” იუვენტუსი ” 3-0 ” ჩელსი ” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ , ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს , ჩელსისთან გამართული მატჩის შემდგომ …
ბუფონი – 7 – მატჩის საწყის წუთებში , დამაჯერებელია აზარის მომენტის დროს . დროულად ტოვებს კარს და ასწრებს მატას . მისი ქმედებები გამოირჩეოდა შესაშური საიმედოობით .
ბარძალი – 7 – თავისსზე გაცილებით სწრაფ მეტოქეებთანაც კი არ აგებს ორთაბრძოლებს და ანგრევს ყველა იმ პროექტს , რომლის შექმნასაც ჩელსი ცდილობდა .
ბონუჩი – 7.5 – ის გერბერტ უელსის დროის მანქანაზე უკეთესია . მთელი 90 წუთის მანძილზე წინასწარ იცოდა მეტოქე რა მოძრაობას განახორციელებდა . ბლოკირებას უკეთებს პრაქტიკულად ყველა დარტყმულს . გამაოგნებელი სეივი ოსკარის დარტყმულზე .
კიელინი – 7.5 – აკონტროლებდა გარშემო ყველაფერს . ნახევარი კორპუსით უგებდა ჰობიტებს : მატასა და აზარს . საიმედოობა ხმელეთზე ასპარეზობის დროსაც შეინარჩუნა . მეორე ნახევარში შეტევაშიც მიიწევს და ახორციელებს გადაცემებს .
ლიხტშტაინერი – 6.5 – 17 დღიანი შვებულების შემდეგ ბრუნდება მოედანზე და იყო ახლოს გაეტანა გოლი . ცოცხლად შეჭამა კოული .
კასერესი – 6 – ( 67 წუთიდან ) – ცვლის ლიხტშტაინერს და ასპარეზობს ისეთივე ყურადღებით როგორც შვეიცარიელი .
ვიდალი – 7 – მკერდზე მიღებული დარტყმის შემდეგ , დგება ფეხზე . ფეხბურთელი რომელიც იმაზე გაცილებით ნაკლები ღირდა ვიდრე ოსკარი და აზარი , საიმედოდ განაგრძობს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას .
პირლო – 6.5 – თამაშის ტემპი არ ჩამორჩებოდა მის წამწომს .
მარკიზიო – 6.5 – მუდმივი : იცავს და უტევს . იღებს დისკვალიფიკაციას და გამოტოვებს დონეცკში გასამართ მატჩს .
ასამოა – 7 – ყოფნის ძალა რომ დაეხმაროს შეტევას . აქტივში საგოლე გადაცემა იწერება .
კუალიარელა – 7 – ციფრებს შეხედეთ : 9 გოლი 13 შეხვედრაში და მხოლოდ 6 მათგანში დაიწყო ასპარეზობა სასტარტო შემადგენლობაში .
ვუჩინიჩი – 6.5 – მატჩის წინ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ამის გამო სიჩქარე და სიზუსტე ჰქონდა ოდნავ დაკარგული .
ჯიოვინკო – 6.5 – ( 82 წუთზე ) – გამოვიდა , გაიტანა და გაიხადა .
პოგბა – 89 წუთზე – შეფასების გარეშე .
ალესიო – 7.5
25ში ვის ავახევთ სახეს მილანსოო ? პატალა მილანსოო?