ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კეთილი იყოს შინ დაბრუნება , გაეტანო !

” იუვენტუსს ” ყოველთვის ახსოვს საკუთარი ლეგენდები და არც გაეტანო შირეაა რა თქმა უნდა გამონაკლისი . 1989 წელს , ავტო ავარიის შედეგად დაიღუპა გენიალური იტალიელი მცველი გაეტანო შირეა , რომელიც სამუდამოდ დარჩება ბიანკონერის ისტორიაში და მისი გულშემატკივრის გულში . კლუბმა ადგილობრივ მუნიციპილიტეტთან შეთანხმების საფუძველზე , ერთ ერთ ქუჩას , რომელიც სტადიონთან ახლოს მდებარეობს მისი ხსოვნის საპატივცემლოდ , შირეას სახელწოდება მიენიჭა . ამ ღონისძიებას პრეზიდენტი ანიელი , ჯუზეპე მაროტა და ალდო მაცია ესწრებოდნენ . სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ასევე ანტონიო კონტე , ჯანლუიჯი ბუფონი , ჯამპიერო ბონიპერტი , ფრანც გრანდე სტივენსი , რობერტო ბეტეგა , ჯუზეპე ფურინო და ფრანჩესკო მორინი . ცერემონიას გაეტანოს მეუღლე მარიელა და ვაჟი რიკარდოც ესწრებოდნენ , რომლებიც დღეისათვის კონტეს შტაბში მუშაობენ .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის  ” ოფიციალური ვებ გვერდი  

 

4 thoughts on “კეთილი იყოს შინ დაბრუნება , გაეტანო !

  1. გაეტანო იყო ერთ ერთი ყველაზე ძლიერი მცველი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და ასევე უდიდესი პიროვნება, მცველის კვალობაზე იყო საოცრად ტექნიკური და შეტევების ორგანიზებას დაცვიდან საუცხოოოდ ახდენდა, ვინც კარგად არ ააქვს ნანახი მისი თამაშები ვურჩევ უყუროს, უყურეთ მსოფლიოს 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატს. იმ ჩემპიონატში უბრალოდ ბრწყინავდა გაეტანო ცაბრინისთან და ახალგაზრდა ბარეზისთან ერთად, იუვეს საიტმა დააგდო დოკუმენტური ფილმი გაეტანოზე რამოდენიმე დგის უკან და კარგი იქნება ნახოთ, ინგლისური სუბტიტრებით, და ასევე ადმინებმაც კარგი იქნება ამ ვიდეოს მეშვეობით სერიოზული და ინფორმაციით დატვირთული სტატია მოამზადოთ გაეტანოზე, ტუ რას ამბობენ მასზე ბარეზი, ძოფი. უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნება.

  2. მაგარი ფეხბურთელი და მაგარი ადამიანი იყო გაეტანო შირეა. მთელი მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არ გაუძევებიათ მოედნიდან და თითზე ჩამოსათვლელი ყვითელი ბარათები აქვს მიღებული. ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს. იუვეს ნამდვილი ლეგენდა და უკვდავი კაპიტანი. განუზომელია მისი დამსახურება იუვეს და ნაკრების წინაშე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.