ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე – ახალი ეპოქის დასაწყისი ?

” იუვენტუსი ” პრეტენზიას მეორე სკუდეტოზე აცხადებს ზედიზედ . პირველი რაუნდი დასასრულს მიუახლოვდა და დაგროვებული ქულები შიშის ზარს სცემს მეტოქეს : 41 ქულა 17 შეხვედრაში , იტალიის სუპერ თასი და პირველი ადგილი ჩემპიონთა ლიგის ქვე ჯგუფში , რომლიდანაც ბიანკონერიმ მოქმედი ჩემპიონი ” ჩელსი ” დატოვა ტურნირის მიღმა . და ეს ყველაფერი კონტეს მიერ მოპოვებული პირველი სკუდეტოს შემდეგ , სეზონში რომელშიც გუნდს მარცხი არ უგემია . ეს მაშინ როდესაც ბიანკონერის არ ჰყავს სივორის , პლატინის და ზიდანის დრონის შემსრულებლები – გასული ეპოქის შემქნელები …

კონტემ ყველაფერი გენიალურად გააკეთა და გუნდი ერთ მუშტად შეკრა , დაუბრუნა გამარჯვების მენტალიტეტი და სწრაფვა სრულყოფილებისკენ . განახორციელა პროდუქტიული სამუშაო ისეთ ჩემპიონებთან ერთად როგორებიც არიან პირლო და ბუფონი . პლიუს მის განკარგულებაში რამდენიმე მართლაც გამორჩეული მოთამაშე მარკიზიო , ვუჩინიჩი , კიელინი და ჯიოვინკო არიან , თუმცა რაც ყველაზე მეტად ანსხვავებს ამ კლუბს სხვებისგან ის სულია რაც ანტონიომ შემატა . სათადარიგოთა სკამზე დაბრუნებით ახალგაზრდა სპეციალისტი პროგრესირების ტემპს კიდევ უფრო დააჩქარებს და უფრო ზუსტ მიმართლებას მისცემს . დღევანდელ ” იუვენტუსს ” აბსოლიტურად ყველაფერი აქვს , რაც წინაპირობას ჰქმნის ახალი გრანდიოზული ეპოქის დაწყებას . ეპოქის რომელიც ორად გაჰყოფს ადამიანებს , ერთ მხარეს გულშემატკივრები ხოლო მეორე მხარეს მტრები . იუვენტინოებისთვის კონტე მართლაც გამორჩეულია , მაგრამ მოდით დროებით ტრაპატონის და ლიპის პერიოდი მიმოვიხილოთ .

შავ თეთრ ისტორიაში ზენიტის ხანგრძლივობა დროის თვალსაზრისით , ყველაზე დიდი ბონიპერტის მმართველობის პერიოდში იყო . 1971 წლიდან 1986 წლამდე .მთელი 15 წელი ! მილანელოდან გაგდებული ტრაპატონი თავის პირველ 10 წელიწადში 6 სკუდეტო მოიპოვა , სამი ევროპის თასი მათ შორის ეიზელში გამართული და ტრაგიკულად დასრულებული . მის გუნდში ისეთი გამოჩენილი მოთამაშეები ასპარეზობდნენ როგორებიც იყვნენ ჯენტილე , ძოფი , კაბრინი , შირეა , ტარდელი , კაუზიო , ბეტეგა , პაოლო როსი ! 1982 წლის მუნდიალის შემდეგ მათ კიდევ პლატინი და ბონეკი დაემატნენ , რომელიც სამი წლის მანძილზე ზედიზედ გახდა ბომბარდირი . ფანტასტიური შემადგენლობა და ” იუვენტუსი ” წარმოუდგენლად ძლიერი ხდება ! მომდევნო 10 წლიანი ესტაფეტა კი ლიპის ხელში გადავიდა , რომელმაც ფაქტიურად იგივე პერიოდში 5 სკუდეტო და ოთხჯერ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ფინალში , თუმცა ზუსტად ეს გახდა მისთვის მთავარი პრობლემა , მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ 1996 წლის სეზონში მოახერხა ” აიაქსის ” დამარცხება . ეს ის გუნდი იყო რომლის რიგებშიც დელ პიერო , ვიალი , ბაჯო , რავანელი , დეშამი , ისევ და ისევ კონტე , ტიურამი , ვიერი , ნედვედი და განსაკუთრებით ზინედინ ზიდანი თამაშობდნენ .

ორი გიგანტი – თქვენ თავადაც კარგად ხვდებით თუ რისი გაკეთება მოუწევს ანტონიოს , რომ წლების შემდეგ ისევე გავიხსენოთ ეს ყოევლივე , როგორც ეხლა ვისაუბრეთ მოკლედ ტრაპატონიზე და ლიპიზე . მას მართლაც რომ მუხლჩაუხრელად მოუწევს მუშაობა , რადგან ასეთი დიდი და განუმეორებელი ისტორია უმაგრებს ზურგს , თუმცა ყველაზე მთავარი ის არის რომ მან ეს კარგად იცის და სწორედ ამიტომაც უყვარს იგი ბიანკონერის ტიფოზერიას ! იგი ნამდვილი იუვენტინოა , რომელიც მოსვლის დღიდან უნერგავს ფეხბურთელებს შავ თეთრი მაისურის სიყვარულს და თავდადებას !

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

36 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Z u R a noniashvili
11 years ago

:forza: ანტონიო

arseni
11 years ago

მომავალზე საუბარი ერთია და თემის განზოგადოებას ნიშნავს … ამ შემადგენლობით და ამ სტილით კი იუვე ლიგაზე შორს ვერ წავა .. / … მაშინ მატრიმ სეზონის მეორე ნახევარი ბატისტუტასავით უნდა ჩაატაროს და ვუჩინიჩი დეიან სავიჩევიჩი უნდა გახდეს 6 თვით მაინც….. პირველის არ მჯერა ძალიან (ძალიან ნაზი და ზარმაცია) მეორესი კიიიი მჯერა მაგრად ……

Datuna Datuna
11 years ago

Didi konte

delpieronedved
11 years ago

კი

delpieronedved
11 years ago
Reply to  delpieronedved

snuff-juve

snuff-juve
11 years ago
Reply to  delpieronedved

სპს;) გამიკვირდა ერთი 3 ჯერ გადავთვალე დღეები :D

delpieronedved
11 years ago
Reply to  snuff-juve

ეგეც უნდა მოვიგოთ და დიდი ფორიტ დავამთავროთ წრე მერე ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოტ მაქსიმალურად და სკუდეტოც მოვიგოთ

snuff-juve
11 years ago

კალიარი-იუვე პარასკევსაა?

საბა შიოშვილი

ყოჩაღ !!! კარგია ….

ხო კონტე რო გენიალურობაა ყველამ იცის

წაგება არ ააქვს :შ

delpieronedved
11 years ago

http://www.youtube.com/watch?v=q-vE7MSCiTw მაროტას არ უნდა … ახლა ალესანდრო დელ პიეროა ბავშვი და არსენალმა აიყვანა საკმაოდ კარგად თამაშობს

delpieronedved
11 years ago

თურმე დელ პიეროს ყველაზე მეტი ჯარიმა აქ გატანილი კლუბის შემადგენლობაში 42

valeri tokhadze
11 years ago

დარწმუნებული ვარ რომ უდიდეს ეპოქას შექმნის კონტე :forza:

delpieronedved
11 years ago

ლიგის ნახევარფინალში ვინმეს 3 გოლი აქ გატანილი დელ პიეროს კი აუ იმენა ლომი იყო

delpieronedved
11 years ago

http://www.youtube.com/watch?v=sz6dyr_HcOw ნახეთ ყველამ ადმინ არ წაშალო მაგარი ვიდეოა დელ პიეროს მთელ ისტორიაზე

delpieronedved
11 years ago
Reply to  delpieronedved

ამნაირი ადამიანები აღარ იბადებიან უმაგრესი ვიდეოა ნახეთ ისტორიაცაა რეკორდებიც

delpieronedved
11 years ago
Reply to  delpieronedved

ადამინი რომელსაც ქონდა 8 თციანი ტრავმა და მაინც უძლიერესი იყო

gura gvinjilia
11 years ago

ამაზე რამდენი ვიცინე :D :D :D ჩავბჟირდი :D :D :D

blancoooos
11 years ago

ბანი !!!

11 years ago

ცოდოები არიან ტო 6-6 თვე რა ამბავია, თან იმისთვის რო არ ჩაუშვეს :down: ნაპოლის 2 ქულამ გაასწორა, მამენტ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, გინდა +2 ქონდეს და გინდა +5..

11 years ago

რატო ჩამოართვეს ? :lool:

vitali darsania
11 years ago
Reply to 

ნაპოლის” 2 ქულა ჩამოაჭრეს, კანავაროსა და გრავას დისკვალიფიკაცია მისცეს

იტალიის ფეხბურთის დისციპლინარულმა კომიტეტმა “ნაპოლი” სერიოზულად დასაჯა.
კლუბს 2 ქულა ჩამოაჭრეს იმ ინფორმაციის გაუხმაურებლობის გამო, რაც 2010 წელს ჩაწყობილ თამაშს ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლის” ყოფილი მეკარის მატეო ჯანელოს თანახმად, მას, კანავაროსა და ჯანლუკა გრავას ფული შესთავაზეს, რათა გუნდს “სამპდორიასთან” გასამართი შეხვედრა წაეგო.

vitali darsania
11 years ago

კანავარო და გრავა 6 თვით დასაჯეს

vitali darsania
11 years ago

ძმებო ცხრილს შეხედეთ ნაპოლის ორი ქულა ჩამოართვეს

anzor alashvili
11 years ago

მაგარია მარა არ ვაფასებ იმის მერე რაც კრასიჩს გაუკეთა

11 years ago

კიდე კაი დღესაც კრასიჩზე არ ვართ დამოკიდებულიი.. მეშვიდე ადგილს ვერ ჩამოვცდებოდით.. ეგ ადგილი მილოშას მაქსიმუმია

blancoooos
11 years ago
forza bianconeri
11 years ago

ისე არსენალს თუ შეხვდით მაგ შედეგს გამოვასწორებთ

AKAKI nozadze
11 years ago

ინგლისური გუნდებიდან მარტო არსენალთან გვაქ ცუდი სტატისტიკა
http://www.alltimesoccer.com/alltime/juventus_vs_arsenal

forza bianconeri
11 years ago
Reply to  AKAKI nozadze

მგონი ინგლისურ კლუბებთან კიარა მთელ ევროპაში მარტო არსენალთან გვაქვს უარყოფითი შედეგი

11 years ago

ჩვენი დროც მოვა :forza: :juvee:

d a v i d
11 years ago

:love: :forza:

jjj jjj
11 years ago

მარჩელო ლიპი კონტეში გაცოცხლდა, თავად ანტონიო კი მარკიზიოში :kiss: :kiss: :kiss: :kiss: :kiss:

Giorgi kasrashvili
11 years ago
Reply to  jjj jjj

:chuk:

Giorgi kasrashvili
11 years ago

გავა წლები და ამ გუნდს ასე არ მოვიხსენიებთ როგორც ლიპი-ტრაპის გუნდს და იცით რატომ? იმიტომ რომ კონტე ფერგიუსონზე მეტხანს დარჩება გუნდში და უბედნიერესები ვიქნებით ყველა იუვენტინო! უბრალოდ გავიხსენებთ და ვიტყვით რომ კონტე რომ მოვიდა ვინ ყავდა გუნდში, ვიტყვით რომ უდიდესი შრომა გასწია და სპილენძისგან ბაჯაღლო გამოიყვანა! 1.ანდრეა ბარძალი – ტიპივოლსბურგის სკამს ხეხავდა,ეხლა კი ჯორჯოს მერე პირველი მცველია იტალიაში 2.ლეონარდო ბონუჩი – სტაბილურობა და თვითდაჯერებულობა შემატა, ლეო კი დღეს ნაკრების უცვლელი წევრია 3.პეპე-ჯაკერინი-ესტიგარიბია ფეხბურტელები რომლებმაც ყურდასმით მიიღეს დარიგებები კონტესგან და ნათქვამი მოედანზე გადაიტანეს. სიმონე პეპე ნამდვილი მაგალითი იმისა, რომ დაუღალავი შრომითა დამონდომებით ყველაფერია შესაძლებელი მარკიზიო-ვიდალი 2 მებრძოლი, რომელთაც შუაში წინამძღოლადპირლო ჩაუყენადა… Read more »

11 years ago

:up:

| Newsphere by AF themes.
36
0
Would love your thoughts, please comment.x