ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” ” იუვენტუსის ” ძალა ყველამ საკუთარი თვალით იხილა ”

” ჩელსისთან ” მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებამდე , ჯანლუიჯი ბუფონმა მასიამილიანო ნეროცის კითხვებს გასცა პასუხი …

” ლაციოსთან ” მატჩის შემდგომ რა გრძნობა უფრო ჭარბობდა , კმაყოფილება თამაშის ხარისხის გამო , თუ უკმაყოფილება ?  

” მშვენიერი შეხვედრა იყო . ” იუვენტუსი ” დიდებულად გამოიყურებოდა . მეტოქის რამდენიმე მოთამაშის მაღალი პროფესიონალიზმის და ჩვენი ფეხბურთელების უიღბლობის გამო , გამარჯვების მიღწევა არ მოხერხდა . თუმცა , ყველამ იხილა თუ როგორი სიძლიერის კლუბი ვართ ” .

” ჩელსის ” შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა , თუმცა თვლი თუ არა რომ მათ თქვენი ეშინიათ ?

” არ ვფიქრობ ასე . საერთოდ ერთ გამარჯვებას , შემდეგომ მეორე წარმატებასთან მიჰყავს და აი მარცხს რაც შეეხება , იშვიათად რომ კარგი ყოფილიყოს სამომავლოდ . ჩვენი შემთხვევა ” ინტერთან ” გამონაკლისია ალბათ ” .

იმიტომ რომ ცვლილებებს დათანხმდით ?

” ეს ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისია და კიდევ მიეცემათ შანსი სხვა მოთამაშეებს . ეხლა აუცილებელია თავდაჯერებულობა , რომელიც გამარჯვებებს მოაქვს და პლიუს ფეხბურთელებისთვის სტაბილურად ასპარეზობა  ” .

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა კრახი იქნება ?

” არ არის აუცილებელი ასეთი ფრაზების გამოყენება . არსებობს სხვადასხვა გზები პროგრესისთვის . ვფიქრობ , მომავალში თქვენ უფრო ყურადღებით მოეკიდებით იმ სიტყვის თქმას , რაც რეალურად მოუხდება გუნდს ” .

ვინ არის ფავორიტი ?  

” კენჭისყრის შემდგომ , ვისთვისაც ნაცნობია იტალიური ფეხბურთის დღევანდელი დღე და შახტარის დონე , ვფიქრობ იტყოდა რომ თანაბარი სიტუაციაა . სამი გუნდი და ორი გამსვლელი ადგილი . ეს ყველაფერი უკანასკნელი შეხვედრის 95 წუთამდე გაგრძელდება ” .

 თქვენი დონე ედრება ჩელსისას ? 

” დღევანდელ დღემდე დავამტკიცეთ , რომ  მეტოქე პატივისცემით უნდა მოგვეპყრას . შეგვწევს ძალა ნებისმიერ კლუბთან თანაბარ ვითარებაში ვეთამაშოთ . ლონდონელთა მოთამაშეები იმხსახურებენ პატივისცემას , ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან . საფეხბურთო ისტორიის უკანასკნელ ათწლეულში მათ დიდი კვალი დატოვეს ” .

მათ ორჯერ უფრო დიდი გამოცდილება აქვთ ლიგაზე ასპარეზობის . იქონიებს ეს რაიმეზე გავლენას ?

” გამოცდილება შეუფასებელია რა თქმა უნდა , თუმცა არც იმდენად დიდია , რომ ამან ზეგავლენა მოახდინოს შედეგზე ” .

 ლონდონში ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდგომ , არ მოგვსლია აზრად , რომ : ” ჩვენ არ ვართ მათ დონეზე ” ?

”  არა რადგან პირველიდან ბოლო წამამდე ვუყურებდი გუნდს , რომელიც სცდილობდა შექმნას . მილანი რომ გვერდით გადავდოთ პირველად ვიხილე იტალიური კლუბი რომელიც სტატისტის როლში არ აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას ” .

თქვენი თამაშის მანერა ბორუსიას წააგავს . რას იტყვი ?

” ეს ის გუნდია , რომელიც ყველაზე მეტად მაგონებს ” იუვენტუსს ” . იმედი მაქვს დორტმუნდელები არ მიწყენენ . საკუთარი თამაშით და ორგანიზებულობით მათ უკვე დაამტკიცეს , რომ ნებისმიერთან შესძლებენ გამარჯვებას . თუ მეხსიერება არ მღალატობს , მათ შესძლეს პირველ პლეი-ოფში გასვლა  ” .

არასოდეს გიფიქრია ვან პერსის გადმოსვლაზე ?

” არანაირი ილუზია და იმედი . ვიხილე რა კლუბის მიერ გატარებული პოლიტიკა და დირექტორების მუშაობა , ვიცოდით რომ უარაფროთ არ დავრჩებოდით . საბოლოოდ კი ეს სურათია : ცუდია თუ  კარგია , ჯიოვინკო და ბენდტნერი დავიმატეთ და დარჩნენ ვუჩინიჩი  , კუალიარელა , მატრი . მერწმუნეთ ამ გუნდს გოლის გატანა ნამდვილად არ უჭირს , საკმარისია ციფრებს შეხედოთ ” .

შეგიძლიათ დროგბას გარეშე ლიგის მოგება ?

” დარწმუნებული ვარ საკუთარ მწვრთნელში და ფორვარდებში , რომლებიც შესძლებენ ჩვენთვის გამარჯვების მოტანას მნიშვნელოვან ეპიზოდებში ” .

 შენი რჩევა ბალოტელის ...

” იყოს ბედნიერი რადგან ფეხბურთელი , როგორც ყოველი ადამიანი , მაშინ ირჩევს კარგად როდესაც ენთუზიაზმით და ჰარმონიით აკეთებს ყოველივეს . სწორედ ამაშია სამსახურისადმი სიყვარული ” .

 იქნებოდა ის ბედნიერი იუვენტუსსში ? 

” ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ . ისტორიულად იუვეში ხელმძღვანელობა ძალზედ ყურადღებით იცავდა წესებს და სთხოვდა იგივეს ყველას . მეორეს მხრივ ბალოტელი ძალზედ მეგობრულია და პარტნიორებს იგი უყვართ ” .

ნაკრებში კმაყოფილნი ხართ ?

” დიახ რა თქმა უნდა . ის ისეთი მოთამაშეა , რომელიც დაამშავენებდა ნებისმიერ კლუბს , პარტნიორებს და ფანატებს ” .

რატომ არ არის ჯერ ჯერობით კიდევ გაფორმებული კონტრაქტი ?

” არანაირი პრობლემა არ არსებობს , ეს ყველაფერი გამოწვეულია მიყოლებით დაგეგმილი საპასუხისმგებლო მატჩების გამო ” .

კიდევ სამი წლით რჩები იუვეში ?

” ყოველგვარი სიურპრიზის გარეშე ” .

 სამი წელი ლიგის თასის მოსაპოვებლად ? 

” როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე , ერთი მატჩი თუ არ ჩატარდა ისე როგორც გვინდა არაუშავს , რადგან წინ სამი წელია , სადაც ბევრი რამის მიღწევა შემეძლება . არ მსურს კომფორტის გამო ჩემი ნავის შერყევა მშვიდ გარემოში . ყოველთვის იმ გემზე ვიმყოფები , რომელიც მზად არის ზღვაში გასასვლელად ” .

 

 

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

55 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

ხო იქ წავიკითხე :mrgreen: მაგარი სტრანნი საიტია, აღარ შევალ საერთოდ :lool:
ეხლა ვისი ინტერვიუც წავიკითხე, ყველას იმედი აქვს რომ გავსებული იქნება სტადიონი.

Di Francesco # 1
11 years ago

BrainWasheR
შეიძლება კვალიარელამ მოატეხა ფეხი და კონკურენტი მოიცილა, აბა თამაშზე არ მიუღია ტრამვა და… :chuvak:

nika gogoberidze
11 years ago

BrainWasheR
warldsport,ge-ზე წაიკითხავდი ალბათ მაგას და იმათი არაფერი არ დაიჯერება. :buhee:

datogafo
11 years ago

წუხელ სიზმარი ვნახე, არწივს კლანჭებით გველი მიჰყავდა,ეს დიდი გამარჯვების ნიშანია.არწივი იუვენტუსი იყო ხოლო გველი ჩელსი.მოვიგებთ :forza: :forza: :forza: :forza:

11 years ago
Reply to  datogafo

რა საინტერესო სიზრმებს ნახულობ :lool: :lool:

mishka berianidze
11 years ago
Reply to  datogafo

არწივებს ბენფიკას ეძახიან და მე ვამბობ რომ ბენფიკა მოიგებს და სემდეგ ეტაპზე გავა.

გიორგი ნეფარიძე

კოულს ასამოა ჯობია მარკიზიოც უფრო პროდუქტიულია ვიდრე მიკელი

11 years ago

მირკოზე დამტვრეულიაო ეწერა და თამაშობს მაინც ? თუ მე ცრუ ინფორმაცია წავიკითხე :mrgreen:

Di Francesco # 1
11 years ago

Buffon; Barzagli, Bonucci, Chiellini; Lichtsteiner, Vidal, Pirlo, Marchisio, Asamoah; Quagliarella, Vucinic.

Cech; Ivanovic, Cahill, David Luiz, Cole; Ramires, Mikel; Mata, Oscar, Hazard; Torres.

:italy: :achuu: :italy:

mishka berianidze
11 years ago

ხომ არ იცით სავარაუდო შემადგენლობა ჩელსის უფრო მაინტერესებს
როგორც მახსოვს ტერი და ლემპარდი არ ეყოლებათ
თუ ვინმემ იცით შემადგენლობები გტხოვთ დაწერეთ.

nika gogoberidze
11 years ago

1juve
რამირესი——–ვიდალი – თანაბარი
მე უფრო ვიდალს ვიტყოდი. არა იმიტო რო ჩვენია. ჩემი აზრით მეფე არტურო მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას რამირესზე

11 years ago

როგორ განწყობაზე ხართ იუვენტინოებო ? )))) 3-1 :juventus:

Di Francesco # 1
11 years ago

ბუფონი———-ჩეხი – იუვე
ივანოვიჩი——–ლიხტენშტეინერი – თანაბარი
ბარძალი——–ლუისი – იუვე
კეჰილი——–კიელინი – იუვე
კოული——–ასამოა – ჩელსი
რამირესი——–ვიდალი – თანაბარი
აზარი———პირლო – იუვე
მიკელი——–მარკიზიო – თანაბარი
მატა———ჯოვინკო – ჩელსი
ტორესი——–კვალიარელა – თანაბარი :chuvak:
4-2 მოიგო იუვემ :chuvak:
:italy: :achuu: :italy:

Per-Fec-To 23
11 years ago

ფორცა ბუფონ.. ფორცა ჯუვე!!! ყველა ჯუვნტინიოს მოგესალმებით ! მე ახალი წევრი ვარ ამ საიტის.. გისურვებთ ყველას რომ დღეს ჩვენს სასურველ შედეგს მივაღწიოთ..!!! Fორცა ჯუვე!!1 :forza: :forza:

delpieronedved
11 years ago

ვაიმე ბიჭებო რა ცუდად ვარ გუშინ სახლში როგორ მიმიტანეს არ მახსოვს ჩემი ძმაკაცი კინაღამ მოკვდა სასწრაფოთი წაიყვანეს ამის მერე მე აღრ დავლიო გული მერევა ღვინოზე 3 საათის მერე არ მძინებია :loool: :loool: :loool: ჩელსის რაც შეეხება მოვუგებთ ძლიან მჯერა ფორცა :forza:

mishka berianidze
11 years ago
Reply to  delpieronedved

არაუშავს ნაბახუსევზე მეც ეგრე ვარ სასმლის დანახვა არ მინდა ხოლმე
ნეტა ეს პახმელიობა არ არსებობდეს
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს ყველაფერი უნდა დადონ და უკანასკნელ წუთამდე მოგებაზე იბრძოლონ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს მაგრამ მე მაინც მჯერა ჩემი აზრით თუ ბოლომდე დაიხარჯებიან და საკუთარ თავში ირწმუნებენ მოგება შესაძლებელია პირველ 20 წუთში ბურთი უნდა დავუჭიროთ და ვაიძულოთ რომ მეტი სივრცე არ მივცეთ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სტანდარტებს რადგან ჩელსის უფრო მეტი მაღალი მოთამაშეები ყავს და უნდა უფრთხილდეთ თავზე
ჩემი პროგნოზი ასეტია 55-45.

valeri tokhadze
11 years ago

მაგარი კაცია ჯიჯი ყველაზე მაგრად მიყვარს

gag100
11 years ago

ისტორიით იუვეს ვერ შეედრება ჩელსი მაგრამ ამჯამად მეც ვფიქრობ ჩელსს უფრო ძლიერი ფეღბურთელები ყავს :juvee:

mishka gogrichiani
11 years ago
Reply to  gag100

რომელ პოზიციაზე ყავს ჩვენზე ძლიერი ფეხბურთელი ჩელსის?

svani
11 years ago

მიშკა განსაკუთრებით თავდასხმა ყავთ ჩვენზე უკეთესი. დალშე ჩემი აზრით ვჯობივართ. სამწუხარო ფაქტი ისაა რომ დღეს მოგება გვინდა და სწორედ წინახაზი იქნება გადამწყვეტი. იმედი მაქვს დღეს იღბალი ჩვენს მხარეზეა, თორე ჯოვინკოს და მატრის კლასის იმედზე ჩემი მტერი იყოს :დდდ

datogafo
11 years ago

ეს ჩელსის ფანები როგორ ბლატაობენ რა და არა მარტო ჩელსის.ამბობენ რომ თქვენი მოსაგები სადააო ნერვები მომიშალეს ძაან გავრეკე ისეთი კომენტარებია,იმეიდი მაქვს ხვალ იუვე თავის სიტყვას იტყვის და ყველა მიხვდება,რომ იუვე 10 თავით მაღლაა მაგ რაღაც ჩელსიზე ჩელსის რა ისტორია აქვს?გუნდი მგონი გუშინ დაიბადა და ბლატაობს ესაა სამართალი?ხვალ ვიგეეებთ. იუვეს გაუმარჯოს :davliot: :davliot: :davliot: :forza: :forza: :forza:

11 years ago

ეს დელ პიერო და ნედვედი ძლიერერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ორჯერ უფრო ძლიერი პიროვნბები :juvee: :juvee: :juventus: :juventus: :forza: :juvee: :forza: :juvee:

melqa
11 years ago

ძმებო ხვალინდელი შემადგენლობა, განლაგება და რაგაცეები სად ვნახო ?? ხო არ იცით?

TATO asanidze
11 years ago

cheseas dacva sashinel mdgomareobashia peter chexi mati tamashit sashinlad ukmayofiloa da juventustan tamashi kidev ufro afiqrebs is nachubaria david luiztan radgan msii cudi tamashit sashinlad aris gabrazebuli vestbronvichtan gancdili marcxi asaxavs mati dacvis tamashs chelsis mashin gauchirda roca juve mwyobrshia arafris ar gveshinia es erti didi ojaxia didi siyvarulis istoria juventusiiiiiiiiiiiiiiiiii <3

datogafo
11 years ago

უეჭველი ვიგებტ

datogafo
11 years ago

:juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :kiss: :kiss: :kiss: :juventus: :juventus:

juventino3969
11 years ago

მხოლოდ მოგება
:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

arseni
11 years ago

ხვალინდელი მატჩი ფინალის ტოლფასია …

Nodari gogaladze
11 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

:love: :love: :love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
55
0
Would love your thoughts, please comment.x