მგონი არავის.

  4. მართლაც ახლა ვნახავთ რა შეუძლია იუვეს ანდრეას გარეშე. მართალია, პირლოს გარეშეც უთამაშიათ და მოუგიათ, მაგრამ ლაციოსნაირთან არა :juvee:

    1. პადოინი-ასამოა-ლიხშტაინერი რა შუაშია? :lool:
      პირლო რა განაპირა მცველია? რომელიც ფლანგიდან უტევს? :chuvak:

      პირლო შიძლება შეცვალოს პოგბამ, ან მარკიზიომ ითავოს დირიჟორობა და თავად კლაუდიოს ადგილზე დადგეს ჯაკერინი…

  5. ეხლა ვნახავთ რეალურად რა შეუძლია გუნდს ამ გენიოსის გარეშე,მართალია იუვე არასოდეს ყოფილა ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული,მაგრამ ეს კაცი უმაგრესიააა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.