კონტე : ” ბრწყინვალე იქნება თუ კიდევ ერთხელ შევძლებთ გამარჯვებას ”
წინასამატჩო პრესსკონფერენციის დროს , ანტონიო კონტემ იმ მთავარ დანაკლისსზე ისაუბრა , რაც ოთხი თვის განმავლობაშ ყველაზე მეტად დააკლდა . ბიანკონერის მთავარმა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა ასევე იმას , რომ მიმდინარე სეზონში გუნდს სკუდეტოსთან ერთად იტალიის თასის მოგებაც ძალზედ სურს . კონტე ოთხ თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ , ” პალერმოსთან ” შეხვედრაში დაბრუნდა სათადარიგოთა სკამზე . ანტონიო ჟურნალისტების წინაშე რენცო ბარბერაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგაც წარსდგა , მაგრამ პირველი წინასამატჩო პრესსკონფერენცია მაისის შემდგომ , არჩია გამორჩეული ასპექტისთვის …
” მაქვს ისეთ რამ , რისი დამატებაც მსურს , ისეთი რამ რაც ძალზედ მაკლდა ოთხი თვის განმავლობაში და რაზეც უარს ალბათ ვერასოდეს ვიტყვი . ეს არის გამარჯვების აღნიშვნა ფეხბურთელებთან ერთად მატჩის შემდეგ . როდესაც გრძნობ ამ ემოციას და გსურს იგი გაუზიარო საკუთარ შეგირდებს . ჩაიხუტო და აღნიშნო მოპოვებული წარმატება . ეს ხომ ზუსტად იმ წამს გსურს , რადგან მეორე დღეს უკვე ემოცია გადავლილია , მე კი არ მაძლევდნენ უფლებას მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგაც შევსულიყავი გასახდელში ბიჭებთან . პალერმოს დამარცხების შემდეგ კი დავუბრუნდი იმას რაც ძალიან მიყვარს . ჩვენ ყველამ ერთად ავღნიშნეთ იგი . კარგად ვიცნობ საკუთარ შეგირდებს და კომპლიმენტები სიცილიაში ჩატარებული მატჩის გამო მათ ნამდვილად დაიმსახურეს ” .
ხვალინდელი მატჩი კონტესთვის მნიშვნელოვანია , რადგან რეალურად მაისის შემდგომ ანტონიოს არ უხელმძღვანელია მოედნიდან გუნდისთვის …
” ხვალინდელი დღე ნამდვილად ემოციური იქნება ჩემთვის , თუმცა არ ვთვლი , რომ ტიფოზები პირადად ჩემთვის მოვლენ სტადიონზე . ისინი მადლიერების ნიშნად მოვლენ , რაც კლუბმა გააკეთა და იხილავენ დაძაბულ შეხვედრას , რასაც მიეჩვივნენ კიდევაც . დიდი იმედი მაქვს , რომ ჩემის მხრივ მადლობას გამარჯვებით მოვუხდი . ტიფოზერია ფუნდამენტალურ როლს თამაშობს წარმატების მიღწევაში , რადგან რაც არ უნდა კრიზისში იყო და დაეცე , ისინი მაქსიმუმის გაკეთებისკენ გიბიძგებენ და მეც არ მაქვს უფლება არ დავემორჩილო ამას . დღეისათვის სამ ტურნირზე ვასპარეზობთ : იტალიის ჩემპიონატი , ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასი და მიზანი ნათელია , უკლებლივ ყველ გათამაშებაში მაქსიმუმის გაღება და სწორედ ამიტომ იტალიის თასი საკმაოდ მნიშვნელოვანი გათამაშებაა ჩვენთვის . აქ იასპარეზებენ ისინი ვისაც გაცილებით ნაკლები დრო ეძლევათ , თუმცა ფეხბურთელები რომელთა იმედი ყოველთვის გამაჩნდა . ჩვენ ვსაუბრობთ ჯიაკერინიზე , მარონეზე , პადოიონზე და კასერესზე . ისინი მუდამ გამორჩეულნი არიან და მათი უსაზღვრო იმედი გამაჩნია . მინდა დავარწმუნო ყველა , რომ სანამ ” იუვენტუსის ” მწვრთნელი ვარ ისინი მუდამ ჩემს გვერდით იქნებიან . ისლამ და მარონემ მოიშუშეს დაზიანებები , კასერესის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას , ლუსიო კი ჯერ ჯერობით არ არის მზად . კარში ბუფონი იდგება , რადგან რუბინიოს სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ის სულ რამდენიმე დღეა რაც დაუბრუნდა სრული დატვირთვით ვარჯიშებს . გამომდინარე იქიდან , რომ სტორარი დისკვალიფიცირებულია , როგორც უკვე გითხარით ჯიჯი დაიცავს კარს . შესაძლოა მატჩის მსვლელობის დროს , რუბინიოს მივცეთ მოედანზე გამოსვლის საშუალება ” .
დღეისათვის ” იუვენტუსი ” ოთხი ქულით უსწრებს მეტოქეებს ჩემპიონატში და კონტეს ჰკითხეს , გრძნობს თუ არა რომ წლევანდელი ” იუვენტუსი ” შარშანდელზე ძლიერია …
” დიახ , თუმცა უმჯობესი იქნება თუ იტალიის თასსზე ვისაუბრბდით . კონცენტრირება სწორედ ამ გათამაშებაზე უნდა მოვახდინოთ . ისე კი რა უნდა ითქვას , ოთხი ქულა კარგი ჰანდიკაპია , მაგრამ მოგებების სერია რომ არ გავაგრძელოთ ეს სხვაობა წამში აორთქლდება , რადგან ჩემპიონატი ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობს და მთავარია კვირიდან კვირამდე მაქსიმალურად დავიხარჯოთ ვარჯიშებზე , წარმატების შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად . ფაქტია , რომ წლევანდელ გუნდს კარგად მოეხსენება საკუთარი რესურსის შესახებ . აიღეთ გასული სეზონის იგივე თარიღი . მაშინ ისე მიმდინარეობდა მოვლენები , არავინ იცოდა რას მიაღწევდა გუნდი . რაც არ უნდა იყოს ის სეზონი საოცრება იყო , რადგან სკუდეტო ისე მოვიგეთ და იტალიის თასის ფინალში ისე გავედით , რომ ერთი მარცხიც არ გვიწვნია . გავიმარჯვეთ სუპერ თასის შეხვედრაშიც . ვაგრძელებთ პროგრეს და თამაშიდან თამაშამდე ვამტკიცებთ , რომ ვიმსახურებთ პირველ პოზიციას . დღეისათვის რწმენა საკუთარ ძალებში მეტია . მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს , რადგან ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამარჯვება ადვილი საქმე არ იქნება . შეხედეთ მილანს , რომელსაც არა ჩვეულებრივი ფეხბურთელებით შექმნილი გუნდი ჰყავდათ , მაგრამ ვერც მათ მოახერხეს სკუდეტოს შენარჩუნება და სწორედ ამიტომ იქნება რთული ჩვენთვისაც წარმატების განმეორება . ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას რაც შეეხება , გადავწყვიტეთ არ გაგვეფლანგა ფული და შევიძინეთ ისეთი მოთამაშეები , რომლებიც დაუყონებლივ მოგვცემდნენ შედეგს , ისეთები როგორებიც არიან ისლა და ასამოა . დავიმატეთ ჯიოვინკო და კონტრაქტი გავუფორმეთ პოლ პოგბას . იმედი მაქვს მოვა დრო როდესაც 35 , 40 , 45 მილიონს დავხარჯავთ მოთამაშეში , მაშინ მართლაც ისეთივე პოზიციაში ვიქნებით , როგორშიც ” პსჟ ” , ” რეალი ” და ორივე მანჩესტერული კლუბია . ეხლა კი უნდა ვიყოთ მშვიდად და გავაგრძელოთ საკუთარი გზა . თუ მილანს , ინტერს , ლაციოს , ნაპოლის და სხვა კლუბებს ძალუძთ კონკურენციის გაწევა , მაშინ არც ჩვენ არ უნდა მოვუკლოთ . უკომპრომისონო უნდა ვიყოთ , არავინ არ უნდა დავინდოთ და ცივ სისხლიანად ვმოქმედებდეთ . მშვენიერი იქნება თუ კიდევ ერთხელ შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
აუ რა მაგარი კაცია

პსჯ-ს, სიტის, ანჟის, ჩელსის, ზენიტის თუ სხვა ფულის ტომრების მთლიან ბიუჯეტს დაუფიქრებლად გვრჩევნია ყველა იუვენტინოს ანტონიო კონტეს სიყვარული
+111111

gaumarjos yvelas axali var bichebo tkven genacvalet ivesfani var mteli cxovreba minda shmogiertdet dgeidan da tkventan ertad avgnisno ives yvela gamarjveba dzan bednieri var da meamayeba ro eseti klubis fani varr da tkvens komentarebsac ro uyureb mixaria ro vxedav giyvart iuvee genavalet yvelaasss

კეთილი იყოს შენი მონიტორი ჩვენს საიტზე )) ისე ქართული შრიფტით უმჯობესი იქნება ალბათ რომ ისარგებლო ) საიტზეც აყენია ჩვენთან
ისეთი მწვრთნელია, როგორიც მინდა იყოს, იმ დღეს მომეწონა, რომ თქვა, ქულები, რომ დაგვეკარგა ორმაგად მოუწევდათ ვარჯიშიო რაც შეეხებააქ დაწერილ კომენტარებს, ფული გადაიხადონო 45 50 მილიონიან ფორვარდი იყიდონო, დახარჯა სიტიმ ფული უაზროდ და რა ქნა ეუროპის ლიგაზეც ვერ გავიდა ჯგუფიდან, დახარჯჯა უაზროდ ფული პსჯმ და რაქნა, მომპელიემ მოუგო ჩემპიონატი, ფაქტი რაზე მეტყველებს?! რა თქმა უნდა ფეხბურთის სიყვარულზე და გუნდის სიყვარულზე, რამდენს თავაზობდნენ ბუფონს, ან მაკიზიოს, ან კიელინის, ზედმეტია საუბარი დელ პიეროზე და ნედვედზე, ისინი იმაზე არ ფიქრომდნენ რა ვქნა ხელფასითო, ისინი მოედანზე მოსაგებად გადიან და თავისი გუნდის სიყვარულით იწვიან, რა თქმა უნდა ტიფოზერიას დიდ პატივს სცემენ, ამიტომ მიყვარს იუვე, ჯობს 1000… Read more »
მართალი ხარ ძმი. და ჯიგარი.
დააკვირდი სიტი მწვრთნელი ვინცაა, თან მაქ ფეხბურთელები ფულიუს გამო მიდიან და ჩვენთან ფეხბურთის სათამაშოდ მოვიყვნთ, თუ არადა კარიერა დაენგრევათ
შემდეგი გამარჯვება ჩემპიოთა ლიგის ფინალია, შარშან ხომ ვიტირე სკუდეტოს მოგებისას, ლიგაზე არ ვიცი რას ვიზამ
თასის ფინალში ძაან სამარცხვინოდ ვითამაშეთ
კონტე შევა ისტორიაში როგორც ყველაზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტი ტიტულის მომგები ტრეინერი
ძან მინდა რო როგორც ფერგივსონი ისე დარჩეს იუვეში
ბუფონი ნაკრების ტრეინერი გახდება
ისე მაგარი კარგი ფანტაზიის უნარი გაქ რაც რეალობას სულაც არაა მოკლებული

მხსელი ანტონიო შენ რომ არა იუვეს რა ეშველოებოდა
აუ კონტემ იმენა შემაყვარა თავი

იცით თუ არა რომ ხვალ კალიართან იუვეს ყველა ტურნირზე მე 4000 მატცი იქნება.
“იმედი მაქვს მოვა დრო როდესაც 35 , 40 , 45 მილიონს დავხარჯავთ მოთამაშეში”
აჰა თურმე სდომებია ამ კაცს ფულის დახარჯვა და ისეთი ხალხის ყიდვა რომელზეც ჩვენც ვოცნებობთ, მარა ჯერეჯერობით მასაც დაცდა უწევს, მაგრამ კარგია რომ სურვილი არის
ძმები დღეს რომა მოიგებს ვითომ?
აბა რააა
ფორცა ანტონიო

უნაკლოდ საუბრობს და კიდევ უფრო კარგად აკეთებს მის ნათქვამს :)))
