ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : ” კაპიტნის სამკლაური მნიშვნელოვან შეხვედრაში ”

Sky Sport 24 – თან ინტერვიუში , ჯორჯო კიელინიმ აძურის თემაზე და ჩემპიონატში მიმდინარე სურათზე ისაუბრა …

იტალია – საფრანგეთი … ბუფონის და პირლოს გარეშე, შენთვის ეს რაიმეს ცვლის თუ არა ?

 ” უჩვეულოა რადგან ორივენი აძურისთვისაც და ” იუვენტუსისთვისაც ” შეუცვლელნი არიან . რამდენადაც მახსენდება იტალია მათ გარეშე აფრიკაში გამართულ მუნდიალზე იყო . რთული იქნება ბუნებრივია მათ გარეშე , მაგრამ ეს არის შანსი იმ ბიჭებისთვის , რომლებსაც შეუძლიათ თავის გამოჩენა . ვგულისხმობ სირიგუს , ვერატის და ელ შარავის , მათ მართლაც დიდი შანსი ეძლევათ “ .

ბიანონერის ფეხბურთელებს ალბათ მშვიდად შეგეძლებათ ხომ თამაში, გამომდინარე იქიდან , რომ ინტერს 4 ქულით დაშორდით ?

” ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდად ვიასპარეზებდით , ჯერ ჯერობით ძალიან ადრეა რაიმე მიზნებზე საუბარი , ოდნავ მოგვიანებით შევხედავთ ქულათა სხვაობას . ნაკრებისთვის ეს მნიშვნელოვანი მატჩია , რადგან აწ უკვე გასრულებული რამდენიმე ტესტ სპარინგები არ იყო პროდუქტიული . მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ მუნდიალისთვის . შესაძლოა ძირითადი ბირთი ჩამოყალიბებულია და შეკრულია , თუმცა სრულყოფილებისკენ სწრაფვა აუცილებელია ” .

დეშამს შეხვდები . რას წარმოადგენს ეს მწვრთნელი შენთვის ?

” გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს პროგრესში . მან პირველმა განმამწესა დაცვის ცენტრში და ის სეზონი ნამდვილად გამორჩეული გახდა ჩვენთვის . მოხარული ვარ , რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში მუშაობს , ეს მართლაც სწორი გადაწყვეტილება იყო მათი ფედერაციის მხრიდან ” .

კაპიტანი იქნები ?

” სავარაუდოდ , რადგან არ ვიცოდი რომ ჯიჯი არ იასპარეზებდა ეს თქვენგან გავიგე . ასეთ მატჩში კაპიტნობა ბევრ რამედ ღირს ” .

არ გაშინებს ის ფაქტი , რომ დე ლაურენტისის სტილში დაიწყებენ საუბარს , თითქოს პრანდელიმ იმიტომ არ გამოიძახა რამდენიმე შენი პარტნიორი მაგალითად ბუფონი და პირლო , რომ დასვენების საშუალება მიეცა მათთვის ?

” არა რადგან მთავარია ასპარეზობა და სხვა ყველაფერი უკვე ჩემს დაინტერესებას არ იმსახურებს ” .

ბალოტელი ასეთ დაპირისპირებებში უნდა გამოირჩეოდეს ?

” სტაბილურობა ასეთ შეხვედრებშიც უნდა მოიპოვოს . რა თქმა უნდა უპრობლემოდ უნდა აკეთებდეს ამას ” .

 

წყარო : Sky Sport 24 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
cotne mumladze
11 years ago

ადმინ მე ვარ მილანის ფანი და გავიგე რომ თქვენ გყავდ გუნდი ასევე ჩვენც გვყავს გუნდი და მინდა რომ გეთამაშოთ კვირას )) წვრილმანებზე და სტადიონებზე და დროზე სჰევტანხმდეტ ფბ ზე http://www.facebook.com/cotne.mumladze აი ჩემი თაიმლაინი და თუ გინდათ თამაში დამიმატეთ და მომწერეთ )) ტუ შეგიძლიათ რომ ცოტა იჩქაროთ და ხვალ რომ გამაგებინოთ პასუხი მადლობელი დავრჩები ))

lasha goshadze
11 years ago

რომელ საათზეა?

AKAKI nozadze
11 years ago
Reply to  lasha goshadze

23:50

AKAKI nozadze
11 years ago

:italy: :italy: :italy: :italy: :italy:

jjj jjj
11 years ago

იტალიან გორილააა :love:

dato_juventino
11 years ago

ჩენი გორილა კაციი ჯიჯის მერე კაპიტანი ჯორჯო აბა ვინ მარა :love: :love: :forza: :juvee: :italy: :italy:

shalalo demuria
11 years ago

რატო არ გამოიძახეს ჯიჯი და პირლოოოო ??? იცით ვინმემე? ალბათ იუვეს ხელს უწყობს პრანდელი, იცის რომ რთული მატჩები ელოდება და პირლო და ჯიჯი დაასვენა :)

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x