ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი: ” მერვედფინალში “რეალს” ველოდები! “

ბონუჩი გუშინდელი გამარჯვების შემდეგ უკვე მომავალ გამოწვევებზე ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ “ბიანკონერიმ” ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ჯერ კიდევ არის შანსი, მერვედფინალში მისი მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მადრიდის “რეალი” გახდეს: ” მერვედფინალში გასულთა შორის უკლებლივ ყველა პრესტიჟული კლუბია. ჩვენს შესაძლო მეტოქეთაგან, რა თქმა უნდა, მადრიდის “რეალი” გამორჩეულია, მაგრამ ამ ეტაპზე ყველა გუნდი სახიფათოა. პირადად მე მინდა სწორედ “რეალს” დავუპირისპირდეთ, რადგან “ბერნაბეუზე” არასდროს მითამაშია. ჯგუფურ ეტაპზე გარკვეული გამოცდილება დავაგროვეთ, საკუთარი ძალების რწმენა მოგვემატა, კარგად ვსწავლობდით უშუალო კონკურენტებს. დონეცკში კი ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და არა ქულების დასათვლელად, “შახტართან” ფრეზე არ გვიფიქრია. ” -აცხადებს ბონუჩი.

წყარო: football italia

7 thoughts on “ბონუჩი: ” მერვედფინალში “რეალს” ველოდები! “

  1. ლეოო მაგრად მოუმატა და შეუცვლელი ფიგურა გახდა იუვეში და თავს პოზიციაზეე და ერთერთი ლიდერია შანშადელზგან განსხვაბით მოუკლო შეცდომებს მასაე გაგძელეე ლეოოო :love: :forza: :forza: :italy:

  2. აბა რაა რეალი მოვიდეს ჩვენ არავგის არ გვეშინია მარა ყველაზე მეტად არსენალი მინდა ძაან ითხოვენ იუვეს მაგათი ბალეშიკები გადავახიოთერთი ბურთი მაგ საცოდავ გუნდს

  3. დღევანდელი საუკეთესო დაცვა ევროპაში და არა მარტო ევროპაში იუვენტუსს ჰქყავს+მეკარე(ბუფონი).ნახევარდაცვაც და იმედია თავდასხმაც კიდე გაძლიერდება და მერე… :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.