ტურინი გაბიადინის დაბრუნებას განიხილავს ?
რამდენიმე დღის წინ არც კი განიხილებოდა ფორვარდის დამატება ” იუვენტუსში ” , მაგრამ ნიკალას ბენდტნერის ტრავმის შემდეგ , რომელიც დანიელი 2-3 თვით დატოვა ფეხბურთის გარეშე , აიძულა ჯუზეპე მაროტა სატრანსფერო ფანჯრისკენ მიტრიალებულიყო . იტალიური პრესის ინფორმაციით , კონტეს მანოლო გაბიადინის ხილვა სურს თავისთან . Tuttomercatoweb.com სიტუაციის გასარკვევად ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდა : ” სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს , თუმცა მანოლოს ტურინში დაბრუნებაზე არაფერი მსმენია . ვფიქრობ იდეას მოკლებული ეს ინფორმაცია არ არის , რადგან ახალგაზრდა ფორვარდი თავს კარგად გრძნობს ” ბოლონიაში ” და როგორც ჩანს შევიდა ოპტიმალურ ფორმაში . მთავარი მწვრთნელიც მას ერთ ერთ წამყვან მოთამაშედ მიიჩნევს , ასე რომ მანოლოს დაბრუნება ზამთარშივე ცოტათი საეჭვო ხდება ” …
წყარო : tuttojuve.com
რა გაბიადინი,გამაგიჯებენ ესენი რა:D:D:D:D
აუ ესენი გამაგიჟებენ რა ვინმე ვასრსკვლავი იყიდონ ერთი
როგორც ვატყობ არ აპირებენ ამ ზამთარში არავის წესიერის მოყვანას და ისევ ჯობია ეს განათხოვრებები დააბრუნონ უკან,მერე რა რო პატარები არიან,რაც არ უნდა ქნან ბენტნერზე და მატრიზე ცუდად მაინც ვერ ითამაშებენ,გულითაც რო მოინდომონ…
და მატრი და ბენტნერი გაყარონ გუნდიდან
სერია B რო გვყავს ბოაკიე თუ ვიგაცა ის მინდა მოიყვანონ ზამთარში
ბოაკი დაგავიწყდათ? 7 გოლი აქ შეგდებული უკვე სასუოლოს შემადგენლობაში, ბენდტნერს და მატრის ორივეს ერთად შეცვლის
ბენტნერისთვის და მატრისთვის შანსის მიცემა ამის თამაში ჯობია

მარა ჩემი აზრით იმობილეს ყველაზე დიდი მომავალი აქ
ვაა ვაა საინტერესოა..მანოლომ იპოვა საკუთარი თავი ბოლონიაში და ეტყობა მოსწონს კონტეს ))