ჯიოვინკო გამოტოვებს მომდევნო მატჩს
ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით , სერია ა-ს მომდევნო ტურში გუნდს სათადარიგოთა სკამზე მთავარი მწვრთნელი , ანტონიო კონტე დაუბრუნდება , რომელსაც არ უნდა ჰქონდეს სტუმრად სიცილიაში ადგილობრივ ” პალერმოს ” წინააღმდეგ სებასტიან ჯიოვინკოს იმედი . ამის მიზეზი გახლავთ ყვითელი ბარათების ლიმიტის გადაჭარბება , რაც ავტომატურად გადაიზარდა ერთ მატჩიან დისკვალიფიკაციაში . ლიმიტის ზღვარზე იგივე მოთამაშეები იმყოფებიან , რომელთა რიცხვს უკვე ანდრეა ბარძალიც შეუერთდა . იტალიელ მცველთან ერთად ზღვარზე იმყოფებიან ჯორჯო კიელინი , ლეონარდო ბონუჩი და კლაუდიო მარკიზიო . რაც შეეხება ” პალერმოს ” თავკაცს გასპერინის , მას ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ აწუხებს .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ძან ცუდიი რაო დაგვაკლდებაა არადა პალერმოსთან კაი იგრა გვაქ