ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” გამორჩეული საღამო იყო ”

12/12/12 ბიანკონერი საკუთარი მე-12 ნომერის გოლის დამსახურებით იმარჯვებს . თუმცა მანამდე სტადიონი საკუთარ მე-12 მოთამაშეს ანტონიო კონტეს მხურვალედ უჭერდა მხარს . წლევანდელ სეზონში ეს მისი პირველი შეხვედრა იყო დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ , რომელშიც ” იუვენტუსმა ” გამარჯვება მოიპოვა და 1/4 ფინალში იასპარეზებს სადაც მისი მეტოქე მილანი – რეჯინას მატჩში გაირკვევა …

” ემოციური საღამო იყო , რადგან ასეთი სიყვარულის გამოხატვა ყველას არ ძალუძს , ეს საოცრება იყო . მოხარული ვარ შემდეგ ეტაპზე გასვლით , რადგან ჩვენი მიზანი ერთია – უკლებლივ ყველა ტურნირში მაქსიმუმის გაღება გამარჯვების მოსაპოვებლად . ჩვენს წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული გუნდი წარსდგა . ეხლა კი დაველოდებით მომავალ მეტოქეს , რომელიც ” მილანი ” – ” რეჯინას ” დაპირისპირების შემდგომ გაირკვევა . დღეს , ვიხილე ის მოთამაშეები , რომლებთაც იშვიათად უწევდათ ასპარეზობა . დასაწყისი არც თუ ისეთი სასიამოვნო იყო , რადგან ჯიაკერინიმ მოთელვის დროს ტრავმა მიიღო და ამის გამო მინდორზე ვიდალი გამოვუშვი , რომელსაც თავის მხრივ მუხლთან დაკავშირებით აქვს პრობლემები . არის თუ არა სანერვიულო მისი დაშავება ? ვფიქრობ , რომ არა . ბენდტნერს კუნთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს და იმედი ვიქონიოთ სერიოზული არაფერია . სამწუხაროა , ეს იყო შანსი იმ ფეხბურთელებისთვის , რომლებიც იშვიათად ჩნდებიან მოედანზე ” .

წყარო : Juventus.com

12 thoughts on “კონტე : ” გამორჩეული საღამო იყო ”

    1. ვისი მილანის და რეჯინასი? თუ ამაზე ამბობ გეტყვი რო ჯერ არ უთამაშიათ დეგს ვინც მოიგებს ეგრევე ის გადის ფრე რო მორჩეს დამატებითი ტაიმები წავა

      1. მივხვდი. :chuvak: :chuvak: :chuvak: :lool: :lool:
        ეგ ცუდი წესია ისე მილანი რომ გავიდეს ალბათ გავა კიდეც და სად იქნება თამაში შემდეგ?ლიგაზე როგორცაა ისე მაინც იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.