ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპე კვლავინდებურად ტრავმირებულია

სიმონე პეპესთვის წლევანდელი სეზონი აქტივში შესატანი ნამდვილად არ არის . ფეხბურთელი ჯერ კიდევ ზაფხულიდან მოყოლებელი იშუშებდა ტრავმას და როგორც ბოლო გამოკვლევებმა აჩვენეს , იგი კიდევ დიდხანს ვერ გამოვა მოედანზე და ამისი მიზეზი ტრავმის რეციდივია . ბიანკონერის მე-7 ე ნომერს იდენტური სტილის ტრავმა აქვს მარცხენა ბარძაყზე , რამაც რამდენიმე თვე უქმად ამყოფა . მისი სავარაუდო დაბრუნების თარიღი უცნობია , თუმცა ახლო პერიოდში რომ არ მოხერხდება ეს ფაქტია . სიმონე ერთადერთი ტრავმირებული არ არის ბიანკონერის ლაზარეთიდან , მარჯვენა ბარძაყზე აქვს პრობლემები ბრაზილიელ ლუსიოს . გუშინდელი სამწვრთნელო სესია მან სპორტ დარბაზში ჩაატარა . და ბოლოს , ნიკალას ბენდტნერი – მას მარცხენა ბარძაყზე აქვს მცირე პრობლემა , თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უკვე გაუმჯობესდა და გუშინ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა .

წყარო : Juventus.com

4 thoughts on “პეპე კვლავინდებურად ტრავმირებულია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.