მატრით ” არსენალი ” და ” ჩელსი ” დაინტერესდა
მოარული ხმების თანახმად , ორი ლონდონური კლუბი ” არსენალი ” და ” ჩელსი ” , სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ალესანდრო მატრის სამსახურით . ” კალიარის ” ექს ფორვარდი , საკმაოდ მისაღწევი მიზანი იქნება ნებისმიერი კლუბისთვის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს , რომ ფორვარდს ძალზედ უჭირსა ტურინელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვება . მასმედიის სხვადასხვა წყაროები იმასაც კი აცხადებდნენ , რომ არსენ ვენგერი მატრის სანაცვლოდ აპენინიელებს იოჰან ჯურუს შესთავაზებს . თუმცა , როგორც მოსალოდნელი იყო ” ჩელსიმ ” უკვე განახორციელა ფეხბურთელზე მოთხოვნა . სავარაუდოდ სატრანსფერო ღირებულებად 16 მილიონი ევრო სახელდება . ალესანდრო ერთადერთი იუვენტინო არ არის , რომელმაც შესაძლოა დატოვოს იტალიის 30 გზის ჩემპიონი . პრესაში ისევ დაუკავშირეს ერთმანეთს სტეფან ლიხტშტაინერი და ” პსჟ ” . 29 წლის შვეიცარიელის კონტრაქტი 2015 წელს იწურება , თუმცა 15 მილიონიანმა წინადადებამ შესაძლოა დააფიქროს ანტონიო კონტე , რომელიც თავის მხრივ სულ უფრო და უფრო იშვიათად იყენებს ” ლაციოს ” ექს მოთამაშეს . მიმდინარე სეზონში სერია ა-ში , სტეფანი მოედანზე 7 შეხვედრაში გამოჩნდა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა .
marukashvili92
მასე ბუფონიც ჯობია ვიდალს მარა რა შუაშია?
ვიდალი თავის პოზიციაზე შესანიშნავია. აი მატრი კი იქ სადაც თამაშობს, სუფთა ჩობანია. შეიძლება ჩაჯდეს სხვა გუნდში უფრო, მაგრამ, მატრის პოზიციაზე, დაჟე კაზორლა და არტეტაც კი უკეთ ითამაშებენ. ასე რომ არ სჭირდება არსენალს მატრიდა არ გადაყრის ფულს ტყუილად. მით უმეტეს ჟირუ მატრიზე უკეთ ითამაშებს იქ, სადაც ვითომ მატრიმ უნდა ჩაანაცვლოს. თუ იყიდიან, იყიდიან უკეთესს, ან პერსპექტიულს უფრო.
marukashvili92
უკეთესები კი არიან მარა, მატრი არც პოდოლსკის კონკურენტია და არც ვოლკოტის, ისინი უფრო ნახევარმცველები არიან, მარტი საჯარიმოს ფორვარდია და მასეთი არსენალში მარტო ჯირუა
ჩელსიში შანსი არააქ
სადაც არ უნდა დააყენო მატრი და ვოლკოტი ერთად, ყველგან ვოლკოტი აჯობებს.
პოდოლსკი ვოლკოტი და ჯერვინიო რა შუაშია თუ გადავიდა არსენალში ჩვეულებრივად ამოაგდებს ჟირუს
გინდ ამოაგდოს, გინდ არა, არსენალს მატრი არაფერში არ სჭირდება. და არც იყიდიან. არც მინდა რომ იყიდონ. იუვეს მერე ეგ გუნდი მევასება მე და რაღა არსენალში უნდა გადავიდეს და იქიდანაც მიშალოს ნერვები? წავიდეს სხვაგან სადაც უნდა.
რა შუაშია და ჩელსის და არსენალს, ამაზე უკეთესი თავდამსხმელი მაინც არ ავსო და ვინ არიან უკეთესები ეგ ავღნიშნე უბრალოდ.
Vaxooo
ოლივიე ჯირუზე კი არა იოჰან ჯურუზეა საუბარი
possibly in exchange for Johan Djourou
ჯერ წყაროზე უნდა გადაგემოწმებინა და მერე ჩაგესწორებინა
უი, ბოდიში. არ გადამიმოწმებია წყარო და არ ვიცოდი არსენალს თუ ვიღაც იოჰან ჟირუ ჰყავდა :)
ვერ ვიტყვით რომ მაგათ მატრიზე უკეთესი თავდამსხმელები ყავთ ჩელსის განსაკუთრებით შეიძლება გაქაჩოს პრემიერლიგაში იმედია შევტენით:D:D:D
კარგი რა. ტორესს, მატას ან სტარიჯს ჯობია რამით? ჯირუ, ჯერვინიო და პოდოლსკი ხომ აბსოლუტურად ყველაფრით ჯობია და ვოლკოტს არც შევადარებ.
შანსი არაა რა ძმებო. რა თექვსმეტი მილიონი? მასტებმა ოსკარი და მატრი ერთ გუნდში უნდა ათამაშონ როცა საშუალება აქვთ კარგი თავდამსხმელის ყიდვის? თან ტორესი მატრის ათი თავით ჯობია. სადაც უნდა იქ წავიდეს, ოღონდ არსენალში არა. ვერ ავიტან ანრის სახელზე გასატანი გოლი ამან რომ ვერ გაიტანოს.
მატრით ჩელსი არსენალი დაინტერესდა ჩემით კიდე ბარსა რეალი
ჭორია
მატრი მკიდია მაგრად რას იზავს და რას არა
ლიხშტაინერი თუ წავა გამიტყდება ცოტა,მარა მაგასაც მაგრა დავიკიდებ თუ მაგის ადგილზე მოიყვანენ დე შილიოს,უუძლიერესია,ძალიან მაგარი ბიჭია,არ მოგვყიდის ნეტა მილანი?
აბატე ხო ყავთ
+ ისლას თუ ააცმევინებენ კაი იქნება,არ გვადგება არაფერში… ჯერჯერობით
დეშილიო,კასერესი,პეპე მშვენიერი მარჯვენა ფლანგი იქნება
პესკარა ან სიენა რო დაინსტერესდეს ამით კიდე ხოო……………