ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლეალი : ” კონტე საუკეთესოა ! ”

Tuttosport – ის კორესპონდენტი საკმაოდ საინტერესო თემებზე გაესაუბრა ნიკოლა ლეალის : ” ლანჩიანოში ყოველ შაბათს დამბობვა მიმდინარეობს ( ხუმრობს ნიკოლა ) . თუმცა აღებულ ქულებთან ერთად მახარებს ის ფაქტიც , რომ რეგულარულად მიწევს მოედანზე გამოსვლა , ეს კი უმთავრესი რამ არის . რამდენიმე ბიანკონერის შევხვდი უკვე : ნოკი , მაზი , ბოუი . მომავალ კვირას კი ბოაჩისთან გვიწევს ასპარეზობა . ფრთხილად უნდა ვიყოთ მასთან რადგან კარგი საგოლე ალღო გააჩნია . ბუფონი ჩემი იდეალია და ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ მათთან ყოფნით გასახდელში . გამაფორმეს იმ იდეით , რომ სამი წლის შემდეგ შევცვალო იგი , თუმცა მეორე მეკარედ გახდომაც კი ოცნებაა . ყველაფერი მომწონს მასში და განსაკუთრებით ის სიმშვიდე , რომლითაც ყველაზე დაძაბულ დროსაც გამოირჩევა ” . ნიკოლას ჯიჯის გარდა სეზარის და ჰანდანოვიჩის ასპარეზობაც მოსწონს . ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი წლევანდელ სეზონში იუვესი : ” ჩელსისთან გამართული საწყისი წუთები . როგორც მეკარეთა მწვრთნელი ფილიპი იძახის , იცოდე , რომ თამაშობ საკუთარ ფეხბურთს , ერთი სიამოვნებაა და იგივეს ვცდილობ მეც . ჩემი მიზანია ვასპარეზობდე იუვეს მაისურით . კონტე ? სასიამოვნოა მისი ხილვა ! ლანჩიანოში ბრწყინვალე სპეციალისტი გუნტიერი გავიცანი , მაგრამ სწორედ ანტონიოს მივიჩნევ ერთ ერთ საუკეთესო მწვრთნელად თანამედროვე ფეხბურთში ” .

წყარო : TuttoJuve

5 thoughts on “ლეალი : ” კონტე საუკეთესოა ! ”

  1. ვერ წარმომიდგენია ბუფონის გარეშე, მაგრამ ესეც მაგარი მეკარეა და ბუფონი აუცილებლად გაზრდის მას :forza: :juvee:

  2. მამაჩემის მერე ყველაზე მეტად დელ პიერო და ბუფონი მიყვარს ვაიმე ჯიჯი იქიდან მიყვარს მატერაცი რომ მიაკაჩავა ზიზუს გამო

  3. მაგარი კაცია !
    მიაწექი ნიკოლა!

    დიდი იმედი მაქვს მომავალ წელს სერია ა-შიც იქნები! არა წკამზე!

    პროგრესი…პროგრესი და კიდე პროგრესი და 3 წელში მაგარი მკვლელი იქნება და დაბრუნდება იუვეში :juvee:

  4. ეს ბიჭი მომავალია იუვესიი ძან კაი გოლკიპერია თავის ასაკთან შედარებით ხშირად უყურებ ხოლმემე ამის თამაშს სერია-ბ ში წარმატებები ნიკოლაა :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.