ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალესიო: ” გავაკეთეთ ყველაფერი, მაგრამ ვერ გავიტანეთ გოლი “

ანტონიო კონტეს თანაშემწემ, ანჯელო ალესიომ, გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ “ლაციოს” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა: ” ერთადერთი, რაც გვაკლდა, გატანილი გოლია. შევქმენით ბევრი სახიფათო მომენტი, ვდომინირებდით საწყისი წუთებიდან მატჩის ბოლომდე, მაგრამ ვერ შევძელით გოლის გატანა. გუნდის თამაში კმაყოფილნი ვართ. “ლაციოს” ვაიძულეთ, მთელი შეხვედრის მანძილზე დაცვაში ეთამაშა. ვწუხვართ, რომ გამარჯვების მომტანი ბურთის გატანა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჩვენი თამაშის სტილი არ იცვლება: მაღალი ტემპის შენარჩუნება და რაც შეიძლება მეტის შექმნა. არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი პირლოს არყოფნამ გამოიწვია. მოვაწოდეთ ბევრი კუთხური, გვქონდა ჯარიმების შესრულების საშუალებაც, ასევე ბონუჩის მიერ დარტყმული ბურთი და ხარიხა… “ლაციო” 90 წუთის მანძილზე თავს იცავდა, ჩვენ კი ყველანაირად ვეცადეთ, ისინი შეგვევიწროვებინა.” – აცხადებს ალესიო.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

5 thoughts on “ალესიო: ” გავაკეთეთ ყველაფერი, მაგრამ ვერ გავიტანეთ გოლი “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.