ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალესიო: ” მატჩის ბედი წითელმა ბარათმა გადაწყვიტა “

ანჯელო ალესიოს თქმით გუშინდელი მატჩის ბედი გლიკის გაძევებამ გადაწყვიტა. უხეში ვარდნის შემდეგ მატჩის მთავარმა არბიტრმა პოლონელ ფეხბურთელს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და კაცნაკლული დატოვა სტუმრები. ალესიო რამდენიმე სიტყვით კონტეს კომავალ დაბრუნებასაც შეეხო და სიხარული გამოთქვა, რომ ეს ბოლო “სერია ა” -ს შეხვედრა იყო, როცა ანტონიოს ჩანაცვლებამ მოუწია: ” შემდეგ ტურში კონტე უკვე სათადარიგოთა სკამზე იჯდება, ნამდვილად ბრწყინვალე მომენტია დაბრუნებისთვის. შეხვედრის ბედი წითელმა ბარათმა გადაწყვიტა, თუმცა არბიტრმა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 4-3-3? იძულებული გავხდით ეს სისტემა გამოგვეყენებინა, ძირითადად 3-5-2 -ით ვსარგებლობთ, თუმცა კიელინიმ გამოსაჯანმრთელებლად მცირე დრო კიდევ მოგვთხოვა, სამაგიეროდ, ოთხშაბათისთვის მწყობრში იქნება. პოგბამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ იზრდება, როგორც ფეხბურთელი და დერბიშიც გარკვეულ ეპიზოდებში კარგად წარმოაჩინა შესაძლებლობები. “ჩემპიონთა ლიგაში” განსაკუთრებული თამაში გვჭირდება, დონეცკში გამარჯვებისთვის ჩავდივართ. ” -აცხადებს ალესიო.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
11 years ago

დონეცკში იეჭველი მოგებაზე უნდა ვითამაშოთ თორე ფრეზე რო დავიწყოთ ჩალიჩი უფრო წავაგებთ ეგრე :forza:

Giorgi kasrashvili
11 years ago

აბა რას იტყვით კრიტიკოსებო ჯოვინკოზე???
აგროვებს ეს ბიჭი შედეგიან მატჩებს ხო??? :chuvak: :chuvak: :chuvak:

გოლი+საგოლე პასი მარკიზიოზე… :forza:

7 გოლი უკვე დაუგროვდაა… მშვენიერი… თან ყველა მატჩიც არ ჩაუტარებია სასარტოდან…
ასე რომ კიდევ ცოტაც და მიხვდებით რომ კონტე არ ცდება მის შეფასებასა და დაფასებაში…

სება ძირითადის კაცია. ამიტომ ასვენებს ხშიად კონტე და შემოყავს მაშინ როცა ყველაზე მეტად სჭირდება…
თუ არ ვცდები:
1. 7 გოლი
2. 3 საგოლე პასი
3. მოპოვებული პენალტი

აი ეს მონაგარია მის ანგარიშზე :love: :love: :love:

აკაკი მეტრეველი

papojuve(delpieronedved)(juve-juve-97)

ლინკი აღარ გამოაქვეყნო

juveboy-leo

ცენზურა დაიცავი

11 years ago

3-5-2 და 4-3-3 ძლიერი ტაქტიკაა, მაგრამ არსებობ ერთი და იმედია ეს კონტემ იცის, 4-5-1 მაგრამ სქემაზე ჩანს ერთი თავდამსხმელი, ეს ასე არაა, 5 ნახევარმცველიდან 2 ფლანგების ნახევარმცველი და შემტევი, ანუ ფაქტიურად შეტევის დროს 4-3-3 ეწყობა, დავის დროს 6-3-1 და იმ შემთხვევაში, როცა ბურთის დაჭერა გინდა 4-5-1 ბრუნდება, ეს იდეალურია, ბარსას ტაქტიკას გავს, ახლა კონტესთან საუბარი მქონდეს ამას ვეტყოდი, მაგრამ მემგონი ეს უჩემოდაც უნდა იცოდეეს და დახვეწოს :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee:

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x