ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინი მარკიზიოსთვის და ვიდალისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

ტურინში არა მარტო გაძლიერებაზე , არამედ არსებული შემადგენლობის შენარჩუნებაზეც ზრუნავენ , რადგან ბოლო პერიოდში ბიანკონერის ფეხბურთელებზე , მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა . მთავარი აქცენტი ნახევარმცველებზე კეთდება – კლაუდიო მარკიზიოზე და არტურო ვიდალზე . მაროტამ უკვე დაბლოკა ზაფხულში ” ბაიერნის ” 60 მილიონიანი წინადადება ორივეზე ერთად , მაგრამ მათი შენარჩუნება მაინც რთული საქმე იქნება . ვიდალით დღეისათვის მადრიდის რეალი და პერსონალურად ჟოზე მოურინიო არის დაინტერესებული , ხოლო იტალიელი ნახევარმცველით ” პსჟ ” . კარლო ანჩელოტის სრული თავისუფლება და ეკონომიური მხარდაჭერა აქვს მიღებული და ის მაქსიმალურად ეცდება რაიმე სახით დაარწმუნოს ტურინული მხარე მარკიზიოს გაყიდვაში . თავის მხრივ , ანიელი , მაროტა და კომპანია აპირებენ 2018 წლამდე გაუხანგრძლივონ ხელშეკრულებები არტურო ვიდალს და კლაუდიო მარკიზიოს რითაც თავიდან აიცილებენ შესაძლო პრობლემებს . დღევანდელი ხელშეკრულებით ორივე მოთამაშეს 2016 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული .

წყარო : tuttosport

18 thoughts on “ტურინი მარკიზიოსთვის და ვიდალისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

  1. ანჩელოტ ისიც შეგჩეს ვერატი რო წაგვართვი მიხედე შენ გუნდს ვიდალი -მარკიზიოო დგეს დგეობით ერთ ერთი საუკეთესო წყვილიაა მსოფლიოში და ლოგიკურიაა რო გნრანდები დანტერესდნენ მარა ეს ხალხი იუვეს სული და გულია და არ მგონია რო ფულის გამო გაცვალონ იუვეე :boli: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

  2. არცერთი და არც მეორე არსად წამსვლელები არ არიან!!! აქ მეფეები არიან, სხვაგან თუ წავლენ შევჩენკოსავით დაემართებად. უბრალოდ ჩვენთან უნდა დარჩნენ და დატკბნენ თამაშით და გულშემატკივრის სიყვარულით :forza:

  3. ეს ვიდალზე იმიტო ვაკეთებ აქცენტს რო ახალია მაინც და შეიძლება აცდუნონ და წაიყვანონ,აბა მარკიზიო დარწმუნებული ვარ რო არ წავა,ბრატია მარკიზა :lool:

  4. ესენი ის ხალხი არიან ვინც არმგონია რო წავიდნენ იუვედან 5 წელი მინიმუმ ისინი ლეგენდებსჰი უნდა ჩავწეროთ ჯერ რაც მთავარია ორივეს ძალიან უყვარს იუვე ბევრს ნიშნავ ის რომ როცა გაიტანნენ ლოგოსკენ მიაქვს ორივეს ხელი :forza:

  5. ესენი კიდე ერთი 6-8 წელი იუვეში იქნებიან )) მარკიზიო ბოლომდე რო იქნება დარწმუნებული ვარ, ვიდალიც მგონია ჩვენთან დარჩება. 2016 წლამდე კიდე 4 წელია )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.