ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენდტნერმა ოპერაცია გაიკეთა / მარონე ტრავმირებულია

ნიკალას ბენდტნერი შაბათს , ცნობილ ფინელ ქირურგს საკარი ორავას ესტუმრა , ხოლო გუშინ დილით ლონდონის პროფესორ ერნესტ შილდერს , რომელიც ლონდონის ” არსენალს ” უწევს კონსულტაციას . ორივე ექიმმა ქირურგიულ ჩარევაზე მიუთითა . გამომდინარე აქედან , ტურინის სამედიცინო შტაბთან შეთანხმების შემდეგ გადაწყდა ოპერაციის გაკეთება , რომელიც გუშინ საღამოს განხორციელდა . შეგახსენებთ , დანიელს მარცხენა ბარძაყზე ჰქონდა გარკვეული სახის პრობლემები .
გუშინ , იტალიის ახალგაზრდული ნაკრების შეკრებიდან ლუკა მარონე დაბრუნდა , რომელმაც ტრავმა მიიღო . როგორც ჟურნალისტები იუწყებიან , ლუკას მარცხენა მუხლზე აქვს პრობლემები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ტურინში დაბრუნების შემდეგ შეფასდება .

წყარო : Football-Italia , ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი 

2 thoughts on “ბენდტნერმა ოპერაცია გაიკეთა / მარონე ტრავმირებულია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.