ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” გუნდი მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებდა ”

გთავაზობთ ჯუზეპე მაროტას მცირე ინტერვიუს , რომელიც ბიანკონერის გენერალურმა დირექტორმა ტელეარხ Rai Sport -ს მისცა …

ჩემპიონთა ლიგა …

” მოხარულნი ვართ მიღწევებით და სასიამოვნოდ გაკვირვებულნი პროგრესის ასეთი სწრაფი ტემპით . დღევანდელი დღე კიდევ იმით არის გამორჩეული ( ინტერვიუ 6 დეკემბერს ჩაიწერა ) , რომ ანდრეა ანიელი საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავს . მივულოცე თუ არა ? დიახ , გუშინვე დონეცკში ” .

მომავალი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაში …

” მატჩიდან მატჩამდე გუნდი კიდევ უფრო ძლიერი ხდება . ფილოსოფია მარტივია , ვემზადებით ყოველი მომდევნო დაპირისპირებისთვის , სადაც უკლებლივ ყველა შეხვედრა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია . თავდაპირველად იყო პრობლემები , რომელიც გამოუცდელობის ბრალია . ჯგუფური ეტაპის მეორე ნახევარი კი , სწორი მიდგომით , ხელმძღვანელობით და გამარჯვების მენტალიტეტის დამსახურებით , პირველ პოზიციაზე დავამთავრეთ . ეს ეტაპი ისე გავიარეთ , რომ მარცხის გემო არ გვიწვნია და ამასთანავე უკანა ხაზის საიმედო ასპარეზობის შედეგად , მშვენიერი ბალანსით . მეტოქეები ? გამორჩეული გრანდის – ” რეალის ” გარდა , ყველა გუნდი ერთ დონეზე იმყოფება . პირველი პოზიციით კმაყოფილნი ვართ , რადგან ეს მოგვცემს საშუალება საპასუხო მატჩი შინ გავმართოთ ” .

სატრანსფერო პოლიტიკა …

” ვფიქრობ უტოპიაა იმაზე ფიქრი , რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვიპოვნით მოთამაშეს , რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ხელთ არსებულ შემადგენლობას . ნუ გავიწყდებათ , რომ უკვე 12 -მა იუვენტინომ გამოიჩინა  თავი . სწორედ ამან უნდა დაგვაფიქროს , მაშინ როდესაც ფეხბურთელის ყიდვაზე მიდგება საქმე . თუმცა , მეეჭვება არსებობდეს ბევრი კლუბი , რომლებიც მილიონერებთან პროდუქტიულად წარმართავენ მოლაპარაკებებს ამა თუ იმ მოთამაშის თაობაზე . ვფიქრობ , უპირატესობა ახალგაზრდებში ინვესტიციას უნდა მივანიჭოთ , ისეთებში როგორებიც მარონე და პოგბა არიან . სწორედ მათნაირ ფეხბურთელებში განხორციელდება თანხის დაბანდება . სწორედ ეს პოლიტიკაა ” იუვენტუსის ” მომავალი , მითუმეტეს ასეთ რთულ დროს რაც იტალიაში დგას . ხელთ არსებული სახსრები ახალგაზრდულ სექტორს უნდა მოხმარდეს ” .

კონტეს დაბრუნება …

” ბედნიერები ვართ ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში გასვლით , რადგან ეს მისცემს კონტეს დაუვიწყარ ემოციას , რასაც ეს ტურნირი წარმოადგენს . მწვრთნელის არ ყოფნა ჩვეულ პოზიციაზე მატჩის დროს უკლებლივ ყველას გვწყიტავდა გულს და საბედნიეროდ , ეს არასასიამოვნო სიტუაცია დასასრულს მიუახლოვდა . კლუბი სრული შემადგენლობით , გაორმაგებულად მუშაობდა მისი არ ყოფნის დროს და ეს ჩვენს მიღწევებს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის . უმჯობესი იქნება თუ დავივიწყებთ ” შახტარზე ” გამარჯვებას . ახალი მეტოქე გველოდება , რომელსაც უნდა ვუფრთხილდეთ . მოტივაციის მხრივ მათ პრობლემები ნამდვილად არ ექნებათ ” .

 

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
12 years ago

არავის ყიდვას არ აპირებს რა :blin: :blin:

levani davitadze
12 years ago

ხოდაა დაითრიოს მაშინ ბალოტელიი და ეგაა რაა

Di Francesco # 1
12 years ago

goal qomis versiით ჯგუფური ეტაპის ნაკრებში მარტო კიელინი მოხვდა იუვედან :love: :love: :love:

ირაკლი მარუქაშვილი

ეეეე, კარგი რა. რატომ იდებილებენ თავს? აშკარად ეტყობათ რომ არავის არ იყიდიან. ფუი რაააააააა.:(

delpieronedved
12 years ago

:juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

delpieronedved
12 years ago

რეალ მოვდივართ

delpieronedved
12 years ago

რეალი მინდა

valeri tokhadze
12 years ago

აუ ამის კომენტარი ვნახე ეხლა შემაზიზღა თავი ისეთი რამე თქვა:evil: იუვე რეალს თუ შეხვდა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ გვექნებაო ეს მშიშარა მიდი კონტე მოვიდეს რეალი შენი იმედი გვაქ :forza: :juvee:

12 years ago

:forza: მიყვზრხზრ იუვენტუსო :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:

giorgi sidiani
12 years ago

არა მგონია ზამთარში ვინმე ისეთ დაიმატონ ჩვენ რო გვინდა,ზაფხულში დადებენ ტოპ ტრანსფერებს.ამ შემადგენლობით სერია A მოიგებენ,ლიგაზე არ ვიცი:Xმაგრად კი მჯერა რო რაგაც სასწაულის მაგვარს გააკეთებენ,ვნახოთ;)

გიორგი ნეფარიძე

ეს ისე ჭიკჭიკებს არავის ყიდვას არ აპირებს

nika gogoberidze
12 years ago

მაროტ ერთი იუვეს შესაფერი ჯიგრიანი ცენტრფორვარდი გაჩითე და კაცი იქნები რა.
პ.ს. აუ მაგრად ვარ… :davliot: :davliot: :davliot: იუვეს ფანებო თქვენ შემოგევლეტ სულ ყველას :davliot:

tornike qurdadze
12 years ago

მოგესალმებით იუვეს ფანებო.. :forza:

beso janelidze
12 years ago

ზდაროვა ჯიგაროოო :forza:

giorgi sidiani
12 years ago

გაუმარჯოს :forza: :forza: :juvee:

delpieronedved
12 years ago

მაროტა ეგ მომეწონა ახლაგაზრდული სექტორიო მართალია ახალგაზრდები შემოყარე

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x