ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი : ” ” იუვენტუსმა ” ნაკრების დონეზე დამაბრუნა ”

დონეცკიდან დაბრუნების დროს , ანდრეა ბარძალიმ “La Gazzetta dello Sport” – ის ჟურნალისტს მირკო გრაციანოს მისცა მცირე ინტერვიუ : ” მნიშვნელოვანი და გრძელი გზა დასრულდა . ეხლა კი იწყება ბრძოლა სადაც შეცდომის დაშვების უფლება უკვე აღარ გაქვს . 31 წლის ვარ და სიმართლე გითხრათ იმაზე ნამდვილად არ ვიფიქრებდი , რასაც ამ ასაკში ეხლა . ჩემს მახასიათებლებზე აშკარად გადამეტებულად საუბრობდნენ უარყოფით კონტექსტში . თუმცა , ” იუვენტუსსმა ” ნაკრების დონეზეც კი დამაბრუნა . ” ვოლფსბურგის ” შემდგომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკავებამ , თავდაჯერებულობა შემმატა . აძურის ორ წლიანი პაუზის შემდეგ დავუბრუნდი . გუნდი ჩემპიონი გახდა და ტრიუმფალურად აგრძელებს სვლას , ეს საოცრებაა ! პრანდელი მენდობა ისევე როგორც გულშემატკივარი . დღეისათვის თამამად უნდა ითქვას , რომ იმაზე უკეთ ვთამაშობ ვიდრე ადრეულ წლებში . მოვუმატე ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც , რაც პერსონალურად ანტონიო კონტეს დამსახურებაა , ის წვრთნებზე ყველაფერს იდეალურად გვიხსნის . შესაძლოა სხვა კლუბებში უკეთესი მცველები ასპარეზობენ ვიდრე ჩვენთან , მაგრამ ფეხბურთელების კარგი ორგანიზება საშუალებას გვაძლევს ვიასპარეზოთ საიმედოდ და უპირატესობა მოვიპოვოთ მათზე . ” ბარსელონა ” , ” რეალი ” და ბაიერნი ” სრულიად სამართლიანად მიაზრებიან ფავორიტებად და ამიტომ კარგი იქნებოდა თუ საწყის ეტაპზე მათ წინააღმდეგ არ მოგვიწევდა ასპარეზობა . მაგრამ ეხლა შესაძლოა ყველაფერი მოხდეს . კონტეს დაბრუნება ” პალერმოსთან ” ? ვერ იცდის ამ მომენტამდე და მაქსიმალურად გვმუხტავს ამ მოვლენისთვის ” .

წყარო : TuttoJuve

7 thoughts on “ბარძალი : ” ” იუვენტუსმა ” ნაკრების დონეზე დამაბრუნა ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.