” სამპდორია ” დაემშვიდობა ფერარას
დღეს გენუის ” სამპდორიას ” ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩირო ფერარას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადაყენების თაობაზე . ექს ” იუვენტინო ” მიმდინარე სეზონის დასაწყისში დაინიშნა სამპას თავკაცად და საკმაოდ კარგადაც დაიწყო ჩემპიონატი , თუმცა შემდგომ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა და ზედიზედ 7 შეხვედრაში დამარცხდა , მათ შორის ” კატანიასთან ” , რამაც შეიწირა კიდევაც მისი ადგილი . 11 წლის მანძილზე ჩირო 253 ჯერ გამოჩნდა ბიანკონერის მაისურით მოედანზე და ამ პერიოდის მანძილზე ექვსჯერ მოიპოვა სკუდეტო , თითოჯერ ჩემპიონთა ლიგის თასი , უეფას თასი უეფას სუპერ თასი , თასების მფლობელთა თასი და საკონტენტაშორისო თასი . მოასწრო ბიანკონერის გაწრვთნაც , როდესაც რანიერი შეცვალა , მაგრამ არც ეს გამოდგა მის სამწვრთნელო საქმიანობაში წარმატებული გამოცდა .
ამისგან ვერ გამოვა კარგი მწვრთნელი
ძალიან ძლიერი მცველი იყო ჩირო,მაგრამ როგორც მწვრთნელი დიდი – ვერაფერი.