ბარძალი : ” “მილანი” მხოლოდ ელ შაარავი არ არის”
ბიანკონერები “მილანთან” უპრინციპულესი დაპირისპირებისთვის ემზადებიან.ანდრეა ბარძალი ანტონიო კონტეს სქემაში დაცვის ხაზის ერთ-ერთი შეუცვლელი ლიდერია, როსონერის შემტევი ფეხბურთელების განეიტრალება კი “სან სიროზე” გასამართ მატჩში იტალიელის მთავარი ამოცანა იქნება : “მილანის ბოლო თამაშებს შეძლებისდაგვარად ვადევნე თვალი, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ეს გუნდი მხოლოდ ელ შაარავი არ არის.მართალია, სტეფანი ფორმის პიკშია და შესანიშნავი პერიოდი უდგას, მაგრამ მხოლოდ მასზე ყურადღების გადატანა შესაძლოა დამღუპველი გამოჩნდეს.როსონერი შევისწავლეთ და ვიცით, რა ძალას წარმოადგენს ეს გუნდი.მათ აქვთ შანსი იმისა, მაღალი ადგილებისთვის იბრძოდნენ.”
ვაიმე მილანის საიტზე, დაუნია ეს მცველი, იტალიამ ამის გამო წააგო ფინალიო :დ :დ
მინიმუმ ის თამაში უნდა აჩვენონ რაც ჩელსისთან და დადებით შედეგს მივიღებთ

ხოდა თუ რამე შანსი აქვთ, თქვენ ეგ შანსი უნდა მოუსპოთ ანდრეა..თქვენი იმედი მაქვს