ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძამპარინი : ” ბრავო კონტე ! ”

სიცილიური ” პალერმოს ” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი , მიიჩნევს რომ ტურინული გრანდი ნორმალური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული , რომელთაც ძალუძთ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისვლა : ” გუშინ , მართლაც შთამბეჭდავი ” იუვენტუსი ” ვიხილე , რომელიც ბრწყინვალედ ასპარეზობდა საკმაოდ რთულ არენაზე . ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ , მათი დინამიურობის და რითმის გამო .ფიზიკური დონეზე , მათ 10 გადაცემით მეტი აქვთ სხვებთან შედარებით . ვფიქრობ , მათ ძალუძთ იყვნენ წლევანდელ ტურნირზე მთავარი მოქმედი გმირები და ლიგის ფინალამდეც კი მიაღწიონ . ანტონიო კონტე განსაკუთრებულ აპლოდისმენტებს იმსახურებს , რადგან დღევანდელი ” იუვენტუსი ” , რომ გამოვაკლოთ ანდრეა პირლო , მართლაც ნორმალური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული “ . კვირას გასამართ მატჩზე კი , ძამპარინი აღიარებს რომ ცოტათი ნერვიულობს : ” იმედი მაქვს , ოდნავ მაინც დაიღალნენ გუშინდელის შემდეგ . ჩვენის მხრივ ყველაფერი რიგზე ნამდვილად არ არის , რადგან კარგად შეიძლება ვთამაშობთ , მაგრამ გოლების გატანის მხრივ პრობლემებია . ფაბრიციო მიკოლის მოსაზრებით 2-1 -ს გავიმარჯვებთ , შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები ” .

წყარო : Football Italia

4 thoughts on “ძამპარინი : ” ბრავო კონტე ! ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.