მცირე სტატისტიკა მატჩის წინ
კვირას, “სან სიროზე” ერთმანეთს იტალიის ჩემპიონატის ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომელთაგანაც ერთს კალჩოს საუკეთესო ბომბარდირი ჰყავს შემადგენლობაში, მეორეს კი სერია A – ს საუკეთესო წინახაზი.ანტონიო კონტეს კოლექტივი მეტად გუნდურ ფეხბურთს აჩვენებს და ეს სტატისტიკიდანაც შესანიშნავად სჩანს, ბიანკონერებიდან ამ მომენტისთვის თორმეტ ფეხბურთელს აქვს გოლი გატანილი : ასამოა, კასერესი, ჯიაკერინი, ჯიოვინკო, ლიხტშტაინერი, მარკიზიო, მატრი, პირლო, პოგბა, ვიდალი, ვუჩინიჩი და კვალიარელა.აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელ ფაბიოს, “ეტა-ბეტა” ძალიან ახლოსაა აპენინურ საფეხბურთო კარიერაში აქტივში მეასე გოლი ჩაიწეროს : 71 სერია A – ში, 7 სერია B – ში, 19 სერია C1 – ში და 1 სერია C2 – ში.”მილანის” მიერ გატანილი 20 გოლი ექვს ფეხბურთელზე გადანაწილდა : კრკიჩი, დე იონგი, ემანუელსონი, მონტოლივო, პაცინი და ელ შაარავი, რომლის ანგარიშზეც 10 ბურთია.
რაც შეეხება უკანახაზს, აქ “იუვენტუსი” აშკარა ფავორიტია.ანჯელო ალესიოს შეგირდებმა საკუთარ კარში მხოლოდ 9 ბურთი მიიღეს, კრისტიან აბიატისა და მარკო ამელიას კარის დალაშქვრა კი მოწინააღმდეგეებმა სულ 18 – ჯერ შესძლეს.
კიდევ ერთი დეტალი, ლეონარდო ბონუჩისთვის “მილანთან ” მატჩი შავ-თეთრი მაისურით მეასე იქნება.იტალიელი მცველის სტატისტიკა ასეთია : 78 მატჩი სერია A – ში, 7 იტალიის თასზე, 1 სუპერთასზე და 13 ევროტურნირებზე.
მდლობა ძმა
გაუმარჯოს ძმებო. GMG-ზე რატო არ არის თამაში ხო არ იცით?
გაუმარჯოს… ჯმჯ აღარ აჩვენებს ბრატ სერია ა-ს!
სება გოლს გაიტანს დარწმუნებული ვარ…

აბაა, რა კაცი იყო, ბოლომდე მხიარულობდა ხოლმე.

ბონუჩი მაგარი კაცია. არადა დრო იყო დავცინოდით :დ :დ