ასამოა : ” მაქსიმუმს გავიღებთ გამარჯვებისთვის ”
ბიანკონერის ტიფოზერიას ახალი ფავორიტი ჰყავს კვადვო ასამოას სახით . საპირისპიროდ არც იქნებოდა რადგან განელი საფეხბურთო მოედნის მიღმა საკმაოდ გაწონასწორებული და მოკრძალებული პიროვნებაა , ხოლო ბუცების ჩაცმის შემდეგ ლომს ემსგავსება . ის მოედანზე სამის ნაცვლად დარბის , აკეთებს გადაცემებს და იტანს ულამაზეს ბურთებს , როგორც ” პესკარასთან ” დაპირისპირებაში ან პეკინში იტალიის სუპერ თასის დროს . სწორედ ამ მატჩში პროდუქტიული ასპარეზობის შედეგად თამაშობს დღემდე განელი ამ პოზიციაზე ტურინში …
” იმ მატჩში მწვრთნელმა შეამჩნია , რომ კარგად ვირჯებოდი და დღემდე ამ როლს ვითავსებ . თუმცა , შემიძლია მოედანზე ნებისმიერი სამუშაო შევასრულო . 6-1 მშვენიერი ანგარიშია , თუმცა მას გასახდელში არ მოუხდენია არანაირი რამ . ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული პროდუქტიულად ვასპარეზობთ და მაქსიმალურად ბევრ ქულას მოვუყარეთ თავი , თუმცა წინ კიდევ რთული და გრძელი გზა გველის . მატჩები ” ლაციოსთან ” და ” ჩელსისთან ” მნიშვნელოვანია ბუნებრივია , მაგრამ არა გადამწყვეტი . თუმცა გვსურს ორივე მათგანში მივაღწიოთ წარმატებას რადგან კალჩოშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც თავის გამოჩენა გვინდა . გავიმარჯვებთ თუ არა ორივე ტურნირში ? ურთულესი მისიაა , მაგრამ ორივე ეს ტურნირი მნიშვნელოვანია და ყველა ღონეს ვიხმართ გამარჯვების მოსაპოვებლად ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
მიყვარს ეს ფეხბურთელი დაუგალავი კვადო

ჩემი ლომი მაგარი ტრანსფერია 10 წელი მარცხენა კრაის პრობლემა მოგვარებულია კაკ მინიმუმ
