კონტე : ” გამორჩეული საღამო იყო ”
12/12/12 ბიანკონერი საკუთარი მე-12 ნომერის გოლის დამსახურებით იმარჯვებს . თუმცა მანამდე სტადიონი საკუთარ მე-12 მოთამაშეს ანტონიო კონტეს მხურვალედ უჭერდა მხარს . წლევანდელ სეზონში ეს მისი პირველი შეხვედრა იყო დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ , რომელშიც ” იუვენტუსმა ” გამარჯვება მოიპოვა და 1/4 ფინალში იასპარეზებს სადაც მისი მეტოქე მილანი – რეჯინას მატჩში გაირკვევა …
” ემოციური საღამო იყო , რადგან ასეთი სიყვარულის გამოხატვა ყველას არ ძალუძს , ეს საოცრება იყო . მოხარული ვარ შემდეგ ეტაპზე გასვლით , რადგან ჩვენი მიზანი ერთია – უკლებლივ ყველა ტურნირში მაქსიმუმის გაღება გამარჯვების მოსაპოვებლად . ჩვენს წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული გუნდი წარსდგა . ეხლა კი დაველოდებით მომავალ მეტოქეს , რომელიც ” მილანი ” – ” რეჯინას ” დაპირისპირების შემდგომ გაირკვევა . დღეს , ვიხილე ის მოთამაშეები , რომლებთაც იშვიათად უწევდათ ასპარეზობა . დასაწყისი არც თუ ისეთი სასიამოვნო იყო , რადგან ჯიაკერინიმ მოთელვის დროს ტრავმა მიიღო და ამის გამო მინდორზე ვიდალი გამოვუშვი , რომელსაც თავის მხრივ მუხლთან დაკავშირებით აქვს პრობლემები . არის თუ არა სანერვიულო მისი დაშავება ? ვფიქრობ , რომ არა . ბენდტნერს კუნთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს და იმედი ვიქონიოთ სერიოზული არაფერია . სამწუხაროა , ეს იყო შანსი იმ ფეხბურთელებისთვის , რომლებიც იშვიათად ჩნდებიან მოედანზე ” .
წყარო : Juventus.com
კონტეუსი

1/4 ფინალში რეჯინა რო გავიდეს გაასწორებს.
წინა შჰეხვედრა როგორ მორჩა?
ვისი მილანის და რეჯინასი? თუ ამაზე ამბობ გეტყვი რო ჯერ არ უთამაშიათ დეგს ვინც მოიგებს ეგრევე ის გადის ფრე რო მორჩეს დამატებითი ტაიმები წავა
მივხვდი.

ეგ ცუდი წესია ისე მილანი რომ გავიდეს ალბათ გავა კიდეც და სად იქნება თამაში შემდეგ?ლიგაზე როგორცაა ისე მაინც იყოს.
ლიგაზე როგორიცაა ეგ ნახევარფინალში იქნება…… შემდეგი თამაში გასვლა გვაქ
1/4 ფინალში რეჯინა რო გავიდეს გაასწორებს.
წინა შჰეხვედრა როგორ მორჩა??
რა დამთხვევაა გუშინ იყო 12/12/12 და 12 ნომერმა გაიტანა გამარჯვების გოლი საღოოლ სებააა.რა მაგარი დამთხვევაა.

ეხლა მილანში გვექნება თამაში თუ ტურინში ? ვერ ვხვდები რა პრინციპით ანაწილებენ წყვილებს.
მილანში იქნება თუ გავცდით მილანს მერე ნახევარფინალში 1 სახში 1 გასვლა იქნება. ნახევარფინალამდე მარტო 1 თამაშია
ეს მატჩი იუვეს ისტორიაში სამუდამოდ შევა რადგან ეს იყო რიგით 4000 მატჩი.
რეჯინა კიდე არსებობს

ჩვენი კაცი, კაი კაცი
