პეპე: ” მადლობა გულშემატკივრებს “
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მწვანე მინდორზე დაბრუნებულმა სიმონე პეპემ “ლაციოსთან” ფრედ დასრულებულ შეხვედრაზე საკუთარი კომენტარი გააკეთა:“ეს იყო 4 ხანგრძლივი თვე. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ამ რთული პერიოდის მანძილზე ინარჩუნებდნენ ჩემთან სიახლოვეს. ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი, მაგრამ თამაშის შედეგმა ოდნავ დამამწუხრა. ჩვენ დაპირისპირება გვიწევდა სასწაულად მოასპარეზე ფედერიკო მარკეტისთან, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთის მოგერიება მოახერხა. კუალიარელას მომენტი თითქმის დაუჯერებელი იყო. “ლაციოს” კარში ვერ გავიტანეთ, მაგრამ ახლა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, რომელიც არც ისე შორსაა და სადაც ლონდონის “ჩელსის” დავუპირისპირდებით. ყველამ კარგაც ვიცით, რომ მოქმედ ჩემპიონთან გვიწევს შეხვედრა, თუმცა “იუვენტუსს” შესწევს ძალა ნებისმიერი მეტოქის დამარცხებისა.” – აცხადებს პეპე.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
სიმონეე..
<3<3<3
ისლა კარგი ფეხბურთელია მაგრამ სიმონეს ვერ შეედრება