ოგბონა : ” გლიკი ვარჯიშის დროსაც გამოირჩევა მსგავსი აგრესიით ”
” მნიშვნელოვანი მატჩი იყო და მოედანზე თერთმეტნი , რომ დავრჩენილიყავით სხვა სურათს მივიღებდით “ – საუბრობს გუშინდელი დერბის შემდეგ ” ტორინოს ” ცენტრალური მცველი ანჟელო ოგბონა : ” რიცხობრივ უმცირესობაში მყოფებმა ვერ ვაჩვენეთ ვერაფერი ღირებული . მცირე სივრცეს მაინც თუ უტოვებ ” იუვენტუსს ” , მაშინ აუცილებლად დაისჯები . ჯიოვინკო ? დღემდე ვიხსენებ მის მიერ გატანილი გოლს 2006 წელს , როდესაც ჩვენ პრიმავერას რიგებში დავუპირისპირდით ერთმანეთს . რაც შეეხება გლიკის ქმედებას , სიმართლე გითხრათ ახსნა ვერ მოვუძებნე , მიუხედავად იმისა , რომ ვარჯიშებზე ის ხშირად ახორციელებს მსგავს აგრესიას . ეჭვ გარშეა , რომ საკმაოდ სახიფათო ვარდნა განახორციელა და ყველაფერი შესაძლოა უფრო სავალალო შედეგით დასრულებულიყო მეტოქისთვის ” .
წყარო : Tuttojuve
ეს ისე ჭიკჭიკებს იუვეში გადმოსვლა უნდა ალბათ
ძალიან კარგი მცველია ეს თან ახალგაზრდაა ამბობენ იუვეში გადმოსვლა უნდაო მაგრამ არ გამუშვებს ტორინო