ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე : ” არ ვაპირებ კონტრაქტის გახანგრძლივებას ”

ფერნანდო ლორენტე , ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი იყო ტურინის ” იუვენტუსისთვის , თუმცა მოლაპარაკებები ბილბაოს ხელმძღვანელობასთან ვერა და ვერ შედგა . ამასობაში ახლოვდება ის პერიოდი , როცა ესპანელი ფორვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს ესპანეთს , რადგან მან კიდევ ერთხელ განაცხადა , რომ აპირებს ბილბაოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას : ” გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მივიღე და მის შეცვლა არაფრის დიდებით არ ვაპირებ . მიზეზი ? ფინანსური მხარე არაფერ შუაშია და პრესაში დაწერილი ინფორმაცია ტყუილია , რომელმაც გული ძალზედ დამწყვიტა . სტადიონზე გულშემატკივრთა გარკვეული ნაწილი ჩემს წასვლას მოითხოვს და მე მათი მესმის და იმ პროტესტის რომელსაც ჩემს მიმართ გამოხატავენ , თუმცა გადაწყვეტილების შეცვლას და რაიმე მიზეზებზე საუბარს არ ვაპირებ . 30 ივნისამდე ” ატლეტიკს ” მაქსიმალურად დავეხმარები იმ მიზნის მიღწევაში რაც მას სურს . ვესაუბრე თუ არა ბიელსას ? დიახ , თუმცა ეს საჯარო განხილვის საგანი ნამდვილად არ არის . სად გავაგრძელებ კარიერას ? ამას მოგვიანებით შეიტყობთ ” .

წყარო : tuttojuve

11 thoughts on “ლორენტე : ” არ ვაპირებ კონტრაქტის გახანგრძლივებას ”

  1. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ლორენტეს არ ავიყვანდი რადგან არ მგონია რომ იუვეს არ გამოადგება ამას ლევანდოვსკი და ჯეკო მირჩევნია ისე ტუ დააკვირდებიტ ჯეკსონ მარტინესი ძალიან კარგი ვარიანტია იუვესთვის ან ჯეიმს როდრიგესი
    მე კი ყველაზე მეტად კავანი, ფალკაო, ლუის სუარესი ამათგან ერთერთი მინდა მაგრამ სად არის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.