ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარონე : ” შანსი , რომელიც მაქსიმალურად გამოვიყენეთ ”

კარგი მატჩი ჩავატარეთ და შედეგად 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ , რითაც უზომოდ ბედნიერები ვართ , რადგან ჩვენი მიზანი ბოლომდე ბრძოლაა თითოეულ მატჩში . აუცილებელია რაც შეიძლება შორს გასვლა , რადგან ყველაფერთან ერთად , ეს არის ასპარეზობის საშუალება იმ ფეხბურთელებისთვის , რომლებიც იშვიათად ჩნდებიან მოედანზე ” – ლუკა მარონემ სრულად გამოიყენა კონტეს მიერ ბოძებული შანსი . ახალგაზრდა ფეხბურთელი კვლავინდებურად ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამოჩნდა და საიმედოდ იასპარეზა . იგი მშვიდად აკონტროლებდა უკანა ხაზის თამაშს და ეხმარებოდა თანაგუნდელებს აქტიურად , შეტევის ორგანიზებაში : “ მწვრთნელმა უკეთ იცის თუ სად უნდა გამომიყენოს მოედანზე , მე კი მთავარია უბრალოდ სრულ მზადყოფნაში ვიყო ნებისმიერ წამს . ნახევარმცველად თამაში ნამდვილად არ დამვიწყებია , რადგან წვრთნების და აძურიში ასპარეზობისას სწორედ ამ პოზიციაზე ვიმყოფები ” . ” იუვენტუსს არენას ” კონტე დაუბრუნდა : ” მოედანზე კარგად ჩანდა ის მხარდაჭერა , რაც ტიფოზებმა აჩუქეს ანტონიოს . კმაყოფილნი ვართ , რომ ის კვლავინდებურად ჩვენთან ერთად არის , რადგან ეს ფუნდამენტალურ როლს თამაშობს წარმატებაში . შესვენებისას , იგი ჩვეულ ამპლუაში იყო და გვაგრძნობა თუ რას წარმოადგენს ” .

წყარო : Juventus.com

22 thoughts on “მარონე : ” შანსი , რომელიც მაქსიმალურად გამოვიყენეთ ”

  1. Biancconeri

    ბონუჩის დისკვალიფიკაცია აქვს, კასარეს და ლუსიოს ტრამვა აქ და მაგიტო ჩავსვი მარონე ძირითადში და იქვე დავამატე სხვა ვარიანტიც მარონეს გარეში და სანამ კომენტარს დაწერ ჯერ დაფიქრდი კარგად მეგობარო :davliot:

  2. მარონე უნდა წავიდეს. რაც არ უნდა იძახოს კონტემ ჩემი საყვარელი ფეხბურთელიაო, თამაშის შანსი თუ არ მისცა ისე დაიკარგება სულ. პატარაც აღარ ეთქმის უკვე, 23 გახდება მალე.

  3. მარონეს არავინ გაუშვებს მითუმეტესრო კონტესსაყვარელ მოთამაშებში შედის ერთი ეგა რო მეტი დრო უნდა ქონდეს სათამაშოდ ზამენიდან მაინც გუშინაც დაგვანახა რო უდაოთ ნიჭიერია :forza: :forza:

  4. Biancconeri
    რა არი სისულელე? მარონეს დრო უნდა მიეცეს თუარა გაუშვან ვაფშე
    პონგბასთვის თუ გამოჩნდა ადგილი მითუმეტეს როცა 3 უძლიერესი კონკურენტი ყავს იტალიის ნაკრების კაპიტანს არუნდა მიეცეს დრო?
    მარონე იმისთვის არ ირიცხება გუნდში რო ახლოდან უყუროს თამაშებს
    არ მიეცემა დრო და თავის გზას მონახავს, შენ თუ გგონია რო მსურველები არ ეყოლება

    1. მარონეს რა უნდასასტავში, როცა ბონუჩი უცვლელია და თუ დისკვალიფიკაცია აქვს კასერესი და ლუსიო არიან
      იტალიის თასზე ახალგაზრდას აჩვევს გუნდს და ახალ პოზიციას,არამგონია კონტე ისეთი სულელი იყოს ნახევარმცველი დსააყენოს პრინციპულ მატჩში და და პოზიციურად შეცდეს დაცვაში და მის გამო დავკარგოთ ქულები, რომელიც შეიძლება ბოლო თურში გადამწყვეტი იყოს

      1. ლუსო ეგეც არ მყავდეს შეუცდომელი თან ტრამვა აქ ასევე კასერესაც მგონი ბოლომდე არა მზად და არა გამორიცხული მარონე იყოს სასტავში გუშინ ერთერთი საუკეთესო იყო დაცვაში

  5. ატალანტასთან მგონი ს იქნება ძირითადში

    —ბარძალი—————მარონე————-კილინი-

    თუ ნეტა 4 მცველით გამოვალთ?

    ლიხტა——–ბარძალი———კილინი———-ასამოა?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.